x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ტკივილით სავსე სილამაზე
1938 წლის 23 სექტემბერი, ავსტრია, ვენა -მსოფლიოს მოევლინა გენიალური ვარსკვლავი, მსოფლიო და ევროპული კინოს მომავალი ლეგენდა, ალენ დელონის ერთადერთი ნამდვილი სიყვარული - რომი შნაიდერი.


პირველად 15 წლისამ ავსტრიაში ითამაშა ფილმში “სისი“ (Sissi). ამ როლის შემდეგ მისი აღმაფრენაც დაიწყო. გამორჩეული ნიჭისა და გარეგნობის წყალობით, მეტისმეტად სწრაფად მიიწევდა მწვერვალსიკენ, რაც ახალგაზრდა, ცხოვრებისთვის შეუმზადებელი რომისთვის შესაძლოა ფატალური აღმოჩნდა. მისი თაყვანისმცემლების რიცხვი ელვისებურად იმატებდა, მისდამი საჯარო ინტერესი ყოველდღიურად იზრდებოდა. ჟურნალისტები მოსვენებას აღარ აძლევდნენ, მას კი თანდათან უჭირდა მის გონებაში, ცხოვრებასა და სულში მუდმივად დაუპატიჟებელი ადამიანების თავხედური შეჭრის ატანა. პოპულარობა თანდათან მძიმე ტვირთად იქცა, ის ისტრესებოდა და საკუთარ თავში იკეტებოდა.

image


რომი შნაიდერი და ალენ დელონი



ისინი ერთმანეთს პირველად 1958 წელს შეხვდნენ. მათ ერთად ითამაშეს ფილმში: “კრისტინა“ (Christine). ერთმანეთი მალე შეუყვარდათ და დაინიშნენ, თუმცა მალევე დაშორდნენ-1963 წელს. ხუთწლიანი განშორების შემდეგ, ისევ ერთად აღმოჩნდნენ გადასაღებ მოედანზე ფილმისთვის “აუზი“ (La piscine)


ალენმა ერთხელ პრესას უცნაური რამ განუცხადა: “ რთულია, ეს აღიარო, მაგრამ მე არ ვისურვებდი ის 70 წლის მენახა“.


რომი ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ მისი წარმატება საფრანგეთში დიდწილად ალენის დამსახურება იყო.


image

რომიზე დიდი გავლენა იქონიეს რეჟისორმა ვისკონტიმ და კოკო შანელმაც.


ქორწინება


1966 წელს რომი კინორეჟისორ ჰარი მენიეზე დაქორწინდა. ამ ქორწინების შედეგად შეეძინა შვილი - დავიდი. ჰარი და რომი ცოტახნის შემდეგ დაშორდნენ. მესამედ 1975 წელს იქორწინა და გოგონა -სარა შეეძინა.

image

image

1981 წელს რომის ცხოვრებაში ამდენი განშორების, წარმატების და იმედგაცრუების შემდეგ, ყველაზე დიდი ტკივილის გადატანა მოუხდა. მისი 14 წლის ვაჟი, დევიდი ტრაგიკუალად გარდაიცვალა. ბუნებრივია, ტრაგედიამ რომის უდიდესი კვალი დაამჩნია. ის სასმელს და ნარკოტიკებს მიეძალა. ამბობენ, რომ ამ ამბავს შეეწირა, მაგრამ მისი გზა იმხელა ტკივილით, ემოციებით და დაუნდობლობით იყო სავსე, შეიძლება, ეს მისი სიკვდილის ერთადერთი მიზეზი არც გამხდარიყო.


თვითმკვლელობაზეც საუბრობდნენ, თუმცა ექსპერტიზის მიერ მალე დადგინდა, რომ გული გაუსკდა. 43 წლის ასაკში გამოჩნდა მისთვის “გვირაბის დასასრული“,


ალენმა რომის გარდაცვალებიდან ერთი კვირის თავზე ამაღელვებელი წერილი მიუძღვნა.


ამონარიდები წერილიდან:


“მე შენ მძინარეს გხედავ... შენს სიახლოვეს ვარ, შენს სასთუმალთან. შენ ის გრძელი, წითელი ტუნიკა გაცვია, მოქარგული. ესენი ყვავილებია, მაგრამ მე მათ არ ვუყურებ, მე შენ გიყურებ და გეუბნები: მშვიდობით, სამუდამოდ მშვიდობით, ჩემო თოჯინა. ასე გეძახდი. მე ყვავილებს არ ვუყურებ, შენ გიყურებ და ვფიქრობ, რომ არასდროს ყოფილხარ ასეთი მშვიდი და მოსვენებული. რა ლამაზი ხარ, რა ნაზი, რა მშვიდი. თითქოს ვიღაცის ხელმა, წყნარად წაშალა ყოველგვარი ტკივილის და უბედურების კვალი. ვხედავ გძინავს. მეუბნებიან, რომ გარდაიცვალე. მე ვფიქრობ შენზე, ჩემზე, ჩვენზე. რაში ვარ დამნაშავე? ამ კითხვას იმ არსების წინაშე სვამენ, რომელიც უყვარდათ და სამუდამოდ ეყვარებათ. თავიდან ეს გრძნობა გიპყრობს, ბოლოს თავს ეუბნები, რომ დამნაშავე არა, მაგრამ პასუხისმგებელი ნამდვილად ხარ. ეს ჩემ გამო მოხდა, პარიზში შეწყვიტა შენმა გულმა ძგერა.

ერთად ხუთ წელზე მეტი ვიცხოვრეთ. შენ ჩემთან ერთად, მე -შენთან. შემდეგ ცხოვრებამ... შემდეგ ჩვენმა ცხოვრებამ, რომელსაც არავინ ანაღვლებს, დაგვაშორა. ერთმანეთს არ ვივიწყებდით, ვურეკავდით.


დავიდის სიკვდილამდე პროფესია გეხმარებოდა თვითგადარჩენაში. შემდეგ დავიდი წავიდა და პროფესია აღარ კმაროდა. ამიტომ მე არ გამკვირვებია, როცა შენი გარდაცვალების ამბავი შევიტყვე. რამ გამაკვირვა? იმან, რომ თავი არ მოგიკლავს და გული გაგისკდა. მე ვთქვი:“აი, ესაა გვირაბის დასასრული. მე შენ მძინარეს გხედავ“.


რომი შნაიდერი პარიზშია დაკრძალული.


2
2839
8-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
2839
  
2017, 23 სექტემბერი, 12:35
რომი თვითონაც რთული ქალიუ იყო, მისი მთელი ცხოვრება დრამა იყო . თავისმა ფიცხმა , ემოციურმა ხასიათმა იმსხვერპლა. გენიალური მსახიობი, რომელიც ცხოვრებაში ვერ იტანდა თამაშს, ვერ იტანდა ფარისევლებს
2017, 23 სექტემბერი, 7:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2