x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
ნათება ცაში - მიწისძვრის მოახლოების ნიშანი?!
საუკუნეების განმავლობაში, ადამიანები ამტკიცებდნენ, რომ მიწისძვრის ბიძგების დროს ცაში უცნაურ ნათებებს ხედავდნენ. ამგვარი ამბები მითებად ითვლებოდა მე-20 საუკუნის შუა ხანებამდე, როდესაც ფოტოგრაფიულმა შემთხვევამ მეცნიერები
იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ შესაძლებელი იყო ამ ამბის რეალურად ჩათვლა. ამის შემდეგ გაჩნდა უამრავი თეორია ნათებების გაჩენის მიზეზთან დაკავშირებით და 2014 წელს მკვლევართა გუნდმა
მოახერხა ერთ დასკვნამდე მისულიყო.



2017 წლის 7სექტემბერს მექსიკის სანაპიროზე 8.1 ბალიანი
მიწისძვრა მოხდა. მსგავსი სიმძლავრის მიწისძვრა მექსიკას მანამდე არ ენახა. სიკვდილისა და განადგურების ტრაგიკული ამბების ფონზე კი, გახმაურდა სხვა ტიპის ამბავიც: „მექსიკელები აცხადებენ, რომ მიწისძვრისას ცაში უცნაური შუქურები დაინახეს და მათ სჯერათ, რომ ისინი "მფრინავი თეფშები" ან აპოკალიფსის დასაწყისის მაუწყებლები არიან." ვიდეოები აფიქსირებდნენ შემზარავ ნათებებს ღრუბლიან ცაში მექსიკის ქალაქის თავზე. რა შეიძლება ეს ყოფილიყო?


image


მართალია მსგავსი შემთხვევები ასეულობით წლების განმავლობაში
ფიქსირდებოდა, მაგრამ მეცნიერები მაინც სკეპტიკურად უყურებდნენ ამ საკითხს, ფიქრობდნენ, რომ ეს ნათებები კავშირში სულაც არ იყო მიწისძვრასთან.



2014 წელს, რობერტ ტერიოლტის კვლევითმა ჯგუფმა გააანალიზა
მე-17 საუკუნეში მომხდარი 65 სინათლის მაწარმოებელი მიწისძვრის გარემოებები, რათა ენახა რა ჰქონდათ მათ საერთო. მათი კვლევის მიხედვით, არსებობს მიზეზი, რატომ ჩნდებიან ნათებები ასე იშვიათად: მაშინ, როდესაც სეისმური აქტივობის 95% ტექტონიკური ფილების საზღვრებზე ხდება, 85% მიწისძვრის ნათება დაფიქსირებულია იმ ძვრების დროს, რომლებიც მოხდა ერთი
ტექტონიკური ფილის კონტინენტურ ბზართან დაჯახებისას. ასეთი რყევის მოხდენა მხოლოდ 5%-ითაა შესაძლებელი.




ანუ რა ხდება?

მიწისძვრები იწყება, როგორც ზრდადი ზნევა
დედამიწის ქერქის სიღრმეში - რყევა მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ეს წნევა თავისუფლდება.
მაგრამ სანამ ეს მოხდება, ლაბორატორიული კვლევების თანახმად, წნევა წყვეტს კავშირს
უარყოფითად დამუხტულ ჟანგბადის ატომებს შორის. ეს დამუხტული ატომები (იონები) თავისუფლდებიან
და კლდის ბზარებში ნაკადებად მიედინებიან ზედაპირისკენ. მეცნიერები
ფიქრობენ, რომ სწორედ ჟანგბადის იონების ეს ჯგუფები, რომელთაც მაღალი სიხშირე აქვთ,
ჰაერს ელექტრულლ მუხტსა და ბრწყინვალებას აძლევენ.



ამან არა მხოლოდ მანათობელი შუქების არსებობა ახსნა,
არამედ ისიც, თუ რატომ ჩნდებიან ისინი მიწისძვრამდე და მის განმავლობაში: ტექტონიკური
წნევა იზრდება წუთების, საათების და დღეების განმავლობაში. თუ მკვლევარები სწორად მსჯელობენ,
ეს შუქურები შესაძლებელია იყვნენ მოახლოებული მიწისძვრის სასარგებლო გამაფრთხილებელი ნიშნები.


იხილეთ ვიდეო, რომელიც ასახავს 2017წლის მიწისძვრის დროს დაფიქსირებულ ნათებებს

0
344
6-ს მოსწონს
ავტორი:ეკო 28
ეკო 28
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0