x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სილამაზის 5 დედოფალი,რომელთა სიცოცხლე მკვლელობით დასრულდა
1)აგნეშკა კოტლიარსკა(პოლონეთი)


image


1990 წელს გოგონა მის პოლონეთი გახდა, სწორედ ამის შემდეგ გამოუჩნდა გოგონას უცნობი თაყვანისმცემელი სახელად ეჟი.


მამაკაცი ემუქრებოდა და თან სიყვარულს უხსნიდა, პირდაპირ კონტაქტზე არასდროს გამოდიოდა, ამიტომ გოგონა ყურადღებას არ აქცევდა, 1991 წელს გოგონა "მის ინტერნაციონალი" გახდა, რის შემდეგაც ნიუ-იორკში გადასახლდა და სამოდელო კარიერა გააგრძელა, გათხოვდა კიდეც და იდუმალი პათოლოგი თაყვანისმცემელი საერთოდ გადაავიწყდა.



imageმოგვიანებით გოგონა პოლონეთში დაბრუნდა და ქალაქ ვროცლავში დასახლდა.


1996 წელს ცოლ-ქმარი სახლიდან გამოვიდა დ საკუთარი ავტომობილისკენ მიემართებოდნენ, როდესაც მოულოდნელად მამაკაცი დაესხათ თავს დიდი დანით შეიარაღებული, მან აგნეშკას ქმარს იაროსლავს ფეხში დაარტყა დანა, ქალი ქმრის დასახმარებლად გაიწია, მამაკაცი მოუტრიალდა და ოთხჯერ ჩასცხო დანა აგნეშკას.

imageფოტოზე:აგნეშკა მეუღლესთან ერთად



36 წლის პროგრამისტი იმავე დღეს დააკავეს, სასამართლოზე მამაკაცმა განაცხადა, რომ აგნეშკამ გათხოვების შემდეგ "საბოლოოდ დაუნგრია ცხოვრება და მას აუცილებლად შური უნდა ეძია."




2) მარია ხოსე ალვარადო-ჰონდურასი

image


19 წლის "მის ჰონდურასი" ლონდონში უნდა გამგზავრებულიყო, სადაც "მის მსოფლიოს" ფინალური ეტაპი უნდა გამართულიყო.თუმცა ის და მისი და ერთ საღამოს მოულოდნელად უგზო-უკვლოდ გაქრნენ, მარია იმ საღამოს თავის დის, სოფიას ბოიფრენდის დაბადების დღეზე იყო, მათ დაკარგვის შესახებ პოლიციაში განცხადება სოფიას ბოიფრენდმა, პლუტარქო რუსიმამ შეიტანა.

image


პოლიციამ დაიწყო გოგონების ძებნა, ძებნაში განსაკუთრებით და დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო პლუტარქო რუსიმა, რამაც პოლიციელები დააეჭვა, საბოლოოდ რუსიმა დააკავეს, როგორც გაირკვა მამაკაცი ეჭვიანობის გამო წონასწორობიდან გამოვიდა, ჯერ მოკლა სოფია და ხოლო მისი და მარია, როგორც არასასურველი მოწმე, მოიშორა..


გოგონების გვამები მდინარის პირას დამარხულები აღმოაჩინეს.


image




3)სვეტლანა კიტოვა-რუსეთი


image


ფოტომოდელი და "მის მსოფლიო-1996" იყო რუსეთში № 1 ქილერის, ცნობილი კრიმინალის ალექსანდრ სოლონიკის საყვარელი, ახალ წელს გოგონა სოლონიკმა საბერძნეთში საკუთარ ვილაზე მიიწვია, მკვლელობის წინა ღამეს სვეტლანა დედას ელაპარაკა ტელეფონით და განუცხადა, რომ აქ ზღაპრული სილამაზეა, ულამაზესი ბაღით, შადრევნებით და სკულპტურებით..თავი სამოთხეში მგონიაო..ეს ბოლო სიტყვები წინასწარმეტყველურად აუხდა.

image

მეორე დღეს ვილას თავს დაეხა ორეხოვოს კრიმინალური ბანდა, ფოტომოდელის დანაწევრებული გვამი რამდენიმე თვის შემდეგ იპოვეს ტყეში.


image



4)მონიკა სპირი-ვენესუელა


imageმოდელი და მსახიობი. 2004 წელს გახდა მის ვენესუელა. 2006 წლიდან ის აქტიურად თამაშობდა სხვადასხვა ტელენოველაში.

2014 წლის 6 იანვარს მონიკა ყოფილ მეუღლესთან ტომას ჰენრისთან და შვილთან ერთად დასასვენებლად მიემგზავრებოდა.

image

მონიკასა და ტომასის ავტომობილი ტექნიკური გაუმართაობის გამო გაჩერდა. ავტომობილს ერთდროულად ორი საბურავი გაეხვრიტა. მალევე ადგილზე ორი ევაკუატორი მივიდა. ავტომობილი ერთ-ერთ სატვირთოზე ატვირთეს და სწორედ ამ დროს შეიაღარებული ბანდიტები გამოჩნდნენ.


მათი დანახვისთნავე ტომასი და მონიკა ავტომობილში ჩაიკეტნენ, რის შემდეგაც დამნაშავეებმა ცეცხლი გახსნეს. გამოძიების ვარაუდით, ერთ-ერთმა მათგანმა დამნაშავეებს წინააღმდეგობა გაუწია მას შემდეგ, როდესაც დამნაშავეებმა სცადეს მათი გაქურდა, რაც გახდა შემდგომში მათი მოკვლის მიზეზი. ისინი ადგილზევე გარდაიცვალნენ.


მონიკას ხუთი წლის ქალიშვილი მაია, რომელიც ფეხში იყო დაჭრილი. გადარჩა. გოგონა უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს.

image




5) ალექსანდრა პეტროვა-რუსეთი

image"მის რუსეთი-1996" და "მის ინტერნაციონალი-1997", კიდევ სამი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, ალექსანდრამ ისევე, როგორც სვეტლანა კიტოვამ ბედი კრიმინალურ ავტორიტეტს, კონსტანტინე ჩუვალინს დაუკავშირა, სწორედ 2000 წელს ორი კრიმინალური ბანდის სისხლიანი გარჩევის დროს, სადაც ჩუვალინიც მონაწილობდა, გოგონა ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა.

image

image
იხილეთ ასევე

2
2525
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2525
  
2017, 22 სექტემბერი, 11:47
გვანცა შერგელაშვილი?
2017, 21 სექტემბერი, 15:55
ალექსანდრ სალონიკი იგივე "საშკა მაკედონსკი" კვანტრიშვილის მოკვლის გამო იქნა მოკლული კრიმინალების მიერ...
0 1 2