x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
მამუკა გორგოძე ნატახტარის ახალ რგოლში - ერთად გავიმარჯვებთ!
image


“რაგბიმ მთელი საქართველო არაერთხელ გააერთიანა, ერთად დგომისა და ზეიმის ბევრი მიზეზი მოგვცა თავდადებული სანახაობითა და მორაგბეთა გამორჩეული სპორტსმენობით. ყველაზე მეტადს წორედ აქ ჩანს, რომ ძალა მართლა ერთობაშია, და გამარჯვების გუნდური სულისკვეთებაც ყველაზე ძლიერად ჩვენი ნაკრების თამაშებზე ფეთქავს.ზუსტად ამ გრძნობის გაცოცხლება გვსურს ჩვენი ახალი ვიდეო რგოლით, რადგან ნატახტრისთვის ერთად ყოფნა და მეგობრობა ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებებია. მამუკა გორგოძის საგმირო, შთამაგონებელი ამბის გადმოცემისთვის, ძალიან ბევრი ადამიანის შემოქმედებითი ენერგია გავაერთიანეთ, ბევრი გული ჩავდეთ, რათა მაყურებლის გულიც თამამად ავაძგეროთ. ჩვენ ერთად ვართ, ეს არის მთავარი და ერთად კიდევ ბევრჯერ გავიმარჯვებთ! “ -გვესაუბრა ლუდი ნატახტარის ბრენდმენეჯერი ანა ქარჩავა





კონცეფციის შემუშავება და აღსრულება კრეატიულ სააგენტო Leavingstone-ს ეკუთვნის, რეჟისორი NannoJiskoot და ოპერატორი Tibor Dingelstad ჰოლანდიიდან მოვიწვიეთ, ეფექტებზე ლევან ლაფაჩმა და მისმა Halfpace Studio-მ იმუშავეს. ქართული რაგბისა და ქართველთა გამარჯვების არაოფიციალური ჰიმნი, ჯანსუღ და მამუკა ჩარკვიანების დაუვიწყარი სიმღერა “თავისუფლება” ეპოქალურ საბრძოლო მარშად აქციეს ბესოკაჭარავამ დაზვიად მღებრიშვილმა (Post Red Audio, თბილისი).


იხილეთ ვიდეო:




(R)


2
99
11-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
99
  
2017, 21 სექტემბერი, 12:01
დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს.
2017, 21 სექტემბერი, 11:32
კარგი რაგბისტი და კიდევ უკეთესი ქართველი...
0 1 2