x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134518
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
ანდრეი მაკარევიჩი:"სად იცავდა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს? ავღანეთში? საქართველოში? უკრაინაში?- კალაშნიკოვს ძეგლი დაუდგეს

imageსამიოდე დღის წინ მოსკოვში, ქალაქის ცენტრში გაიხსნა მიხეილ კალაშნიკოვის და მისი "ნაშიერის", АК-47 ძეგლი, რომლის ავტორი არის სკულპტორი სერგეი შერბაკოვი.


ძეგლი გაიხსნა მოსკოვში, იარაღის შესახვევში, რაც ადგილობრივი ქუჩის მაცხოვრებლებისთვის დიდი მოულოდნელობა იყო.მათ და ქალაქის სტუმრებს უამრავი კითხვები გაუჩნდათ.


მათი აზრით, უზარმაზარი 7 მეტრიანი სიმაღლის(კვარლცხბეკით) მონუმენტი ქუჩის და ქალაქის იერსახეს ამახინჯებს.


image




კალაშნოკივის ძეგლს სოციალური ქსელით გამოეხმაურა ცნობილი როკ-მუსიკოსი, ჯგუფ "მაშინა ვრემენის" ლიდერი ანდრეი მაკარევიჩი:


"კარგი, კალაშნიკოვის ძეგლი, დაე იყოს რაიმე ჩვენთვის, რითაც ვიამაყებთ.თუ მოვითვლით რამდენი ადამიანი არის მოკლული ამ იარაღით, მილიონებს მივიღებთ(ისე საინტერესოა, ფაშისტებთან ომს ვერ მოუსწრო АКМ-მა, გვიან გამოჩნდა, ასე, რომ სად იცავდა ჩვენი სამშობლოს საზღვრებს?ავღანეთში? საქართველოში? უკრაინაში?აფრიკაში?)

კარგი, ძეგლი კალაშნიკოვს, მაგრამ რატომ ასეთი უსახური, მახინჯი სკულპტურა? საბჭოთა პერიოდშიაც კი ვერ გაივლიდა ეს კერპი სამხატვრო საბჭოს, ჩვენ კი ამით ვამახინჯებთ ჩვენს ქალაქს და თავს ვირცხვენთ მთელს მსოფლიოში?"


image

კალაშნიკოვის ძეგლი გააკრიტიკა მომღერალმა სერგეი ლაზარევმაც:


"არ შემიძლია გავჩუმდე..ამაზრზენია, დადგა ქალაქი ცენტრში ასეთი ძეგლი.ადამიანი ავტომატით ხელში!მთლიანად მთავრობა ასე ზრუნავს ჩვენი ბავშვების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მუდმივად შემოაქვთ ახალი აკრძალვები და აქვე კალაშნიკოვის ძეგლს დგამენ ავტომატით ხელში!რას ვასწავლით ბავშვებს? იომონ? ეს ნორმალური სურათია?


იქვე ლაზარევი დასძენს:"ჩვენ ვამაყობთ ისეთი გამოგონებით, როგორიც კალაშნიკოვის ავტომატია და არავინ არის წინააღმდეგი მიხეილ კალაშნიკოვის ძეგლი დაუდგან, მაგრამ არა მოსკოვის ცენტრში და ისიც არა ასეთი უსახური ძეგლი!!!"

image

image

2
173
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
173
  
2017, 21 სექტემბერი, 11:36
კაცი ყოფილხარ მაკარევიჩ...
2017, 21 სექტემბერი, 10:08
მაკარევიჩ, ყოჩაღ, შენ!!
0 1 2