x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508440
შენ შეიძლება აღარ გიყვარდე....
შენ შეიძლება აღარ გიყვარდე, მაგრამ მაინც იარსებებს რაღაც გრძნობა, რომლის გამოც შენ მე ყოველთვის მოგენატრები..

imageშენ დაივიწყე, რომ მე ის გოგო ვარ, რომელიც ერთ დროს სიგიჟემდე შეიყვარე..

"შევიყვარე არა, ეხლაც მიყვარსო"

თუმცა ძნელია დაიჯერო...


ადრე ყოვოველთვის ამჩნევდი, რა ფერის ლაქი მესვა, ახლა კი იმასაც ვეღარ ამჩნევ, რომ ბოლო სამი თვეა ფრჩხილებზე ლაქს საერთოდ აღარ ვისვამ...

ადრე ყოვოველთვის აღნიშნავდი და მოგწონდა ჩემი მუქი შინდისფერი ტუჩსაცხი, ეხლა კი აღარც მახსოვს ბოლოს როდის შემოხედე ჩემს ფერდაკარგულ ტუჩებს...

ადრე მოგწონდა ჩემი ხვეული თმები, რომელსაც ყოველ დღეს ჯიუტად ვისწორებ შენს გასაბრაზებლად, მაგრამ ამასაც ვეღარ ამჩნევ...

ადრე არასდროს გავიწყდებოდა ჩემთვის გეთქვა "მიყვარხარ" ახლა კი...

ადრე ყოველთვის გქონდა დრო, ჩაგეკიდა ჩემთვის ხელი და წაგეყვანე შენს მეგობრებთან ერთად სასეირნოდ, არადროს გავიწყდებოდა იმის აღნიშვნა, რომ მე შენი ცხოვრების აზრი ვიყავი...ახლა კი სახლში დარჩენას ამჯობინებ...

ადრე შეგეძლო ჩაგედინა ყველა სიგიჟე და ახლა კი პასუხია გავიზარდეთო..

არ მინდა გავიზარდოთ თუ გაზრდა იმას ნიშნავს, რომ სიყვარული უნდა გაუფერულდეს და გახდეს მოსაწყენი....

ისიც ვიცი, რომ ისე ვერასდროს დამივიწყებ, რომ არ გახსოვდე...

ესეთია ჩვენი წარსული და აწმყო...

და როგორი იქნება მომავალი?

მე თანახმა ვარ თავიდან სულ თავიდან შეგიყვარო....

"მოდი დავარღვიოთ წესი, ყელში ამოვიდა რადგან...მე შენ გიყურებ და ვხვდები როგორ მიყურებ და მკარგავ..."

პ.ს მიხვდება, ვისაც ეძღვნება...

სიყვარულით, ინტერ-გოგონა

0
122
6-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0