x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
3 შვილის დედა 6 ბავშვზეა ფეხმძიმედ
სამი შვილის დედა, მას შემდეგ რაც მეოთხე ბავშვზე მუცელი მოეშალა, ცოტა ხანში მიხვდა, რომ ისევ ფეხმძიმედ იყო. ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგი კი მთელი ოჯახისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.

image


ერიკ და კორტნი უოლდროპები, აშშ-ის ქალაქ ალბერტვილიდან, ჯერ კიდევ სკოლის ასაკიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს. ახლა ისინი დაქორწინებულნი არიან და 3 შვილიც ყავთ, რომელთაგან ორნი ტყუპები არიან. ცოტა ხნის წინ კორტნი მეოთხე ბავშვზე იყო ორსულად, მაგრამ მუცელი მოეშალა და წყვილმა გადაწყვიტა სანამ არ იმკურნალებდნენ, ბავშვის გაჩენაზე არ ეფიქრათ. რამდენიმე კვირის შემდეგ კი კორტნი მიხვდა, რომ ისევ ორსულად იყო, ხოლო ულტრაბგერითმა გამოკვლევამ კი 6 ჯანმრთელი ემბრიონის არსებობა უჩვენა.

image



პირველი, რაც წყვილმა იფიქრა-შესძლებდა თუ არა კორტნი მრავალნაყოფიანი ორსულობის მშვიდობიანად გადატანას და მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა იყო, მაგრამ ბედს მალევე შეურიგდნენ.

“როცა მოვისმინეთ როგორ ფეთქავდა 6 პატარა გული, ყველაფერი შეიცვალა, ჩვენ ღმერთს მივენდეთ"-ამბობს ერიკი.

წყვილი ბლოგს აწარმოებს ფეისბუქის ქსელში და საკუთარ გამომწერებს ულტრაბგერითი გამოკვლევის, ერთი შეხედვით დაუჯერებელი სურათიც კი გაუზიარეს.

image


კორტნი ცდილობს რაც შეიძლება მეტი კალორია მიიღოს, პატარები სწრაფად იზრდებიან და მისი მუცელიც თვალსა და ხელს შუა იზრდება.

“ილოცეთ, რომ მადა მქონდეს და იმდენი ვჭამო, რამდენიც თავის დღეში არ მიჭამია."-წერს კორტნი.


“ყველაზე რთული წინაა"-თვლის მომავალი დედა-“ვლოცულობ, რომ ისეთივე ჯანმრთელები დარჩნენ, როგორც ახლა არიან. იმედი მაქვს შევძლებ მათ შენარჩუნებას და ჯანმრთელები დაიბადებიან."



0
222
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0