x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ახალი დაწყებული სასწავლო წელი და უკვე 8 ქვეყნიდან შემოთავაზებული კონკურსი. მცხეთის ქორ. ანსამბლი როკვა
image
მცხეთის კულტურის სახლის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა "როკვა" ახალი სასწავლო წელი უამრავი სიახლით დაიწყო.

ახალი სარეპეტიციო დარბაზი (რომელიც პასუხობს ევრო სტანდარტებს), განახლებული სარეპეტიციო ფორმები, გაძლიერებული და დატვირთული ფიზიკური ვარჯიშები, რომელიც შექმნილია 3 ასაკობრივ კატეგორიაზე და ა.შ.

"როკვა"ს მთავარი კოლექტივი (საკონცერტო ჯგუფი) უკვე აქტიურად ემზადება კონცერტებისთვის. ანსამბლი ივსება ახალი მოცეკვავეებით, როგორც ანსამბლის ქორეოგრაფი ბ.გიორგი პატაშური აცხადებს: "როკვა" კვლავ გააგრძელებს იმ გზას, რასაც ათეული წლებია ემსახურება, ჩვენ შარშანდელ წლისგან განსხვავებით, რადიკალურად შევცვალეთ საკონცერტო ჯგუფის ფიზიკური დატვირთვა, მარტივად რომ ვთქვათ, რასაც ბიჭები გადიან ვარჯიშებს, მათ არ ჩამორჩებათ გოგოები. ჩვენ წინ გვაქვს ადგილობრივი 2 დღიანი ფესტივალი, რომელიც სექტემბრის ბოლოს ქალაქ მცხეთაში ჩატარდება, ოქტომბრის დასაწყისიდან კი "როკვა" სრულიად ახალ პროგრამაზე დაიწყებს მუშაობას, ეს იქნება ენერგიაზე, ძალაზე და მოდერნიზებულ ილეთებზე აგებული ცეკვები. განსხვავებული და ორიგინალური ნახაზებით და მუსიკალური გაფორმებით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდლობთ ჩვენს მცხეთას, ჩვენს მშბლებს და გულშემატკივრებს ყოველ კონცერტზე შევთავაზოთ სიახლე, შევთავაზოთ ის, რაც არ უნახავთ "როკვას"ს წინა სასცენო გამოსვლებში. მე წინა ინტერვუშიც მოგახსენეთ და ეხლაც ვიტყვი: ჩვენ არ ვებრძოლებით არავის, არც არავის ვთვლით კონკურენტებად მცხეთაში, მე 100% დარმწუნებული ვარ ჩემი მოცეკვავეების მონდომებასა და მზანდასახულობაში, ჩვენი მიზნის ასრულებას და სცენაზე განვახორციელებთ. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და პერსონალურად მადლობას მოვუხდი ქ.მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და სპორტის გაერთიანების დირექტოს ქ/ნ შორენა არჯევანიძეს ჩვენი პირობების გაუმჯობესებისთვს - აცხადებს ჩვენთან საუბარში ანსამბლ "როკვა"ს ქორეოგრაფი.

მცხეთის კულტურის სახლის ქორეოგრაფიულ ანსამბლს "როკვა" უკვე 8 ქვეყნიდან აქვს შემოთავაზება, რომ მიიღოს მონაწლეობა კონკურსებსა და ფესტივალებში. თუ რომელ ქვეყანას ან კონკურს აირჩევს ანსამბლი "როკვა" ამ ინფორმაციას ქორეოგრაფი ასაიდუმლოებს, თუმცა კონკრეტული მიზნები მათ უკვე ჩამოყალიბებული აქვთ.


წარმატებებს ვუსურვებთ მცხეთის ქორეოგრაფიულ ანსამბლ "როკვა"ს, ხელმძღვანელს ქ/ნ ნინო იმერლიშვილს და ქორეოგრაფს ბ/ნ გიორგი პატაშურს. ესახელებინოთ ქალაქი მცხეთა და სრულიად საქართველო.image

0
46
3-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბასილაშვილი
ნინო ბასილაშვილი
46