x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ფსიქოლოგიური არქეტიპები იაპონურ კულტურაში
იაპონურ კულტურაში არსებობს სპეციფიკური სისტემა, არქეტიპების სისტემა, რომლებიც შემუშავებულია ნაწილობრივ იუნგის, ნაწილობრივ ფროიდის, ხოლო ნაწილობრივ იაპონელი ფსიქოლოგებისა და ხელოვნების ნაშრომების საფუძველზე.

იაპონურ კულტურაში არის რამოდენიმე ფსიქოლოგიური არქეტიპი.

ეს არქეტიპები კარგად გამოიყენეს იაპონელმა ანიმატორებმა. შეიმუშავეს მთელი რიგი პერსონაჟები.

უმეტესად ეს ტიპაჟები გამოიყენება გოგონებთან მიმართებაში.


ფსიქოლოგიური ტიპაჟებიფსიქოლოგიური ტიპაჟები 2მოე – ფსიქოლოგიური ტიპაჟი, არქეტიპი, რომელსაც ახასიათებს ზედმეტე სინაზე, სისუსტე, ამ ტიპის ადამიანები არიან ძალიან საყვარლები, ნაზები, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სუსტები, მუდმივად უკანკალებთ ხმა და უჭირთ ადამიანებთან ურთიერთობა, არიან მშიშრები.

მოე 1ცუნდერე – ადამიანი, რომელსაც ახასიათებს ხასიათის პერმანენტული ცვლილებები. ამ ტიპის ადამიანს ჩვეულებრივ არ შეუძლია შეინარჩუნოს ემოციურ პლანში ოქროს შუალედი. ის ხან აღრენილია და ხანაც სიყვარულითაა სავსე. ასეთები ერთ მომენტში ბრაზიანები უყვირიან იმათ ვინც უყვართ ან ზოგადად ადამიანებს, ხოლო მეორე მომენტში სინაზისგან და სიყვარულისგან დნებიან.

ცუნდერეიანდერე – ადამიანი, რომელიც არის მოსიყვარულე და კეთილი, მაგრამ საყვარელი ადამიანის დასაცავად მზად არიან თუნდაც ნახევარი მსოფლიო დახოცონ და ყველაფერი მოსპონ. ისინი არიან საშინლად აგრესიულნი როცა ვინმე მათ ან მათ საყვარელ ადამიანს ემუქრება.
იანდერე 1იანდერე 2იანდერე 3დანდერე – ადამიანი, რომელიც არის ძალიან ნაზი და არ შეუძლია თავისი გრძნობების გამოვლენა. მათ არ შეუძლიათ საყვარელ ადამიანს უთხრან სიმართლე გრძნობების შესახებ. ჰგვანან "მოეს", მაგრამ მათგან განსხვავებით ნერვიულობენ როცა უნდათ საკუთარ ემოციებზე საუბარი საყვარელ ადამიანთან. თუმცა გაბრაზებული დანდერე საზარელია.

დანდერეკუდერე – ადამიანი სერიოზული და გულჩათხრობილი, ჭკვიანი, განათლებული, თითქმის ნებისმიერ სიტუაციაში არის მშვიდი, მისი ჭკუიდან გადაყვანა თითქმის შეუძლებელია. ეს ადამიანი არის შესანიშნავი ფსიქოლოგი, რომელსაც ნებისმიერის დამშვიდება შეუძლია. არ უყვარს ბევრი ქაქანი. უყვარს სიჩუმე.
კუდერეიანგირე – ტიპიური სადისტი, რომელსაც უბრალოდ სიამოვნებს სხვისთვის ტკივილის მიყენება. უყვარს სხვების ცემა და მკვლელობები. არის საზარელი მოძალადე. ასეთთან ურთიერთობა არაა სასურველი.

იანგირე 1იანგირე 2

0
79
5-ს მოსწონს
ავტორი:ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
ლიბერტარიანელი ნიჰილისტი
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0