x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
მოდის ახალი ტენდენცია - ჩაიცვი და შეიფერე
მსოფლიო ეკონომიკის ერთ-ერთ მამოძრავებელ და ყველაზე მაღალ შემოსავლიან ბიზნესად, მოდის სამყაროს მოიაზრებენ, თუმცა ცოტას თუ აქვს, იმის შესაძლებლობა, რომ ფეხი აუწყოს მსოფლიო ტენდენციებს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ისეთ უცნაურ სამოსს, როგორსაც ავანგარდისტები ქმნიან, ზოგიერთმა მართალია მატარეალურად არა, მაგრამ იდეურად აუწყო ფეხი.



1. მოდა ბრუნავს! ეს გამოთქმა ხშირად გვსმენია, თუმცა არ მეგონა, თუ რომელიმე დიზაინერი პირდაპირ გაიგებდა და ამ დიზაინის კაბას შექმნიდა. ვფიქრობ, რომ ძალიან პრაქტიკული და მოსახერხებელი კაბაა მოდის საბრუნავად.

image


2. „ უკანაც თვალი აქვსო „ ასე იტყვიან გადამეტებულ ცნობისმოყვარეობის მქონე ადამიანზე, რომელსაც კონტროლზე აქვს ირგვლივ ყველაფერი. სტილისტების დიდი მუშაობის შემდეგ შეიქმნა ვარცხნილობა" სდექ! მე მაინც გხედავ".



image


3. . „გამარჯვებული პატარძალი“ ეს ის შემთხვევაა, როდესაც გოგონამ ქორწილამდე ბევრი იბრძოლა და მისი ცხოვრებისეული კრედოდან გამომდინარე, არავითარ შემთხვევაში არ დაუთმობს მეუღლეს სხვა ქალს. საქორწინო კაბა აღჭურვილია მსხვილი კალიბრის საბრძოლო მასალისგან, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სიძის შენარჩუნებას ქორწილის განმავლობაში. ასევე კარგად გამოიყენება დედამთილის კონტროლზე ასაყვანად. დიზაინერებმა ამ კაბის შექმნისას, ქორწილზე პატარძლის ფიზიკური კომფორტის გარდა, სულიერი სიმშვიდის აუცილებლობაც გაითვალისწინეს.


image


4. „ჩემო ჩიტუნია“ დიზაინერებმა, არც ეჭვიანი ქმრების გემოვნება და მოთხოვნილება დატოვეს უყურადღებოდ და შექმნეს შესანიშნავი, ულამაზესი და კომფორტული კაბა, რომელიც დიდ ადგილს არ იკავებს და ქალს გამუდმებით გალიაში აგრძნობინებს თავს. ეჭვიანო ქმრებო! ეს ხომ ბედის საჩუქარია?!


image



5. არც ეჭვიანი ცოლები დარჩათ უყურადღებოდ. წლევანდელ წელს, ძალიან საინტერესო ტენდენციაა ამ მიმართულებით, რადგან დიზაინერებმა ვერაფერი საინტერესო შექმნეს და პოდიუმზე პირდაპირ ეჭვიანი ცოლი წარმოადგინეს.


image

6. . „უსაფრთხო გადაადგილება და უჩინარობა“ აუცილებელი პირობაა იმ ქალებისთვის, ვინც დაოჯახებულია და სხვა პარტნიორი ყავს. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის ზამთრის კოლექციიდან ყურადღება მიიქცია სამოსმა, რომელიც ლამაზია და აბსოლუტურად უსაფრთხო, რადგან ამ სამოსში პრაქტიკულად შეუძლებელია მოახდინოთ პიროვნული იდენტიფიცირება. ყველაზე მოთხოვნადი სწორედ ეს სამოსი აღმოჩნდა.


image

7. „მე ვიცი ქალი კუხნაში“ ასეთი გამოთქმები ხშირად გვხვდება ქართულ რეალობაში და ქალბატონებო! სწორედ თქვენთვის და თქვენი კომფორტისთვის შეიქმნა ფეხსაცმელი. თუ გაბედეთ და დატოვეთ სამზარეულო ნუ შეგეშინდებათ! თქვენ ამ ფეხსაცმელის ტარებისას მუდმივად გექნებათ განცდა, რომ თქვენ ჩვეულ გარემოში ხართ და არც მეუღლე დაგრჩებათ ნაწყენი, რადგან სწორედ მათი გემოვნებით შექმნეს დიზაინერებმა ქალის ახალი და გემრიელი ფეხსაცმელი.



image



8. კაბა უბრალოდ ბოღმისგან გავსკდები


image

9. ქალებს, რომლებსაც სავინტილაციო სისტემა არ აქვთ ან უბრალოდ მეუღლეს არ სურს შეაკეთოს, თავად ითავსებენ როლს.



image



10. და ბოლოს მოდის შემქმნელებმა გაითვალისწინეს იმ ქალების მოთხოვნები, რომლებიც თვლიან, რომ ოჯახი ტაძარია და მას უნდა აღმერთებდეს კაცი. ოჯახის სიწმინდე ქალისგან მოდის და ის უნდა იყოს სპეტაკი და წმინდა. სწორედ ამის გამოხატულებაა, საქორწინო კაბა, რომელიც მზადაა რიტუალის ჩასატარებლად.

image




















4
199
14-ს მოსწონს
ავტორი:ellen murani
ellen murani
199
  
2017, 18 სექტემბერი, 19:31
მესმის, საინტერესო და სახალისო სტატიაა...
2017, 18 სექტემბერი, 18:57
ვააჰ კარგი იყო..საბურავი ვიდეოთვალმა და ბოღმამ დაგლიჯა
2017, 18 სექტემბერი, 18:45
ინტერპრეტაციები მე გავაკეთე, თუმცა მოდელები ძალიან საინტერესო და არაორდინალურია :)
2017, 18 სექტემბერი, 18:36
გლობალურმა ფსიქიურმა აშლილობამ მოიცვა მსოფლიო :)))
0 1 4