x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
,,ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ აქტებზე"-რა განმარტებას აკეთებს ირაკლი კაკაბაძე ბანკში მომხდარი ინციდენტის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაზე
image


რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ბანკში მომხდარი ინციდენტის შემდეგ, როცა ბანკზე თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ირაკლი კაკაბაძე მომხდარს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა: “საქართველოს მძარცველ საბანკო სისტემასთან ბრძოლაში გმირულად დაიღუპა ჩვენი ორგანიზაციის წევრი. სამძიმარს უცხადებთ მის ოჯახს და პირობას ვიძლევით ახლავე რომ ბრძოლა გაგრძელდება, მანამ, სანამ საქართველოში ხალხის უბედურების ხარჯზე გამდიდრებული ყველა ბანკი არ დაცარიელდება და მათი მიტაცებული ფული ისევ ხალხს არ დაუბრუნდება. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ აქტებზე და ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს საბანკო მონობისგან განთავისუფლებისთვის.
ორგანიზაცია 'მწვანე პანტერა' "


მოგვიანებით ირაკლი კაკაბაძემ თავის პოსტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა:



“რატომ ვიღებ პასუხისმგებლობას
და
'მწვანე პანტერის' მოკლე ისტორია
ამ დღეებში მომხდარი ტრაგედიების შემდეგ მე გავაკეთე განცხადება რომ პასუხისმგებლობას ვიღებ ბოლო ხანებში საქართველოში მომხდარ ყველა ბანკში შეჭრის მოვლენაზე და თანაგრძნობას ვუცხადებ ყველა ტრაგიკულად დაღუპულ საბანკო და სამევახშეო ტერორის მსხვერპლს. სიმართლე გითხრათ - ეს ნაწილობრივ ემოციური განცხადებაც იყო კიდევ ერთხელ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ. და ამაზე თავის მართლებას არც ვაპირებ - ადამიანი ემოციური არსებაა და ასეთ ტრაგედიებს თუ ემოციურად არ გამოვეხმაურეთ, მაშინ ვერანაირი 'წმინდა გონება' ვერ გვიშველის. დიახ, ეს იყო და არის ემოციური პასუხი იმ თითქმის ყოველდღიურ ტრაგედიებზე, რომელშიც დღეს ჩვენ აღმოვჩნდით.
რატომ ვიღებ პასუხისმგებლობას ბანკში შეჭრის აქტებზე? დიახაც, ყველა ნორმალურმა ადამიანმა უნდა აიღოს პასუხისმეგებლობა ამ აქტებზე, იმიტომ რომ მაინც ბოლოს და ბოლოს ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ის, რომ ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ადამიანებს თავის მოკვლა ან ბანკის გაძარცვა უხდებათ იმისათვის, რომ ღირსება გადაირჩინონ. თავისთავად არავის შეიძლება მოსწონდეს 'ძარცვა', როგორც აქტი - არცერთი შეგნებული ადამიანი არ არის ძარცვის მომხრე. მითუმეტეს მკვლელობის ან თვითმკვლელობის - ეს აქტები არის საშინელი აქტები. ძალადობაზე საზოგადოებამ მთლიანად უნდა თქვას უარი. მაგრამ, დღეს ჩვენს საზოგადოებაში არის გამეფებული საშინელი ეკონომიკური და სტრუქტრული ძალადობა, რომელიც ამდენ ადამიანს აუბედურებს და ღირსებას ართმევს. საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ასეთი სიღატაკე და სიდუხჭირე. მილიონ ადამიანამდე უსახლკაროდ რჩება - და ჩვენ არაფერს ვაკეთებთ ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად. ასეულობით ბავშვი დღეს საქართველოში შიმშილით კვდება - და ჩვენ ჩვენს ნაჭუჭში ვიმალებით და არ ვიმჩნევთ იმას რომ ჩვენც მკვლელები ვართ, როცა ამ საშინელებას გულგრილი თვალებით ვუყურებთ. სწორედ ამიტომაც - დიახაც ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ყველა ამ აქტზე. საბანკო და სამევახშეო სექტორი ძალიან დიდ მოგებას ხსნის - მოგება კი ფუფუნებაა. როდესაც საზოგადოება ერთეულების ფუფუნების გამო ათასობით ადამიანს ამშევს და აუბედურებს - ის მთლიანად პასუხისმგებელია ამ ძალადობაზე. დიახ, ესეც ძალადობაა.
რაც შეეხება 'მწვანე პანტერას' - ეს ორგანიზაცია 1980-იანი წლებიდან არსებობს. ის თავიდანვე უპირისპირდებოდა ადამიანის უფლებების დარღვევებს და იბრძოდა სოციალური სამართლიანობისთვის. ჩვენ იმ დროს გვქონდა ხელნაწერი სამიზდატი ჟურნალი, რომელსაც ვუშვებდით წელიწადში რამდენჯერმე. გვქონდა აგრეთვე არაფორმალური საზოგადოება, რომელიც ლიტერატურას კითხულობდა და ავრცელებდა. ამ საზოგადოებაში ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. დიახ, 'მწვანე პანტერა' იყო საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც ალიკა ფარცხალაძესთან, კოკი ჭანიშვილთან, სერგი მოისწრაფიშვილთან, ზუკა საკანდელიძესთან და ჩვენს სხვა მეგობრებთან ერთად დავაარსეთ. მაშინ, ნიღბებაფარებულები დავდიოდით თბილისის ქუჩებში და წარწერებს ვაკეთებდით: 'თავისუფლება საქართველოს' - წაღმა და უკუღმა - და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ვატარებდით 'ექსპროპრიაციულ სამუშაოებს' - რომლის იდეას წარმოადგენდა მდიდარი საბჭოთა ნომენკლატურის ჯიბეებიდან ქონების შედარებით ღარიბი კლასისთვის გადაცემა. და ყველაზე მეტად ძალადობას მივუახლოვდით მაშინ, როდესაც მაშინდელი კგბ-ს სასადილოს გარეთ, ძერჟინსკის ქუჩა ნომერ 22-ის სხვენიდან, გამოსულ თანამშრომლებს უკანალში უწყინარ ტირის თოფებს ვესროდით მე და იმ სახლში მხცოვრები ჩემი მეგობარი, გიორგი მარგველაშვილი. ამ ღონისძიებებმა რამდენჯერმე წარმატებითაც ჩაიარა - მაგრამ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შემდეგ ერთ-ერთი უშიშროების წევრს ისე ეტკინა და ისე დაიწყო ყვირილი, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ რომ ძალადობაზე საერთოდ უარი გვეთქვა. ისე, კი იმსახურებდა საბჭოთა უშიშროება უკანალში ტირის თოფს - მაგრამ მაინც უარი ვთქვით 1987 წელს მეც, მარგველამაც, ალიკა ფარცხალაძემაც, გიგუმაც, და ჩვენი ორგანიზაციის სხვა წევრებმაც ამ პრაქტიკაზე.
ეს ორგანიზაცია დიდი ხნის განმავლობაში არ იყო აქტიური. და ახლა თუ პასუხისმგებლობა ავიღეთ საზოგადოებაში არსებულ საშინელ მდგომარეობაზე, ეს იმიტომ რომ ჩვენც ამ საზოგადოების წევრები ვართ და სანამ ეს საბანკო ტერორი არ შეწყდება და ჩვენც პასუხისმგებლები ვართ ამაზე. მე არ ამ ორგანიზაციის ერთადერთი გაცხადებული წევრი ვარ დღეს. და იმედი მაქვს რომ ის პრობლემები, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მოგვარდება.
ეს ძალადობა კი უნდა შეწყდეს - რასაც ჰქვია სტრუტურული ძალადობა საზოგადოებაზე, რომ ადამიანები ასე აღარ დაიღუპონ.
ხელისუფლებას კი ჩვენ ვთავაზობთ, რომ ვითანამშრომლოთ - და ერთად გამოვასწოროთ ეს მდგომარეობა. ამის გაკეთება შესაძლებელია. იმის მაგივრად, რომ ჩვენ ტერორისტებად გამოგვაცხადონ და რაღაც აბსურდული ბრალდებები გააკეთონ, ვფიქრობ სჯობია რომ ჩვენთან ითანამშრომლონ კონფლიქტის პრევენციისთვის და თავიდან აცილებისთვის. ჩვენ ამ საქმეში სპეციალისტები ვართ. და ნამდვილად შეგვიძლია დავეხმაროთ ამაში".

0
179
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
179
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0