x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
როგორ მუშაობს გაერო?
imageგაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ანუ გაერო 1945 წელს შეიქმნა და მის წესდებას ხელი 50-მა სახელმწიფომ მოაწერა.

ორგანიზაციის წინამორბედად ერთა ლიგა მიიჩნევა, რომელიც ეფექტური მუშაობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა და რომელმაც 1946 წელს თვითლიკვიდაცია გამოაცხადა.

თუ ერთა ლიგის მუშაობის მთავარი არეალი ევროპა იყო, გაერო მთელ მსოფლიოში ახორციელებს სამშვიდობო ოპერაციებს.

image



გაეროში ამჟამად 193 ქვეყანაა გაერთიანებული, საქართველოც მის შემადგენლობაშია 1992 წლიდან.

image


ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ნიუ-იორკში, ასევე ჟენევაში, ვენაში და კენიის დედაქალაქ ნაირობში.

image


გაეროს შემადგენლობაში თავიდან 4 მუდმივი წევრი სახელმწიფო იყო: სსრკ, აშშ, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთი, მოგვიანებით საფრანგეთსაც მიენიჭა მუდმივი წევრის სტატუსი. ამ 5 ქვეყანას ვეტოს უფლება აქვს.

ორგანიზაციაში მიღებულია 6 სამუშაო ენა: ინგლისური, ფრანგული, ესპანური, რუსული, არაბული და ჩინური.


გაეროს მთავარი მიზნებია: საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება მსოფლიოში, ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარება, საერთაშორისო პრობლემების გადაჭრის საკითხში თანამშრომლობა ქვეყნებთან, ადამიანთა უფლებების გავრცელების ხელშეწყობა.

image


გაეროში ფუნქციონირებს 6 მთავარი ორგანო:


✔გენერალური ასამბლეა

✔უშიშროების საბჭო

✔ეკონომიკური და სოციალური საბჭო

✔სამდივნო

✔საერთაშორისო სასამართლო

✔სამეუვეო საბჭო

image



✔გენერალური ასამბლეა


გენერალური ასამბლეა გაეროს მთავარი სათათბირო, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები და წარმომადგენლობითი ორგანოა. მასში შედის ყველა წევრი სახელმწიფოს წარმომადგენელი.

თითოეულ წევრს ერთი ხმის უფლება აქვს.

გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საერთაშორისო სიმშვიდე და უსაფრთხოება, ახალი წევრების მიღება ან ბიუჯეტის მართვა, მიიღება 2/3 ხმათა უმრავლესობით, დანარჩენ საკითხებზე კი - ხმათა უბრალო უმრავლესობით.

თუმცა, გენერალური ასამბლეის მიღებულ გადაწყვეტილებებს არ აქვს კანონის ძალა, ისინი მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს.

image


გენერალურ ასამბლეას მართავს გენერალური მდივანი, ამჟამად - ანტონიო გუტერესი.

ჩვეულებრივ, გენერალური ასამბლეის სხდომები იმართება ყოველი სექტემბრის მესამე ხუთშაბათს, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია საგანგებო სესიების მოწვევაც.

image


გენერალური ასამბლეა შედგება 8 კომიტეტისგან:


1. პირველი კომიტეტი (მუშაობს საერთაშორისო უსაფრთხოების და განიარაღების საკითხებზე)

2. მეორე კომიტეტი (მუშაობს ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებზე)

3. მესამე კომიტეტი (მუშაობს სოციალურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ საკითხებზე)

4. მეოთხე კომიტეტი (მუშაობს დეკოლონიზაციის საკითხებზე)

5. მეხუთე კომიტეტი (მუშაობს ადმინისტრაციულ და საბიუჯეტო საკითხებზე)

6. მეექვსე კომიტეტი (მუშაობს სამართლებრივ საკითხებზე)

7. გენერალური კომიტეტი

8. სამანდატო კომიტეტი (აწარმოებს უფლებამოსილების შემოწმებას)

image


✔უშიშროების საბჭო


უშიშროების საბჭო გაეროს ყველაზე ძლიერი უფლებამოსილების მქონე ორგანოა. მას ევალება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება მსოფლიოში, საფრთხის შემცველი სიტუაციების გამოძიება, საფრთხეების გაგება და შესაბამისად მოქცევა, სანქციების დაწესება, საჭიროების შემთხვევაში სამხედრო შეიარაღებული ძალის გამოყენება აგრესორის წინააღმდეგ, საერთაშორისო სასამართლოს მისაღები ახალი წევრებისთვის რეკომენდაციის გაწევა.

უშიშროების საბჭოში შედის 15 წევრი ქვეყანა, რომელთაგან 5 ვეტოს უფლების მქონე მუდმივი წევრია. მიღებულ გადაწყვეტილებებს კანონის ძალა აქვს, შეხვედრები კი ნებისმიერ დროს იმართება, როცა საერთაშორისო მშვიდობას საფრთხე ემუქრება.

image


✔ეკონომიკური და სოციალური საბჭო


ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს (ეკოსოსი) ევალება, ჩაატაროს გამოკვლევები ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე, ადამიანის უფლებებზე, ჯანდაცვაზე, ეკოლოგიაზე, კულტურაზე... ეკოსოსი რეკომენდაციებს აძლევს გენერალური ასამბლეის წევრებს და იღებს მათგან ანგარიშებს, რომლებსაც უშიშროების საბჭოს აბარებს.

ეკონომიკური და სოციალური საბჭო 54 წევრისგან შედგება, რომელთა 1/3 ყოველწლიურად გადაირჩევა. წევრი ქვეყნების არჩევა ხდება გეოგრაფიული განლაგების მიხედვით. აუცილებელია, ქვეყნები იყვნენ აფრიკიდან, აზიიდან, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპიდან, ამერიკიდან და კარიბის ქვეყნებიდან.

ეკოსოსის პრეზიდენტი ირჩევა ერთი წლის ვადით, ამჟამად ის მარი ჩათარდოვაა.

ეკოსოკი თანამშრომლობს გაეროს სპეციალიზებულ დაწესებულებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

image


✔სამდივნო


სამდივნოს მსოფლიო მასშტაბით 43 000 წევრი ჰყავს, ისინი ახორციელებენ ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობას. სამდივნოს ხელმძღვანელობს გენერალური მდივანი, ამჟამად - ანტონიო გუტერესი.

სამდივნოს ევალება სამშვიდობო ოპერაციების მართვა, საერთაშორისო დავებში მედიაცია, სიტუაციის განმუხტვა, საერთაშორისო კონფერენციების მოწყობა და დოკუმენტების გადათარგმნა გაეროს სამუშაო ენებზე.

image


✔საერთაშორისო სასამართლო


გაეროს საერთაშორისო სასამართლო შედგება 15 მოსამართლისგან, რომლებიც 9 წლით არიან არჩეულები გენერალური ასამბლეისა და უშიშროების საბჭოს მიერ. არ შეიძლება, მის შემადგენლობაში ერთდროულად ერთი ქვეყნის ორი მოქალაქე იყოს. საერთაშორისო სასამართლოს ადმინისტრაციული ორგანოა რეგისტრატურა. სასამართლო მდებარეობს ჰააგაში.

image


✔სამეურვეო საბჭო


სამეურვეო საბჭო იმისთვის დაარსდა, რომ კოლონიებზე და დამოკიდებულ ტერიტორიებზე ეზრუნა, სანამ დამოუკიდებლობას მოიპოვებდნენ. დღესდღეობით საჭიროებას აღარ წარმოადგენს, რადგან, ასე თუ ისე, ქვეყნების უმრავლესობას ჰყავს მმართველი. ამიტომ, გაეროს სამეურვეო უკანასკნელი ქვეყნის - პალაუს - დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სამეურვეო საბჭო უმოქმედოა.

image


გაეროს სისტემაში ასევე შედიან დამხმარე ორგანოები და სპეციალიზებული დაწესებულებები და ავტონომიური საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, მსოფლიო საფოსტო კავშირი, სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, აფრიკის კავშირი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია, გაეროს ბავშვთა ფონდი და სხვა.

image

1
1097
8-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
1097
  
2018, 14 აპრილი, 8:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1