x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
18 წლამდე 7-კაცა გერმანიიდან დაბრუნდა!!! მიღო გუნდმა ის შედეგი რასაც ელოდა?!

imageსაქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები გერმანიიდან დაბრუნდა, სადაც ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა და მე-7 ადგილი დაიკავა.

საქართველოს რაგბის ეროვნული აკადემიის დირექტორი და გუნდის მწვრთნელი ზაზა ლეჟავა, ჰაიდელბერგში ნაჩვენები შედეგით და თამაშის ხარისხით კმაყოფილია. რადგან საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა უმეტესობა კონკურენტი გუნდის მორაგბეებზე ერთი წლით უმცროსი იყო, ის დარწმუნებულია, რომ გაისად 18-წლამდელთა 7-კაცა უფრო მაღალი ადგილისთვის იბრძოლებს

„საქართველო 18-წლამდე მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად თამაშობდა და მიღწეული შედეგით, ასევე თამაშის ხარისხით, კმაყოფილი ვარ. იყო პატარ-პატარა ტაქტიკური და ტექნიკური შეცდომები, რის გამოც ირლანდიას, ინგლისს და პორტუგალიას ვერ მოვუგეთ, თუმცა ეს გამოსწორებადია. ჩვენ გვყავდა 2000 წელს დაბადებული ყველაზე მეტი მოთამაშე, რომლებსაც ამ ტურნირზე გაისადაც შეეძლებათ თამაში. მათ მიიღეს უდიდესი გამოცდილება და 1 წლის შემდეგ კიდევ უფრო წინ წავალთ. 7-კაცა სისწრაფეზე მუშაობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა და მის განვითარებაზე აუცილებლად უნდა ვიფიქროთ“.

18-წლამდელთა 7-კაცას მთავარი მწვრთნელი ფიქრობს, რომ ჰაიდელბერგში მეტის მიღწევაც შეიძლებოდა:

„პირველი მატჩი ევროპის ჩემპიონ ირლანდიასთან გვქონდა, ბიჭებმა მღელვარება ვერ გადალახეს და ამის გამო ვერ მოვიგეთ. მეორე ტაიმში გამოჩნდა, რომ მათთან თამაში და მეტის მიღწევა შეიძლებოდა. გერმანიას კარგი გუნდი ყავდა, მან ირლანდია დაამარცხა, თუმცა ჩვენ ეს შეხვედრა კარგად ჩავატარეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ტურნირზე საუკეთესო შეხვედრა ინგლისთან გვქონდა, განსაკუთრებით პირველი ტაიმი. მეტოქეს თითქმის 6 წუთი ბურთი არ მივეცით, მაგრამ შეხვედრის მიწურულს რამდენიმე შეცდომა დავუშვით და სამწუხაროდ, დამატებით დროში არ გაგვიმართლა. ამ მარცხის შემდეგ, პორტუგალიასთან განწყობის შექმნა გაგვიჭირდა და თამაში ფაქტობრივად 0:19-იდან დავიწყეთ. კარგი ის იყო, რომ დაბრუნება მოვახერხეთ, თუმცა ბოლოს ლელო მივიღეთ“.

18-წლამდელთა 7-კაცა ევროპის ჩემპიონატზე გაისადაც ითამაშებს. მანამდე, 2018 წლის მაისში, გუნდს ახალგაზრდული ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირი ელის და იქ საქართველო უკვე გამოცდილი გუნდით წარსდგება.

„გერმანიაში კარგად ორგანიზებული, მაღალი დონის ტურნირი ვითამაშეთ. იმ შემადგენლობიდან, რომლითაც ჰაიდელბერგში ვიყავით, 8 მოთამაშეს გაისადაც შეეძლება თამაში. 7-კაცა სპეციფიური თამაშია, აქ მეტი სივრცეა და მათი გამოყენება უნდა ვისწავლოთ. ფიზმომზადებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სწორი გადაწყვეტილების მიღებას. პრობლემა ისაა, რომ ამ ბიჭებს მცირე დროში უწევთ 15-კაცადან 7-კაცაზე გადმორთვა, სადაც სულ სხვა სისწრაფეებია.

გაისად ორი ოფიციალური ტურნირი გველის. შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატი გვიწევს, მანამდე კი, მაისში ახალგაზრდული ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირია, რომელსაც ლიტვა უმასპინძლებს. დეკემბერში ლიტვაში ერთგვარი რეპეტიციის სახით, 12-გუნდიანი ტურნირი იგეგმება. თამაშები დარბაზში, ხელოვნურ საფარზე გაიმართება და ორგანიზატორებმა ჩვენი მიწვევის სურვილი გამოთქვეს“ - გვიყვება სამომავლო გეგმებზე ობოლაძე.

0
11
3-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ხევსურიშვილი
გიორგი ხევსურიშვილი
11
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0