x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
კერძი კარტოფილის მოყვარულთათვის - კარტოფილის კრემ-სუპი
კარტოფილი ყველასათვის საყვარელი საკვებია. განსაკუთრებით
- შემწვარი კარტოფილი. აღსანიშნავია, რომ ამ საოცარი პროდუქტით სხვადასხვა უგემრიელესი საკვების მომზადებაა შესაძლებელი. ერთ-ერთი ასეთი გემრიელობა გახლავთ კარტოფილის კრემ-სუპი, რომლის მომზადებაც ძალიან მარტივია და შედეგიც - სასიამოვნო.




image


ინგრედიენტები :


- კარტოფილი - 10 ცალი


- არაჟანი - 1 ჭიქა

- ნაღები - 1 ჭიქა

- ყველი - 300 გრამი

- წყალი 4 ჭიქა

- ბეკონი - 100 გრამი

- მარილი - გემოვნებით

მომზადების წესი :


- გაფრცქვნილი კარტოფილი დავჭრათ ნაჭრებად, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვხარშოთ.


- მოხარშული კარტოფილი გადავიტანოთ ბლენდერში, დავუმატოთ არაჟანი, ნაღები, მარილი და ავთქვიფოთ. კარტოფლის
კრემ-სუპს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი შებრაწული ბეკონი, გახეხილი ყველი და მწვანილები გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით..


0
279
4-ს მოსწონს
ავტორი:ანა პაპოშვილი
ანა პაპოშვილი
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0