x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ანუკი არეშიძე მილანის მოდის კვირეულში მიიღებს მონაწილეობას
image

მილანის მოდის კვირეული. 23 სექტემბერს. იხილავს ქართველი დიზაინერ-ანუკი არეშიძის 2018 წლის, გაზაფხული-ზაფხულის ახალ კოლექციას, მოცემულია ბრენდ დოზაინერ “ანოუკის'' ოფიციალურ ვებგვერდზე, სოციალურ ქსელ Facebook-ზე.


მილანის მოდის კვირეული 20-დან 25 სექტემბრამდე გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან ისეთი ცნობილი ბრენდები, როგორიცაა “ბულგარი", “ფურლა", “სტრამბი" და სხვები.


"ანოუკი" 23 სექტემბერს, უკვე მეორედ წარადგენს კოლექციის პრეზენტაციას, მილანის მოდის კვირეულის ოფიციალური გრაფიკის თანახმად", - ნათქვამია განცხადებაში.



იტალიის მოდის ასოციაციამ “Camera Nazionale della Moda Italiana" გამოაქვეყნა ოფიციალური გრაფიკი, სადაც ნაჩვენებია ანუკი არეშიძის კოლექციის ჩვენების დრო და თარიღი.



კახი და ანუკი


თებერვალში, პოპულარული ბრენდი “ანოუკი", რომლის დამფუძნებელია არეშიძე, საქართველოს ყოფილი ენერგეტიკის მინისტრის- კახი კალაძის, ყოფილი ფეხბურთელის მეუღლე, მილანში მოდის კვირეულის ოფიციალური წევრი გახდა.


პირველი პერსონალური კოლექცია არეშიძემ 2013 წელს წარმოადგინა. მას შემდეგ, თითოეული მისი შოუ უცვლელად აგროვებს მთლიან დარბაზებს და კოლექციები იყიდება თბილისში და ბათუმში, ასევე მის ონლაინ მაღაზიაში.


image
"მილანის მოდის კვირეული" მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. მისი შოუების დროს, სხვადასხვა ატელიები და მოდის სახლები უჩვენებენ თავიანთ კოლექციებს მაყურებელს, რაც საშუალებას აძლევს შეაფასონ ახალი სეზონის მოდის ტენდენციები.


კერძოდ ოთხ "მოდურ დედაქალაქში" (ე.წ. "დიდი ოთხეული") მოდის კვირეული ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა. პირველი შოუები, ტრადიციის მიხედვით, იწყება ნიუ-იორკში, შემდეგ ლონდონში და მილანში, ხოლო მოდური ჩვენებების დასრულება ხდება პარიზში.


image


მილანში, თებერვალსა და სექტემბერში ტარდება ქალთა კოლექციების ჩვენება, ხოლო იანვარსა და ივნისში - მამაკაცების.






0
149
4-ს მოსწონს
ავტორი:Maia kordzadze
Maia kordzadze
149
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0