x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სოფლის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონფერენცია
image

ბათუმი დიდი ხანია კონფერენციებისა და ფესტივალების ქალაქად იქცა, მაგრამ სოფლის ტურიზმის პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც 8-9 სექტემბერს ჩატარდა, ერთერთი
გამორჩეული იყო. კონფერენციას 7 ქვეყნის 150 დელეგატი დაესწრო .


image



ღონისძიებას ორგანიზება გაუკეთა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ. კონფერენციის თემა იყო " სოფლის ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტები და ტენდენციები"


image
მოგეხსენებათ საქართველოში სოფლები იცლება. მოსახლეობა
ქალაქებში მიდის საცხოვრებლად. ერთერთი გზა ამ პრობლემის გადასაჭრელად სოფლის ტურიზმის განვითარებაა.



ჩვენი ქვეყანა სოფლის ტურიზმის მიმართულებით პირველ
ნაბიჯებს დგამს, ამიტომ საინტერესო იყო ამ სფეროში მოღვაწე წარმატებული კოლეგების გამოცდილების გაზიარება.


image
კონფერენციის პირველი დღე სასტუმრო შერატონში ჩატარდა.
სიტყვით გამოვიდნენ დელეგატები ლიტვიდან, უკრაინიდან,
მოლდოვადან, საფრანგეთიდან. აჭარის მთავრობისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ტურიზმის ექსპერტები, საოჯახო სასტუმროებისა და ღვინის მარნების წარმომადგენლები.


image
მეორე დღე კონფერენციის მონაწილეებმა ქემალ თურმანიძის
ეთნოგრაფიული მუზეუმის მონახულებით დაიწყეს. ეს პირველი კერძო მუზეუმია საქართველოში. მთავრობამ მას 3 000 კვადრატული მიწა სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადასცა.

დანარჩენი ყველაფერი ჩემი ხელით და სახსრებით გავაკეთე, მხოლოდ ოჯახი მეხმარებოდა - უთხრა სტუმრებს ხეზე კვეთის ოსტატმა - მუზეუმში ახლა 8 თანამშრომელია. ჩვენ კარგად ვთანამშრომლობთ
ტურიზმის დეპარტამენტთან, მადლობა მათ.
მუზეუმმა მნახველებზე კარგი შთაბეჭდილობა დატოვა. ბევრმა შეიძინა ქემალის დამზადებული ნაკეთობები.

შემდეგ სტუმრები ქედის აჭარულ ღვინის სახლში გაემგზავრნენ.
აქ კონფერენციის მონაწილებმა დაათვალიერეს ღვინის მინი ქარხანა. გაეცნენ ღვინის დამზადების პროცესს, ღვინის ექსპერტმა
და სომელიემ გიორგი დარციმელიამ სტუმრებს გააცნო ღვინის დეგუსტაციის წესები და მათ ერთად დააგემოვნეს ქარხნის მიერ წარმოებული ჩხავერი და ცოლიკაური .


image


მცირე შესვენების შემდეგ, აქვე ეზოში კონფერენცია გაგრძელდა. მსმენელებს თავიანთი საქმიანობა გააცნეს ლიტველმა და ქართველმა სოფლის ტურიზმში მოღვაწეებმა, ტურიზმის ექსპერტებმა თურქეთიდან და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.


image
ტურიზმის ექსპერტმა თემურ ზოიძემ წამოჭრა უცხოელი გიდების
პრობლემა, მან მაგალითად მოიყვანა, რომ თურქი გიდები ტურისტებს დამახინჯებულ ინფორმაციას აძლევენ საქართველოს შესახებ, თვით თურქეთში კი უცხოელ გიდებს მუშაობა აკრძალული აქვთ. ზაფერ ოთერმა, კონფერენციის თურქმა სტუმარმა გამოთქვა აზრი, რომ ასეთი პრობლემები მოლაპარაკების გზით უნდა მოგვარდეს.


image
კონფერენციაზე გამოიკვეთა ის საერთო ხარვეზები და პრობლემები,
რომლებიც მეტნაკლებად დამახასიათებელია მთელი საქართველოსთვის: ინფრასტრუქტურა, უცხო ენების უცოდინარობა, ნაკლებია რეგიონებს შორის თანამშრომლობა, ნაკლებად იყენებენ ინტერნეტს.
ძნელდება სტატისტიკის წარმოება, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში მოღვაწენი გადასახადებისაგან განთავისუფლებული არიან, მაინც არ რეგისტრირდებიან.

არის კუთხეებისთვის დამახასიათებელი ხარვეზებიც, მაგალითად,
ყაზბეგში უჭირთ ვეგეტარიანელებს, ნაკლებია ღამის გასათევი ადგილები.

ქედის ღვინის ქარხნის შემდეგ კონფერენციის მონაწაწილენი
ვიზიტორებში ყველაზე პოპულარულ მახუნცეთის ჩანჩქერსა და მახუნცეთის თამარის ხიდს ესტუმრნენ.

დღის ბოლოს სტუმრებს სოფელ პირველ მაისში შერვაშიძეების
საოჯახო მარანმა უმასპინძლა. ბატონმა ნოდარმა სტუმრებს დაათვალიერებინა საკუთარი ზვრები და მარანი. მოუთხრო თავისი სოფლის შესახებ.

image
უკვე 10 წელია ამ საქმეს მივსდევ, ჯერ ვენახი გავაშენე, რომ საკუთარი ღვინო მქონოდა. ამჟამად 6–8 ტონას ვაყენებ. მაქვს ცოლიკაური, ოჯალეში, ჩხავერი და ჭაჭა. წლევანდელი სეზონით კმაყოფილი ვარ, სტუმრების რაოდენობამ 5 500 –ს გადააჭარბა –გვითხრა ბატონმა ნოდარმა.


ცალკე აღნიშვნის ღირსია ვახშამი, რომელიც პირველ დღეს შატო ერგეში და მეორე დღეს სოფელ პირველ მაისში, შერვაშიძეების მარანში გაიმართა. სუფრას ამშვენებდა ქედის ფოლკლორული ანსამბლი „ელესა“. სტუმრებმა გაიცნეს ქართული სუფრის ადათწესები.
მსურველებმა მონაწილეობა მიიღეს ხინკლის მომზადებაში, კალმახის ჭერაში.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ მადლობა გადაუხადა ფესტივალის მონაწილეებსა და მასპინძლებს, აგრეთვე თავის თანამშრომლებსაც, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ფესტივალი მაღალ დონეზე რომ ჩატარებულიყო.


აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე
სულხან ღლონტი:

ჩვენ, აჭარის მთავრობაში კარგად გვესმის, რომ ტურიზმი ჩვენი რეგიონის მთავარი პრიორიტეტია. ორ ძირითად მიმართულებას გამოვყოფ: განათლება და ინფრასტრუქტურა. წელს 360 მოქალაქე გადავამზადეთ, გიდები, კვების ობიექტებისა და სასტუმროების თანამშრომლები. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას აქ მთელი ადგილობრივი მთავრობაა ჩართული.
ტურიზმი მუდმივად ვითარდება. წარმატებული მოდელების
გაზიარება არის ამ კონფერენციის მთავარი იდეა და მიზანი. ჩვენ ვცდილობთ ტურიზმი მრავალფეროვანი გავხადოთ.



image
ზებურ ბოლქვაძე –საოჯახო სასტუმრო „ზებო“ – ჩემი სასტუმრო აჭარაში პირველი სასტუმრო სახლია. ადრე მეფუტკრეობას მივსდევდი. მონტენეგროში ყოფნისას გვაჩვენეს ფილმი ამ ტიპის საოჯახო სახლის შესახებ. ძალიან დავინტერესი და usaid-ის ნაწილობრივი დახმარებით შვძელი სასტუმროს გაკეთება.

image


აკაკი ბერიძე – ტურისტული საგენტო "აკარტურის" დირექტორი – ამ სფეროში 5 წელია ვარ, უნდა ითქვას რომ მდგომარეობა ყოველწლიურად უმჯობესდება. კარგი იქნება გზისპირა საპირფარეშოების საკითხი თუ მოგვარდება. კონფერენცია ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა.


image


აგნე ვაიტკუვიენე - ეკოლოგიური ფერმა „პროვანსალი“–ს მფლობელი:

ჩვენი ფერმა ვილნიუსიდან 20 კილომეტრში მდებარეობს და მას 40 ჰექტარი უჭირავს. ჩვენთან იმართება ქორწილები, დაბადების დღეები, დღესასწაულები. გვყავს ცხენებიც, რომლებსაც აქტიურად ვიყენებთ. ავადმყოფებს უფასოდ ვემსახურებით.
შეკვეთებს ერთი წლით ადრე ვღებულობთ. ძირითადი დატვირთვა მაისი-სექტემბერშია, დანარჩენ დროს რეკლამაზე ვმუშაობთ, აქტიურად ვიყენებთ ინტერნეტს. თქვენ სოფლის ტურიზმის განვითარებისთვის დიდი რესურსები გაქვთ. კმაყოფილი ვარ რომ ჩამოვედი. თუ საშუალება მომეცემა ისევ ჩამოვალ.

image
ვიოლეტა ბერიძე-გიდი- წელს ჩემთვის პირველი სეზონი იყო. დეპარტამენტში გიდების გადამზადებაში მივიღე მონაწილეობა. ძალიან კმაყოფილი ვარ. ხანდახან იმდენი შემოთავაზება მქონდა,
იძულებული ვიყავი უარი მეთქვა.

image
ნიკო დუმბაძე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, მაგრამ ეს მისთვის მეორე სეზონი იყო. - შარშან მარტო მტირალას მარშუტზე დამყავდა
ტურისტები. წელს გიდების გადამზადებაში მივიღე მონაწილეობა და ახალი მარშუტებიც დავამატე. სეზონი ცოტა მოგვიანებით, აგვისტოში დავიწყე, ძალიან კმაყოფილი ვარ.

image
ლუკა თარგამაძე - სტუდენტი, გიდი - გიდობა ძალიან საინტერესო ყოფილა. უამრავი ხალხი გავიცანი. სეზონით კმაყოფილი ვარ.

image
ნანა ქართველიშვილი-ასოციაცია „ელკანას“ სოფლის
ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი-

ჩვენმა ასოციაციამ 2006-2012 წლებში შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური დახმარებით განახორციელა პროექტი “ტურიზმის და სოფლის განვითარება”. შდეგად 8 რეგიონში 186 წევრი, მათ შორის: 165 საოჯახო სასტუმროა, შეიქმნა ხარისხის სტანდარტი სოფლად არსებული საოჯახო სასტუმრო სახლებისთვის, შემოვიღეთ ხარისხის ნიშანი -”მზე”, 2007 წელს გავერთიანდით ევროპის სოფლის ტურიზმის ფედერაციაში (European Federation of Rural Tourism (EuroGite).
რაც შეეხება კონფერენციას ძალიან კარგია, რადგანაც აქამდე სოფლის
ტურიზმს კონფერენცია არ მიძღვნია. ალბათ კარგი იქნება თუ 3 წელიწადში ერთხელ მაინც ჩატარდება. საჭიროა უფრო მეტი საერთაშორისო ექსპერტის ჩართვა, რომელთაც სპეციფიკური ცოდნა აქვთ ამ დარგის. მადლობა ორგანიზატორებს.



image
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე:

აჭარის მთებს და სოფლებს აქვს ყველა ძირითადი ღირებულება, რაც საჭიროა რომ აჭარის რეგინში სოფლის ტურიზმი გახდეს პოპულარული მიმართულება ტურისტებისთვის და ადგილობრივებისთვის . ამისთვის საჭიროა სერვსიების და ინფასტრუქტურის გაუმჯობესება, ახალი პროექტების დაგეგმვა . ეს კონფერენცია ზუსტად ემსახურებოდა ამ ეტაბზე არსებული გამოწვევების განხილვას და სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვას.



image


სულხან ღლონტი და თინათინ ზოიძე – კონფერენციის წინა დღე


image


სიმონ რუაძე – საოჯახო ღვინის მარანი "სიმონაი ზაოტი" კახეთი, ჩუმლაყი

image
ნათია ბაკურიძე – სასტუმრო სახლი "შინა" თუშეთი, ომალო.



image


image


ქემალ თურმანიძის მუზეუმში


image
image


ხინკლისა და ხაჭაპური შამფურზე მასტერკლასი სტუმრებისათვის შატო "ერგე"–ში

image


შატო "ერგე". სტუმრები მოცეკვავეებთან ერთად.


image
image
აჭარული ღვინის სახლში


image


ნატალია დესპოტაშვილი. ასოციაცია "მწვანე ველი" ს სოფლის ტურიზმის კოორდინატორი


image
image
მთარგმნელები


image
ქედის ფოლკლორული ანსამბლი "ელესა"


image















0
73
5-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0