x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მორატა-"ჩელსის შეუძლია მეტოქეობა გაუწიოს იუვენტუსსა და რეალსაც კი"
ესპანელ ბომბარდირი, რომელმაც უკვე იუვენტუსისა და რეალის შემადგენლობაში ყოფნისას მოახერხა ლიგის ფინალში მოხვედრა, თვლის, რომ იმავეს ჩელსის მაისურითაც მოახერხებს.

ალვარო მორატა, რომელიც ზაფხულში რეალმა 70 მილიონად გაყიდა, ე.წ "ჰეთ-თრიქის" შესრულებას უმიზნებს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხვედრას უკვე მესამე კლუბის შემადგენლობით აპირებს.

"ეს საოცარი გამოწვევაა"-ვკითხულობთ ესპანელის სიტყვებს ჩელსის ოფიციალურ ვებ გვერდზე-"ყველა კლუბი მოხვდა ფინალში, რომელშიც კი მიასპარეზია და ვიმედოვნებ, რომ იმავეს წელსაც შევძლებ".

როგორც ჩანს, ალვარო საკმაოდ მონდომებულია და ამას ხუმრობითაც გვიჩვენებს."მე მხოლოდ თავით შევძელი ჩელსიში გოლის გატანა და ვიმედოვნებ, რომ ამისთვის ფეხსაც გამოვიყენებ"-ამბობს იგი.


რეალის ყოფილი მოთამაშე ესპანურსა და იტალიურ ფეხბურთზეც საუბრობს და ამბობს, რომ ისინი განსხვავდებიან ინგლისის ჩემპიონატის სტილისაგან, რადგან აქ დასვენებისა და რელაქსაციის დრო არ გრჩება.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლისათვის ჩელსის დიდი გზა აქვს გასავლელი, სადაც მას იუვენტუსიცა და მადრიდის რეალიც გადაეღობება.მორატას თქმით კი, ინგლისური კლუბს შეუძლია მათი დამარცხება და ლიგის ფინალის საგზურის მოპოვება.image

0
21
2-ს მოსწონს
ავტორი:ალეგიერი
ალეგიერი
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0