x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
პატარა ვივიანა დიაგნოზის მოლოდინში და ამოწურული სადაზღვევო ლიმიტი
image



2 წლის ვივიანა ქვირიას, რომელიც უკვე სამ თვეზე მეტია მაღალი ტემპერატურით და სუნთქვის უკმარისობით საავადმყოფოში ხვდება, ექიმები ამ დრომდე დიაგნოზს ვერ უსვამენ, რადგან ანალიზებში საეჭვო არაფერი არ ჩნდება. ვივიანას დედის, მარიტა ვარძელაშვილის თქმით, პატარას გადასხმის გარდა არანაირი სიცხის დამწევი საშუალება არ შველის. ამიტომაც იძულებულია ისევ ამ გზას მიმართოს, რაც იდეალური გამოსავალი არაა, ვინაიდან ბევრი გადასხმაც საფრთეხეს წარმოადგენს მცირეწლოვანი გოგონას ჯანმრთელობისთვის.


ვინაიდან საქართველოში დიაგნოსტირება ვერ ხერხდება, ოჯახს სურს, რომ პატარა საზღვარგარეთ, კერძოდ, საფრანგეთში წაიყვანოს, რისთვისაც დაახლოებით 3000 ევროა საჭირო.


მძიმეა ოჯახის ეკონომიური მდგომარეობაც. რამდენიმე თვის წინ მოუხსნეს სოციალური დახმარება, თუმცა მათი ერთადერთი შემოსავალი 150 ლარია. პროფესიით მევიოლინე მარიტა, ქუთაისის ოპერის თეატრში მუშაობს და ხელფასი, რომელიც სწორედ 150 ლარს შეადგენს, მისი შემოსავლის ერთადერთი წყაროა.


, , 2 წლის ბავშვი მაღალი სიცხეებისგან გამოფიტული და ძალა გამოცლილი სახლში მიწევს, როცა შემეძლო ყველა პროფესორთან მყავდა მაგრამ დიაგნოზი ვერავინ დაუსვა, ამ კვლევებს და ვითომ მკურნალობას შეეწირა მთელი ჩემი ფინანსები და თუ რამე გამაჩნდა, ვივიანა 9 კილოდან 8 კილომდე ჩამოვიდა. 4 თვეა იტანჯება, ტირილისგან დასიებული და ნატანჯი თვალებით მიყურებს და ვერაფერს ვშველი, ხანდახან საკუთარი თავიც მძულს რომ ვერ ვეხმარები, ის ხომ შემომცქერის დასახმარებლად, მას როგორ ავუხსნა რომ მე ვერ დავეხმარები და ასე მოუწევს ყოფნა თუ კი ვერ გავაცილე საქართველოს საავადმყოფოებს და ვერ წავიყვანე იქ, სადაც მკურნალობის და შედეგის 100% შანსს მაძლევენ. ეს ქვეყანაა საფრანგეთი“-აცხადებს მარიტა ვარძელაშვილი. მისივე თქმით, უარი მიიღო ჯანდაცვის სამინისტროსგანაც დაზღვევის თხოვნაზე. ამ უკანასკნელმა მას განუცხადა, რომ ლიმიტი უკვე ამოიწურა.



მარიტა ვარძელაშვილი ასევე ბავშვთა კლინიკებში დაგროვილ დავალიანებებზე საუბრობს. მისი თქმით, ქუთაისში მდებარე კლინიკა “ევექსის“ ფილიალში“ დავალიანება 140 ლარს, ხოლო მ.იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში -2716 ლარს შეადგენს.


ვივიანას დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩარიცხონ შემდეგ საბანკო ანგარიშზე: GE61VT1000002064644506 ან დარეკონ ნომერზე ნებისმიერი ქსელიდან : 0901701202




0
100
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0