x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცოტნე გამსახურდია:მთავარია ... დაქცეული და გაპარტახებული საქართველოს გწამდეს და ცოდნა რა საჭიროა?

imageცოტნე გამსახურდია საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს სიონის ტაძარში აღვლენილ პარაკლისს სოციალური ქსელით გამოეხმაურა, სადაც ილია მეორემ ტაძარში შეკრებილებს ეკლესიური ახალი წელი და ახალი საწავლო წლის დაწყება მიულოცა და განაცხადა:


"ვიყავით ისეთი სტუდენტები, რომლებიც მივდიოდით ბიბლიოთეკაში და ვეძებდით საინტერესო წიგნებს. ჩვენ ვკითხულობდით ფილოსოფიას, ლოგიკას, ფსიქოლოგიას. ეს ყველაფერი აფართოებდა ჩვენს ცოდნას. უნდა ითქვას, რომ ცოდნის მიღება საკმარისი არ არის. ურწმუნო ადამიანის გონებაში ცოდნას მოაქვს უარყოფითი შედეგები. ცოდნასთან ერთად ადამიანს უნდა ჰქონდეს რწმენა, სარწმუნოება და კეთილი თვისებები. აი ასეთი კეთილი თვისებებით უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა."

image

"გილოცავთ, აბა ობსკურანტიზმის და სიბნელის საპროგრამო დებულება გააჟღერა ფაქტობრივად! მთავარია ნემსებიანი თოჯინების და ღვთისმშობლის კალთაგადაფარებული - დაქცეული და გაპარტახებული საქართველოს გწამდეს და ცოდნა რა საჭიროა?
მერე გამოხვალთ ზოგი და იტყვით, ამდენი ბნელი მღვდლისა და ეპისკოპოსის შესახებ პატრიარქმა არ იცისო. ეკლესიაში, სასულიერო სემინარიაში რომ მინიმალური განათლების სტანდარტი გაუქმდა, ესეც არ იცის."-წერს გამსახურდია.



imageიხილეთ აგრეთვე


0
136
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0