x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ელექტრომობილ Nissan Leaf-ის ახალმა მოდელმა მოლოდინს გადააჭარბა...!
image

ელექტრომობილების პოპულარობის ზრდის კვალობაზე, ბაზარი მოუთმენლად ელოდა ამ სეგმენტის ერთ-ერთი ლიდერის, Nissan Leaf-ის მეორე თაობის გამოსვლას. მისი მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის ავტო-შოუზე გაიმართა.

ახალი „ლიფი“ თავის წინამორბედზე მსხვილგაბარიტიანია. მისი სიგრძე 4 480 მილიმეტრამდე გაიზარდა, სიგანე კი - 1 790 მილიმეტრამდე. ახალია დიზაინი, რაც უფრო მეტად პროფილირებულ ფორმებში გამოიხატა. თუმცა პროპორციებით და საერთო სილუეტით, მასში ადვილად ამოიცნობთ პირველი „ლიფის“ შთამომავალ

imageსალონში ყურადღებას იქცევს საჭის რგოლი, რომელსაც სპორტული ავტომობილების სტილშია, ცენტრალურ კონსოლზე 7.0-დუიმიანი სენსორული ეკრანი განლაგდა, რომელიც მულტიმედია-სისტემას ემსახურება. ახალი „ლიფი“ ასევე ეკიპირებულია მართვის ნახევრად ავტომატური სისტემით, ასევე პარკირების ავტოპილოტით, რომლის ჩართვის შემდეგაც, პედელებით მანიპულირება საჭირო არაა.


imageრაც შეეხება ძალურ დანადგარს: ავტომობილის მოძრაობას ელექტროძრავა უზრუნველყოფს, რომელიც 150 ცხენის ძალას და 320 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. ამ ავლა-დიდებით, ელექტრომობილი ასამდე აჩქარებას დაახლოებით 10 წამს ანდომებს. რაც მთავარია, გაიზარდა სვლის სიშორე. ელემენტების ბლოკის ტევადობა - 40 კილოვატსაათი საკმარისია იმისათვის, რომ „ლიფმა“ NEDC ციკლით 378 კილომეტრის გავლა შეძლოს, რეალურ პირობებში კი სვლის სიშორე 240 კილომეტრია. imageდაბოლოს, ახალი „ლიფი“ კიდვ ერთი სისტემითაა აღჭურვილი, რომელსაც „e-პედალი“ ჰქვია. ის ძალური დანადგარის მართვაში მონაწილეობს და მუხრუჭის გამოუყენებლად მართვის (არა ექსტრემალურ სიტუაციაში) საშუალებას იძლევა. კერძოდ, ეს სისტემა ავტომობილს მაშინვე ანელებს, როგორეც კი გაზის პედლიდან ფეხს აიღებთ.

0
296
2-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ხევსურიშვილი
გიორგი ხევსურიშვილი
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0