x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ლოიალობის ბარათი და გათამაშება - რომპეტროლის საჩუქარი ერთგულ მომხმარებლებს
image


„რომპეტროლ საქართველო“ პირველი ეტაპის გათამაშების შედეგებს

აჯამებს. პირველი შუალედური გათამაშება კომპანიამ რამდენიმე დღის წინ ჩაატარა და გამარჯვებულებს კუთვნილი პრიზები - საწვავის ტალონები და სმარტფონი გადასცა.


კომპანიამ გათამაშება 1 აგვისტოს დაიწყო და მასში მონაწილეობის მიღება ყველა იმ მომხმარებელს შეუძლია, ვინც რომპეტროლის ფასდაკლების ბარათით სარგებლობს. ბარათი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს მიიღონ სხვადასხვა ტიპის ფასდაკლება საწვავზე და ამასთანავე, ჩაერთონ გათამაშებაში: „ბარათი, რომელიც წაგიყვანს უფრო შორს!“.



„ბარათის მიღება შესაძლებელია მთელი ქვეყნის მასშტაბით,
30 ლარის ღირებულების ნებისმიერი საწვავის შეძენისას შპს „რომპეტროლ საქართველოს“ ნებისმიერ ავტოგასამართ სადგურზე. ხოლო, გააქტიურებული ბარათის გატარებით ყოველ 30 ლარზე და მის ჯერად თანხაზე მომხარებელი მიიღებს გათამაშების ელექტრონულ ბილეთს, რაც მოგცემთ შანსს გახდეთ მფლობელი ისეთი სუპერ პრიზებისა, როგორიცაა ავტომობილი Mercedes Benz E Class, სმარტფონები - IPnone 7 და ქსელში არსებული უმაღლესი ხარისხის საწვავის ვაუჩერები.“- აცხადებენ კომპანიის მენეჯმენტში.


ბარათის გასააქტიურებლად მომხმარებელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია ვებ-გვერდზე card.rompetrol.ge ან შეავსოს განაცხადის ფორმა და დატოვოს იგი რომპეტროლის ავტოგასამართ სადგურზე, სერვის ცენტრში ან სათავო ოფისში.



ბარათის მუდმივი მოხმარებისა და გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბარათი დაწინაურდება კლასიკური ფასდაკლების დონიდან პრემიუმზე, ხოლო პრემიუმიდან - გოლდზე, რის შედეგადაც ბარათის მფლობელი საწვავზე ბარათის ტიპის
შესაბამისად გაზრდილ ფასდაკლებას მიიღებს. ფასდაკლება კი ერთ ლიტრ ნებისმიერი ტიპის საწვავზე 8 თეთრიდან 15 თეთრამდეა.


რაც შეეხება გათამაშების შემდეგ ეტაპებს, მომდევნო გათამაშებები
2 ოქტომბერს და 30 ოქტომბერს კომპანიის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე 13:00 საათზე გაიმართება.
ხოლო, ფინალური გათამაშება 26 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში 19:40 საათზე ჩატარდება.


რომპეტროლის ბარათი დამატებით კომფორტს მოუტანს რომპეტროლის მომხმარებელს.


ბარათის მუშაობის მექანიკასა და გათამაშებასთან დაკავშირებული
ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ მითითებულ ბმულებს: www.rompetrol.ge, www.fb.com/rompetrolgeorgialtd




(R)

0
595
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
595
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0