x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მცენარე საოცარი თვისებებით, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს
ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები


ჩართეთ ალოე ვერა რეგულარულ კვების რაციონში და ამით თქვენს სხეულს ავტომატურად მისცემთ რეგენერაციის უნარს, გექნებათ ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდული და მიმზიდველი იერი. ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მის მთავარ თვისებებს ქვემოთ, სტატიაში განვიხილავთ.


image


აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას


ალოე ვერას ადაპტოგენური თვისებები ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას. ორგანიზმს ეხმარება მკვებავი ნივთიერებების უკეთესად შეთვისებაში და ამასთან, მავნე ელემენტებისგან მარტივად გათავისუფლებაში. ჯანსაღი საჭმლის მომნელებელი პროცესი პოზიტიურად მოქმედებს თქვენს ფიქრებსა და ქმედებებზე, რის შედეგადაც უმჯობესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა. ორგანიზმს იცავს ისეთი პრობლემებისგან, როგორიცაა: გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი, შეკრულობა, ბუასილი და სხვა კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული დაავადებები, რომელიც ზიანს აყენებს სისტემას.


ალოე ვერა შეიცავს ნაერთებს – პოლისაქარიდებს, რომელსაც უნარი აქვს, განკურნოს ორგანიზმი კუჭ-ნაწლავის წყლულისგან და სხვა დაავადებებისგან. წყლული, საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემებით გამოწვეული ერთ-ერთი შედეგია, რომელიც ეფექტურად იკურნება ამ მცენარის ექსტრაქტის დახმარებით. ბევრმა კვლევამ დაამტკიცა, რომ ის კურნავს ისეთ ავადმყოფობებს, როგორიცაა: კრონის დაავადება, პეპტიური წყლული და სხვა კუწ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები. თუ წყლულით იტანჯებით და ალოე ვერას ექსტრაქტს სულ ცოტა 3-4 კვირის მანძილზე მოიხმართ, დარწმუნებული იყავით, რომ პოზიტიურ შედეგს მიიღებთ.


აძლიერებს იმუნურ სისტემას


ალოე ვერას წვენისგან დამზადებული სასმელები ბუნებრივ დეტოქსიკურ თვისებებს ფლობს, რომელიც ეფექტურად წმენდს საჭმლის მომნელებელ და გულ-სისხლძარღვთა სისტემას. რამდენადაც უფრო საწრაფად ხდება მკვებავი ნივთიერების შეწოვა, შედეგად, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და ამასთან, უჯრედის მკვებავი ნივთიერებებით უზრუნველყოფაც. როდესაც სისხლი მდიდარია ჟანგბადით, ის ავტომატურად ამარაგებს უჯრედებს მკვებავი ნივთიერებებით. ეს ჯანსაღი უჯრედები, თავის მხრივ, ორგანიზმს ინფექციებისგან იცავენ, შესაბამისად, უმჯობესდება თქვენი იმუნური სისტემა. მას აქვს უნარი, გაანეიტრალოს მავნე ბაქტერია; მცენარის გამაახალგაზრდავებელი თვისებები სხეულს ენერგიით ავსებს მთელი დღის მანძილზე. ბევრმა კვლევამ აჩვენა, იმის გამო, რომ ალოე ვერა პოლისაქარიდებს შეიცავს, მას ასევე გააჩნია ანტიბლასტომური (კიბოს საწინააღმდეგო) და იმუნომოდულატორული თვისებები.




image


აჩერებს სიმსივნური უჯრედების ზრდას


როგორც უკვე განვიხილეთ, ალოე ვერა ეხმარება იმუნური სისტემის გაძლიერებას; ამ მცენარის გამოყენება ეფექტურად ანადგურებს სიმსივნურ წარმონაქმნებს. კვლევების თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა საერთაშორისო იმუნოფარმაკოლოგიაში (1995), ალოე ვერას პოლისაქარიდები შეიცავს ეფექტურ მაკროფაგებს, რომელიც გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით აზოტის ოქსიდს, რომელსაც კიბოს საწინააღმდეგო პოტენციალი გააჩნია. ნატუროპათიაში უამრავი სიმსივნის საწინააღმდეგო მეთოდი არსებობს და დამტკიცებულია, რომ ალოე– ვერა ყველაზე წარმატებულია მათ შორის. თუმცა, ზოგიერთი ექპერტის თქმით, მხოლოდ ამ მცენარის გამოყენება შორს წასული დაავადების სამკურნალოდ არ იქნება ეფექტური, ამიტომ უნდა მოხდეს მისი შესაფერის ბალახებთან კომბინირება, როგორიცაა სპირულინა, ამასთან მკურნალობა უნდა მოიცავდეს C ვიტამინის შეყვანას ინტრავენურად. დაიხსომეთ, რომ მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახის სიმსივნის მკურნალობა პროფესიონალი ექიმის კონსულტაციით დაიწყოთ.



კურნავს რადიოთერაპიით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს


სიმსივნის მკურნალობის პროცესში, რადიოთერაპია შეუცვლელია უმეტეს შემთხვევაში. ონკოლოგიური პაციენტები ხშირად დისკომფორტს განიცდიან აღნიშნული მკურნალობის დროს გამოვლენილი გვერდითი მოვლენების გამო. ალოე ვერას გელს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს პაციენტზე და აჩქარებს მკურნალობის პროცესს. თუ ადამიანი აღნიშნულ მდგომარეობაში მიიღებს ამ მცენარის წვენს, ეს დაეხმარება რადიაციით გამოწვეული დამწვრობის განკურნებაში.



კურნავს დერმატიტს


ალოე ვერას უძველესი დროიდან იყენებენ კანის დაავადებების დროს. ალოეს ფოთლიდან მიღებული სუფთა წვენი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა იარებისთვის და ის ასევე ეხმარება ნაოჭების შემცირებაში. ბევრი კანის მოვლის ძირითადი პროდუქტი, საპირფარეშოს ნივთები და კანის სხვა კოსმეტიკური საშუალებები ალოე ვერას ექსტრაქტს შეიცავს. ფაქტობრივად, თუ ეს მცენარე სახლში გაქვთ, უბრალოდ მოატეხეთ პატარა ნაწილი, ამოიღეთ რბილობი ე.წ. გელი და სახეზე წაისვით. ეს თერაპია გაცილებით უკეთესი და ეფექტურია, ვიდრე ბევრი ძვირიანი კანის მოვლის საცხები, რომელიც უხვად არის ბაზარზე წარმოდგენილი. ბევრი ადამიანი ამჯობინებს მისი წვენის მიღებას, რომელიც ასევე აძლიერებს კანის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რამდენადაც ამ მცენარის თვისებები შიგნიდანაც მუშაობს. ის ასევე ხელს უწყობს მწერის ნაკბენების, გამონაყარის, აკნეს და ფსორიაზის განკურნებას.



ხელს უწყობს თმის ზრდას


კვლევებით დამტკიცდა, რომ ალოე ვერა ბრწყინვალე საშუალებაა ბუნებრივი გზით თმის გასაზრდელად. თმის პროდუქტები, რომელიც ამ მცენარეს შეიცავს, ეხმარება მის გაჯანსაღებას და მოცულობის შენარჩუნებას. ასევე, შეგიძლიათ ალოეს გელი წაისვათ თავის კანზე თმის ცვენის შესაჩერებლად. ის შეიცავს ფერმენტს, რომელიც თმის ზრდის სტიმულირებას ახდენს. ალოე ვერას შამპუნი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გიცავთ სტრესისა და გონებრივი დაძაბულობისგან. ფაქტობრივად, მას გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, რომელიც ეფექტურად კურნავს ანდროგენულ ალოპეციას (ანდროგენებით გამოწვეული თმის პერმანენტული ცვენა. დაავადების გამომწვევია ჰიპერანდროგენემია). თუ ამ მცენარის შამპუნს და კოდიციონერს რეგულარულად გამოიყენებთ, დარწმუნებული იყავით, რომ თავიდან აიცილებთ ნაადრევი თმის ცვენით გამოწვეულ არასასიამოვნო პრობლემას.


image


ამცირებს ართრიტით გამოწვეულ ტკივილებს


ალოე ვერა ცნობილია თავისი ანთების საწინააღმდეგო თვისებებით, რომელიც მყისიერად მოქმედებს ართრიტით გამოწვეულ ტკივილზე და დასივებაზე. მისი წვენი განსაკუთრებით ეფექტურია ართრიტის დროს – აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. ფაქტობრივად, როგორც გარეგანი მოხმარებისთვის გასივებულ ადგილზე, ისე დასალევად, ალოე ვერას წვენს პოზიტიური შედეგები აქვს ართრიტის მკურნალობის საქმეში.


ამსუბუქებს სახსრებისა და კუნთების ტკივილს


ალოე ვერას ანთების საწინააღმდეგო თვისებები ეხმარება ტკივილის შემსუბუქებას კუნთებსა და სახსრებში. მცენარის წვენს იღებენ ასევე ანთების ჩასაქრობად მთელ სხეულში, რითაც კვლავ აცოცხლებს ორგანიზმს. კვლევებმა აჩვენა, რომ ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად მოიხმარენ ალოე ვერას წვენს, სულ ცოტა 2 კვირით ანთებით გამოწვეული ტკივილებისგან თავისუფლდებიან. უმჯობესი იქნება, თუ თქვენი კვების რაციონში ნაკლები წითელი ხორცი, შაქარი, რძე, შემწვარი საკვები და თეთრი ფქვილია.


კურნავს ჭრილობებს


მას შემდეგ, რაც ალოე ვერა იქნა აღმოჩენილი, ის ჭრილობების ბუნებრივ სამკურნალო საშუალებად ითვლება. ფაქტობრივად, უამრავ შემთხვევაში, მათ შორის სერიოზულ გადაუდებელ სიტუაციებში, მცენარე ჯადოსური ჯოხივით მოქმედებს. წვენი მყისიერად მოქმედებს და აჩერებს სისხლის ნაკადს, რომელიც ჭრილობიდან გადმოდის. ჩატარებული კვლევების საფუძველზე დამტკიცდა, რომ ალოე ეფექტურად კურნავს მესამე ხარისხის დამწვრობას და სწრაფად აღადგენს დაზიანებულ კანს.



ხელს უწყობს მენსტრუალური პრობლემების მოგვარებას

როგორც კვლევებმა აჩვენა, ალოე ვერა საშვილოსნოს შესანიშნავი სტიმულატორია. მისი წვენის მიღება ეხმარება მენსტრუალური ტკივილის შემსუბუქებაში.



ხსნის გულისრევის შეგრძნებას

გულისრევა შესაძლოა მრავალმა მიზეზმა გამოიწვიოს, მათ შორის დაბინძურებულმა საკვებმა, გაციებამ ან გრიპმა, ქიმიოთერაპიით მკურნალობამ. მოგეხსენებათ, ბევრი გულისრევის საწინააღმდეგო პრეპარატი არსებობს, თუმცა, დღეს ექიმები ასევე ბუნებრივ სამკურნალო საშუალებასაც უწერენ. ხშირად გულისრევის მიზეზის წარმომავლობა კუჭ-ნაწლავის პრობლემებს უკავშირდება. ალოე ვერას წვენი ბრწყინვალე საშუალებაა დაავადებული კუჭის სამკურნალოდ, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, რის შედეგადაც უმჯობესდება ორგანიზმის საერთო მდგომარეობა.



ამცირებს შაქრის დონეს სისხლში


ალოე ვერა ასევე გამოიყენება სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად. კვლევების თანახმად, რომელიც დიაბეტით დაავადებულ ვირთხებზე ჩატარდა, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს მცენარე სასარგებლოა დიაბეტის მკურნალობის პროცესში.



image

ხელს უშლის ოქსიდაციური სტრესის განვითარებას


ალოე ვერას ჟელე შეიცავს ისეთ ვიტამინებს, როგორიცაა B12, B1, B2, B6, A, E და C, ნიაცინს და ფოლიუმის მჟავას. ეს ვიტამინები უმნიშვნელოვანესია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. სხეულის თავდაცვის სისტემა ამგვარად მდგრადობას ინარჩუნებს მცენარის წვენის რეგულარულად მოხმარებისას და იცავს მას ოქსიდაციური სტრესის სახიფათო გავლენისგან.



ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ტრიგლიცერიდებს


ალოე ვერას ჟელეს მოხმარება ავტომატურად აუმჯობესებს სისხლის ხარისხს და ამგვარად ეხმარება სისხლში სხვა კომპონენტების დაბალანსებაში, როგორიცაა ქოლესტერინი და გლუკოზა. ეფექტურად ამცირებს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების შემცველობას. ასევე მოცვი ძლიერი, ქოლესტერინის დონის დამწევი საშუალებაა; ამგვარად, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ თუ რამდენად პოზიტიური გავლენა ექნება კომბინირებულად ამ ორი პროდუქტის გამოყენებას.



აუმჯობესებს კარდიო ვასკულარული სისტემის მუშაობას


ალოე ვერას ექსტრაქტი აჩქარებს სისხლის მიწოდებას და ამავდროულად წმენდს მას. სისხლი თავის მხრივ აჩქარებს ორგანოებისთვის ჟანგბადის მიწოდებას, შედეგად ზრდის მათ ფუნქციონირებას. ისეთ ორგანოები, როგორიცაა ტვინი და გული, სწორედ რომ გაწმენდილი სისხლით მიწოდებულ ჟანგბადს საჭიროებენ. ამგვარად, ალოე ვერა ხელს უწყობს სისხლის განახლებას და ჟანგბადით მის გამდიდრებას.


image


კურნავს ღრძილების დაავადებებს


პირის ღრუს დაავადებები ასევე შესაძლებელია ალოე ვერას მეშვეობით განიკურნოს. თქვენ შეგიძლიათ ეს საშუალება სახლში გამოსცადოთ; მოათავსეთ ალოეს ფხვნილი კბილის ჯაგრისზე და გაიხეხეთ. ალოე ვერას ფხვნილი დაამშვიდებს თქვენს ღრძილებს და განკურნავს ნებისმიერი სახის ინფექციას. ალოე ვერას წვენი დაგეხმარებათ ჯანმრთელი ღრძილების შენარჩუნებაში. მხოლოდ გამოივლეთ სითხე პირის ღრუში სანამ გადაყლაპავთ. ასევე, შეეცადეთ D ვიტამინი საკმარისი რაოდენობით მიიღოთ. ეს ორი კომპონენტი ერთად საკმარისი იქნება, რომ თქვენი ღრძილების ჯანმრთელობა რამდენიმე თვეში აღიდგინოთ.



აყოვნებს სიბერის პროცესს


ალოე ვერა ძირითადი კომპონენტია ბევრ კანის მოვლის საშუალებებში, რომელიც ეხმარება ახალგაზრდობის შენარჩუნებას. ალოეს დამატება ნებისმიერ კანის ნელსაცხებელში აძლიერებს მის მოქმედებას, ხელს უწყობს ნაოჭების შემცირებას და კანის გაახალგაზრდავებას. მისი სიბერის საწინააღმდეგო თვისებები აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, უფრო გლუვსა და ელასტიკურს ხდის, აღწევს რა მის სხვადასხვა ფენაში.




ასევე დაგაინტერესებთ:


მინერალები, რომელიც აძლიერებს ჩვენს ჯანმრთელობას და იმუნიტეტს. რომელი საკვები უნდა მივიღოთ ამისთვის?


რატომ უნდა მიირთვათ ბროწეული კურკასთან ერთად. ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს!


15 საუკეთესო პროდუქტი არტერიების გასაწმენდად და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის


მარტივად მოსამზადებელი ეფექტური საშუალება, რომელიც ვირუსებისგან დაგიცავთ და იმუნიტეტს გაგიძლიერებთ


5 საინტერესო ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის


7 დაავადება, რომელსაც მჯდომარე ცხოვრების წესი იწვევს. რა უნდა გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად


მკურნალობის ამ მეთოდით დაივიწყებთ რა არის კისტა და მიომა


2
1278
13-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1278
  
2019, 23 იანვარი, 20:50
მადლობა, შეფასებისთვის :)
2019, 23 იანვარი, 18:24
როგორც ყოველთვის მოწონების დონეზეა...
0 1 2