x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134524
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
ეკლესიაში ნაკურთხი წყალი ალკოჰოლით შეცვალეს
imageჯერჯერობით დაუდგენელია იმ პირების ვინაობა, ვინც ეს ჩაიდინა.


საფრანგეთის შატო-შალონის სოფლის ეკლესიაში უცნობმა პირებმა ნაკურთხი წყალი კონიაკით შეცვალეს ეკლესიის ემბაზში, ტურისტებს ეკლესიის დათვალიერების დროს ცხვირში ეცათ ალკოჰოლის სუნი და გიდს საკმაოდ მიამიტი კითხვა დაუსვეს:"ეს ადგილობრივი ტრადიციაა, ნაკურთხი წყლის მაგივრად ალკოჰოლი?"


სოფლის ხელმძღვანელობამ საკუთარი ძალებით ჩაატარა გამოძიება და დაადგინა, რომ ეკლესიის ჭურჭლებში დაახლოებით 1 ლიტრი კონიაკი იყო ჩასხმული.


" ამ ინციდენტზე საკმაოდ ბევრი ვიცინე, ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს საკმაოდ კარგი იუმორის გრძნობა გააჩნიათ და სურთ დაგმონ დრომოჭმული ტრადიციები"-აღნიშნა შატო-შალონის მერმა კრისტიან ვუილიემ.



თუმცა თვითონვე დასძინა, რომ მსგავსი ხუმრობა ბევრს არ მოეწონა. ემბაზები გაწმინდეს და ისევ ნაკურთხი წყლით შეავსეს.


imageიხილეთ აგრეთვე

0
168
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
168
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0