x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134059
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
დააკავეს ოჯახი,რომელსაც მონები ჰყავდა-თანამედროვე მონათმფლობელობა დიდ ბრიტანეთში
image

ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისში, ლინკოლნშირში დააკავეს ოჯახი, რომელიც მონებს ფლობდა.ოჯახის წევრებს სასამართლომ ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა.


როგორც გამოძიებამ დაადგინა, რუნების ოჯახს მონები ფარდულებში ჰყავდათ გამომწყვდეული წყლისა და ტუალეტის გარეშე, ამცირებდნენ და სცემდნენ მათ.


საქმე აღიძრა ოჯახის უფროსის და მათი 10 წევრის წინააღმდეგ.გასულ თვეს სასამართლომ მამას, მარტინ რუნს 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, უფროს ვაჟებს 15 წელი;კიდევ ოჯახის 4 წევრს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.


imageimage

მარტინ რუნი უფროსი ფლობდა მცირე სამშენებელო კომპანიას, რომელიც კერძო სახლებში ბეტონს ასხამდა, ბიზნესში ჩართული იყვნენ რუნის ვაჟებიც, როგორც გაირკვა, რუნების ოჯახი მუშა-მონებს ამუშავებდა.


რუნებს ძირითადად უსახლკარო ადამიანები ჰყავდათ მონებად, ერთ-ერთმა მუშამ 26 წელიწადი გაატარა მათთან მონობაში.


მუშებს აშინებდნენ, სცემდნენ, აიძულებდნენ 12 საათი ემუშავათ, აცხოვრებდნენ სიბინძურეში, კვებავდნენ საჭმლის ნარჩენებით, როგორც BBC-ის მსჯავრებულების დამ განუცხადა, მარტინ რუნმა ერთ-ერთ მუშას აიძულა გაეთხარა საფლავი და დაემუქრა:"თუ არ იმუშავებ ამ სამარეში დარჩები სამუდამოდო."


პოლიცია რუნების ოჯახით ჯერ კიდევ 2014 წელს დაინტერესდა, რამდენიმე მისამართზე ჩაატარეს ჩხრეკა, სადაც რუნების სახლთან აღმოაჩინეს ბინძური ავტო ფარდულები, სადაც მუშებს აცხოვრებდნენ, იქვე იყო ცხოველთა ექსკრემენტები.

image

მონების ნაწილი ლოთები იყვნენ, რის გამოც ოჯახმა მიატოვა, ნაწილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდათ;მონების თითქმის ნახევარი ბრიტანეთის მოქალაქეები არიან.

image

ამჟამად რუნების ოჯახის მონა კაცები და ქალები(სულ 18 ადამიანი-ასაკი 18-იდან 63 წლამდე) სოციალურ სარეაბილიტაციო ცენტრში არიან გადაყვანილები.


ორგანიზაცია Anti-Slavery-ის მონაცემებით დღეისთვის დიდი ბრიტანეთში დაახლოებით 10 000 ადამიანი იმყოფება მონურ მდგომარეობაში, რაც გასამრჯელოს გარეშე იძულებით შრომაში გამოიხატება.


მონობის ძირითად მსხვერპლი ხდებიან მოქალაქეები ალბანეთიდან, ვიტნამიდან, ნიგერიიდან და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, თუმცა ადგილობრივი ბრიტანელი მონების ხვერითი წილიც საკმაოდ მაღალია.



0
431
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
431
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0