კულტურა მთელმა სამეზობლომ ფარულად შეისწავლა ჟესტების ენა, რათა გაეოცებინა ყრუ-მუნჯი მეზობელი 2017, 12 სექტემბერი, 12:58 მთელმა სამეზობლომ ფარულად შეისწავლა ჟესტების ენა, რათა გაეოცებინა ყრუ-მუნჯი მეზობელი
ერთ დილას, მუჰრემს, სტამბულში მცხოვრებ ყრუ-მუნჯს, უდიდესი სიურპრიზი გაუკეთეს მეზობლებმა, როდესაც ქუჩაში შეხვედრისას ჟესტების ენაზე დაიწყეს მასთან საუბარი. მუჰრემი ჩვეულებრივი ბიჭია, ჩვეულებრივი ცხოვრებით. როგორც ყველა, ისიც მუშაობს, ატარებს დროს მეგობრებთან ერთად, ურთიერთობს ხალხთან. მხოლოდ ამ უკანასკნელთან აქვს სირთულეები. მან სმენა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაკარგა და ახლა მხოლოდ ჟესტებით შეუძლია კომუნიკაცია. ერთხელ მუჰრემის დამ გადაწყვიტა ძმისთვის საჩუქარი გაეკეთებინა. მან კომპანია Samsung-თან ერთად შეკრიბა ხალხი, რათა მათთვის ესწავლებინა ჟესტების ენა და ერთ არაჩვეულებრივ დღეს ძმა გაეოცებინა. Samsung-ისა და Leo Burnett-ის გუნდი ერთი თვის განმავლობაში ამონტაჟებდა კამერებს და ასწავლიდა ხალხს ჟესტების ენას. და აი, დანიშნულ დღეს მუჰრემი და მისი და ქალაქის ქუჩებში გავიდნენ სასეირნოდ. როგორი იქნებოდა მუჰარემის გაოცება, როდესაც ნახავდა, მის ენაზე მოლაპარაკე ამდენ ადამიანს! რთული წარმოსადგენია, რას იგრძნობდა იგი ამ დროს. ჩვენთვის ეს ალბათ ისეთივე შეგრძნება იქნებოდა, როგორიცაა სხვა ქვეყანაში ჩასვლა და ნახვა, რომ იქ ყველა შენს მშობლიურ ენაზე ლაპარაკობს. ალბათ ამ დროს იგრძნობდით, რომ თქვენ სულაც არ ხართ უცხო ადამიანი ამ ხალხისთვის. შესაძლოა, სწორედ ეს არის ის, რაც მუჰრემმა შეიგრძნო. აი ასეთი საჩუქარი გაუკეთეს მუჰრემს დამ და ქალაქის მაცხოვრებლებმა Samsung-ის კომპანიასთან ერთად. ეს რეკლამა ემსახურებოდა ცნობიერების ამაღლებას Samsung-ის ახალი სატელეფონო ცენტრის შესახებ თურქეთში, რომელიც შეიქმნა სმენადაქვეითებული ადამიანებისთის. სასიამოვნოა ისეთი რეკლამის ნახვა, რომელიც განკუთვნილია, როგორც ცნობიერების ამაღლებისთვის, ასევე იმისათვის, რომ მსოფლიო უკეთესი გახადოს! მუჰრემის მეზობლები ერთი თვის განმავლობაში სწავლობდნენ ჟესტების ენას ფარული კამერები, დამონტაჟებული მთელ სამეზობლოში სასერნოდ გამოსული ოზლემი და მუჰარემი და-ძმას შეეგებნენ მოულოდნელი "დილა მშვიდობისა"-თი ჟესტების ენაზე ამ ამბავში მცხობელიც კი იყო "გარეული", რომელიც მათ ბუბლიკებს სთავაზობდა, ისევ ჟესტებით სასურსათო მაღაზიასთან კაცს ფორთოხლები ებნევა და როცა მუჰრემი და ოზლემი მათ კრეფენ... ...ის თითო ვაშლს სთავაზობს მათ - ჟესტების ენაზე მუჰრემი გაოცებულია - ყველა როგორ საუბრობს ჟესტების ენაზე? ტაქსის მძღოლიც კი და როდესაც ისინი ქალაქის ცენტრს უახლოვდებიან გუნდი ფინალისთვის ემზადება მუჰრემს გარს ეხვევიან ჟესტების ენაზე მოლაპარაკე მეზობლები და მისი ემოცია ყველაფერზე მეტყველებს! ეს ყველაფერი აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კავშირგაბმულობის ბარიერების დარღვევა... ...და რამდენად მნიშვნელოვანია ეს მათთვის, ვინც ამ ბარიერებს ყოველ დღე განიცდიან 178 6-ს მოსწონს
|