x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134342
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508418
უცნობი დედამიწა Google Earth-იდან
სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებში დედამიწის ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ადგილები შესაძლოა საინტერესო რაკურსით გამოჩნდეს. წარმოგიდგენთ დედამიწას ზეციდან, BBC-ის ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით.



1. ბარი, იტალია.


ბარი,  იტალია


ბარი სამხრეთ იტალიის სავაჭრო ცენტრად მიიჩნევა, რომელსაც ეკონომიკური აქტივებით მხოლოდ ნეაპოლი უსწრებს. ქალაქში შეხვდებით როგორც მე-12 საუკუნის ისტორიულ მემკვიდრეობას (მაგალითად Basilica di San Nicola-ს არქიტექტურულ შედევრს), ასევე ახალ აეროპორტსა და 2018 წელს რანჟირებით მსოფლიოს 500 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის მოხვედრილ ალდო მოროს უნივერსიტეტს.


ზემოდან ბარის ხედი პოლ სეზანის პოსტ-იმპრესიონისტულ პეიზაჟს მოგაგონებთ. ამ ადგილის განსაკუთრებულობას გვერდიგვერდ გაშენებული ზეთისხილისა და ნუშის ბაღები და ვენახები ქმნის.


2. შადეგანი, ირანი.


შადეგანი,  ირანი


შადეგანის ჭაობები, რომლებიც სამხრეთ ირანში 400 000 ჰექტარზეა გადაშლილი, ფართობის მხრივ ქვეყანაში ყველაზე მოცულობითია. ტბორები, რამდენიმე ლაგუნა და მცირე ჭაობები ერთ მთლიან სადრენაჟედ განტოტებულ სისტემას ქმნის. ირანის ნაყოფიერ ნაწილში მდებარეობის გამო შადეგანი გარშემორტყმულია ფერმებით, პალმის ბაღებითა და შაქრის პლანტაციებით. აქვე ბინადრობს გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ფრინველების რამდენიმე სახეობა.


3. ელ გარბია, გაერთიანებული ემირატები.


ელ გარბია,  საუდის არაბეთი


აბუ-დაბის დასავლეთ ნაწილში მოწყობილი ხელოვნური კუნძული, რომელიც მდინარე რუბ-ალ ხალის ნაპირზე მდებარეობს, გარშემორტყმულია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი უდაბნოს ლანდშაფტით. ამ ტერიტორიაზე შეხვდებით ქვიშის უმაღლეს დუნებსა და მნახველების რაოდენობით გამორჩეულ ხელოვნურ კუნძულ სირ ბან იასს. კუნძული ფაქტობრივად არაბული გარეული ცხოველების პარკია, რადგან აქ შეხვდებით 10 000-მდე თავისუფლად მოხეტიალე ცხოველს, მათ შორის ჟირაფებს, გიენებს, ლეოპარდებსა და ქურციკებს. ამ ტერიტორაზევე შეიძლება სისწრაფითა და სილამაზით გამორჩეული არაბული აქლემების ნახვაც.


4. ალ-ჯაუფი, საუდის არაბეთი.


image


საუდის არაბეთის ჩრდილოეთ ნაწილში გადაშლილი რეგიონის პირველად დანახვისას ძნელად თუ წარმოიდგენთ, რომ უნაყოფო ტერიტორიაზე მიმოფანტული წრიული ფორმის ფიგურები სინამდვილეში დიდი შრომის შედეგად შექმნილ საირიგაციო სისტემას წარმოადგენს. წრიული ბაღები ერთმანეთს მიწისქვეშა მილებით უკავშირდება, რომლებიც ცენტრიდან დაახლოებით 3 კილომენტრიანი დიამეტრის მქონე მიწას რწყავს. აღნიშნული აგრიკულტურული პროექტი 30 000 ჰექტარ ფართობზე ვრცელდება და სხვადასხვა ბოსტნეულისა თუ მარცვლეულის მოსაყვანად იდელაურ პირობებს ქმნის. აღნიშნულ ტერიტორიაზე ათასწლეულებია, რაც წვიმა არ მოსულა, თუმცა უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ჩატარებულმა ჰიდროლოგიურმა კველვებმა მიწისქვეშა წყლების აღმოჩენასა და მათ გონივრულ გამოყენებას შეუწყო ხელი.


5. იელოუსტოუნი, ა.შ.შ.


იელოუსტოუნი,  ა.შ.შ



იელოუსტოუნის ეროვნულ პარკში მდებარე დიდი პრიზმული წყარო, რომლის დიამეტრსაც 370 ფუტი (დაახლოებით 113 მეტრი) წარმოადგენს, თავისი ზომით ამერიკაში პირველ, მსოფლიოს მასშტაბით კი მესამე ადგილზეა. 1871 წელს მისი აღმოჩენის შემდეგ ფერდინანდ ჰაიდენი წერდა: „ამ ღირსშესანიშნავი პრიზმული წყაროების სპეციფიკური ფერადოვნებისა და ფერთა ნატიფი შეხამების გარდა, ადამიანის მიერ, აქამდე სხვა არაფერი აღქმულა ხელოვნების ნიმუშის დარად.

ცხელი წყაროების ამ მრავალფეროვან რგოლებს ქმნის ბაქტერიების სხვადასხვა სახეობა, რაც ყველაზე უფრო შესამჩნევი ზემოდან გადაღებულ ფოტოებშია. სხვადასხვა ტემპერატურაზე თითოეული ბაქტერიის სახეობა ინდივიდუალურად რეაგირებს - სწორედ ეს ქმნის ამ ფერთა განსხვავებულ პალიტრას. წყაროს ცენტრში ტემპერატურა 87 გრადუსია, მის ყველაზე გრილ შენაკადებზე კი დაახლოებით 55.


6. მდინარე დარლინგი, ავსტრალია.


დარლინგი,  ავსტრალია


ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მეჩხერად დასახლებულ ტერიტორიაზე დაახლოებით 2 700 კმ. ფართობს იკავებს მდინარე დარლინგი, რომელიც კონტინეტზე სიგრძით მესამე მდინარეა.

მდინარის ნაპირები ტურისტებისთვის საკმაოდ პოპულარულია. აქ გაშენებულია მუნგოსა და გუნდაბუკას ეროვნული პარკები. აქვე შეიძლება კულტურითა და ისტორიული მემკვიდრეობით მდიდარი ძველი ქალაქების ნახვა. მაგალთად, ბრევარინაში მკვლევარებმა აღმოაჩინეს 40 000 წლით დათარიღებული ანკესები, ხოლო ვილანდრას ტბების რეგიონი ცნობილია აქ აღმოჩენილი 60 000 წლის მუნგოელი ადამიანით.


7. კურის ატოლი (მარჯნის კუნძული), ა.შ.შ.


კური,  ატოლი


კურის მარჯნის ოვალური ფორმის კუნძულები ჩრდილო-დასავლეთი ჰავაის კუნძულებიდან ყველაზე შორს მდებარეობს. აქდან ერთ-ერთ მათგანი, მწვანე კუნძული, წარმოქმნილია რადიაციულ მარჯნებზე და შესაბამისად დაუსახლებელია.

სატელიტიდან გადაღებულ ფოტოებზე გამოსახული ლურჯი ფერის ოვალური წყლის ფენა წარმოქმნილია რიფებისაგან გამოყოფილი ციანიდისგან. წყლის სივრცე მალავს დიდ საშიშროებას, რომელსაც წინა საუკუნეებში რამდენიმე გემი შეეწირა.

0
140
5-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ვახტანგაშვილი
გიორგი ვახტანგაშვილი
140
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0