x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
დიდი 10: ჯიქი 20:14 არმაზი

დიდი 10-ის 2017-18 წლის სეზონის II ტურში ‘ჯიქმა’ საკუთარ კედლებში, გორის ჭალის სტადიონზე ‘არმაზი’ მიიღო. ანგარიში მასპინძლებმა დებიუტშივე გახსნეს - მამუკა ნინიძის ჯარიმა ზუსტი იყო. ‘არმაზი’ დალაგდა და ორი მწვავე კონტრშეტევით უპასუხა, ორივეჯერ მარცხენა ფლანგიდან და მეორე ჯერზე სანდრო სვანიძემ ლელო გაიტანა, ხოლო რეზი ჯინჭველაშვილმა გარდასახა. ტაიმის შუაში სტუმრები სახიფათო ბოჭვისთვისი დაჯარიმდნენ და ნინიძემ ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა 32-ე წუთზე მეორე ლელო მიიღო:
ნიკა გიგაურმა მარჯვენა ფლანგზე გაჭრა ხაზი და კარგად ირბინა, ჯინჭველაშვილმა რაქიდან გამოსული ბურთი ფეხით საპირისპირო ფლანგზე დაკიდა, გიორგი კვესელაძემ მცველს საჰაერო ბრძოლაში აჯობა და ლელოში დაეშვა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახა. 39-ე წუთზე ‘არმაზის’ დამრტყმელს ჯარიმიდან მიზანმა უმტყუნა.
ტაიმის მიწურულს ‘ჯიქმა’ ლელოთი უპასუხა: ორი ჯარიმით მეტოქის ლელოს 5 მეტრამდე მიუახლოვდა, დერეფანში ბურთის მოგების შემდეგ გიორგი მჭედლიშვილმა თავად შეუტია და ის ხაზტან შეაჩერეს, რობერტ სუთიძემ ბურთი მაღალ სიჩქარეზე მიიღო და ის ვეღარავინ შეაჩერა. ნინიძე გარდასახვიდან ზუსტი იყო.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჯინჭველაშვილის არეკნი ძელს მოხვდა, მერე მას და ნინიძეს ჯარიმები გაუცუდდათ, 55-ე წუთზე კი ‘ჯიქი’ დაწინაურდა. გორელებმა დერეფნიდან მოლი ააგორეს და გიორგი ჭყოიძემ ახალ კლუბში პირველი ლელო მიითვვალა, ხოლო ნინიძემ გარდასახა. მიუხედავად ‘არმაზის’ დიდი მონდომებისა და შანსებისა, დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და საქართველოს ჩემპიონმა სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა - 20:14.დიდი 10

0
15
4-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ხევსურიშვილი
გიორგი ხევსურიშვილი
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0