x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
„ბიბლუსი გალერეა“ თელავში პირველ ვიზიტორებს ელოდება
image



„კითხვა უცნობ მეგობრებთან გვაახლოებს“- თქვა ბალზაკმა. მართლაც, წიგნი არ არის მხოლოდ გამოცდილებისა და ცოდნის მიღების საშუალება. ის შეიძლება მოგვევლინოს კარგ მეგობრად, ან თუნდაც მრჩევლად საჭირო დროს. იყო დრო, როდესაც იკრძალებოდა კონკრეტული წიგნების კითხვა, იყო დრო ბავშვებს მშობლები აძალებდნენ კითხვას. ამ დროს წიგნის მაღაზიებიც იშვიათობას წარმოადგენდა და ადამიანებს რეგიონიდან რეგიონში, ქალაქიდან ქალაქში უწევდათ გადასვლა წიგნის საყიდლად.

თუმცა დღესდღეობით უფროდაუფრო იზრდება ინტერესი წიგნის კითხვის მიმართ და შესაბამისად, იზრდება წიგნის მაღაზიების რაოდენობაც.



image



2008 წელს, როდესაც დედაქალაქში „ბიბლუსის“ წიგნის პირველი მაღაზია გაიხსნა თაროებზეც ცოტა წიგნი ეწყო და მაღაზიასაც ცოტა მომხმარებელი სტუმრობდა, თუმცა დროთა განმავლობაში ერთის რაოდენობამაც იმატა და მეორისამაც.


ამის შემდეგ „ბიბლუსმა“ თავის მკითხველთან ერთად გახსნა ბევრი ახალი ფილიალი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, შექმნა უპრეცედენტო შემთხვევები, როცა მაღაზიის შესასვლელთან მკითხველების რიგები იდგა, მათი საყვარელი წიგნის მოლოდინში. დროთა განმავლობაში „ბიბლუსის“ ფილიალებმა მკითხველების მრავალფეროვან მოთხოვნას „ბიბლუსი გალერეა“ მოარგო და შექმნა სივრცე, რომელიც წიგნების დიდი არჩევანის გარდა მომხმარებელს ბევრ სხვა საინტერესო პროდუქტსაც სთავაზობს, მათ შორისაა კანცელარიის კუთხე, ღვინის მაღაზია allwine.ge, იტალიური კაფე„პიატო“ და სხვა.


image


ამჟამად „ბიბლუსის“ ფილიალები 50-ზე მეტ ობიექტს ითვლის, მათ შორის არის 4 „ბიბლუსი გალერეა“. „ბიბლუსი“ წლიდან წლამდე აფართოვებს მის არეალს. ამჟამად რიგით მეოთხე „ბიბლუსი გალერეა“ 10 სექტემბერს, თელავში, სააკაძისა და ბახტრიონის ქუჩების კვეთაზე იხსნება. ისევე როგორც სხვა „ბიბლუსი გალერეებში“, აქ წიგნებთან ერთად დაგხვდებათ სახლის სხვადასხვა აქსესუარისა და საკანცელარიო ნივთების ფართო არჩევანი.

გალერეას სივრცეში მოთავსებულია ღვინის მაღაზია Allwine.ge, სადაც სხვადასხვა სახეობის უნიკალური ღვინოების შეძენას შეძლებთ. აქვეა იტალიური კაფე „პიატო“ იტალიური კერძების დიდი არჩევანითა და ღვინის ექსკლუზიური სახეობებით.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 10 სექტემბერს ფილიალის გახსნასთან დაკავშირებით „ბიბლუსი“ თავის მომხმარებელს სიურპრიზს უმზადებს - მთელი დღის განმავლობაში ყველა წიგნი თელავის „ბიბლუსი გალერეაში“ 20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.


ასე რომ, 10 სექტემბრიდან თელავის „ბიბლუსი გალერეა“ გელოდებათ წიგნების ფართო არჩევანითა და სასიამოვნო გარემოთი, სადაც ყველაზე დამღლელი დღის შემდეგაც კი შეძლებთ სრულად განტვირთვას.


0
22
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0