სხვა ,,ლაზური გვარსახელები" - მნიშვნელოვანი წიგნი ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის 2017, 8 სექტემბერი, 19:38 “ლაზური გვარ-სახელები" ასე ჰქვია ახალგაზრდა მეცნიერის - ბაკურ გოგოხიას წიგნს, რომელიც ახლახანს გამოიცა. ავტორი წლების მანძილზე იკვლევდა და საინტერესო დაკვირვებებს წარმოაჩენდა აღნიშნული თემის ირგვლივ, რამაც საბოლოოდ ერთ წიგნში მოიყარა თავი. ბაკურ გოგოხია: “კვლევა 2016 წელს დამთავრებული მქონდა... ყველაფერი წამეშალა... თავიდან დავწერე! ახალი ცნობებითა და დაკვირვებებითაც შევავსე... წიგნში განხილულია ლაზური გვარ-სახელების წარმოების საკითხები – გვარები, რომლებიც ისტორიულად გავრცელებული იყო აღმოსავლეთ ლაზეთში – სურმენეს სოფელ ჩამბურნუდან მოყოლებული ბათუმის სოფელ გონიომდე. კვლევის ძირითადი ნაწილი ეძღვნება ჩვენებური გვარსახელების მაწარმოებელ "-Vვან" სუფიქსს (მაგ.: რომელიც გვაქვს გვარებში ბაგრატოვანი, ბერანევანი, გელოვანი, ჩიქოვანი და ა.შ.), რომელიც აქამდე ლაზურ გვარებში არ ყოფილა გამოვლენილი და ყურადღება არავის მიუქცევია და, ცხადია, თვითონ ამ სუფიქსით წარმოებულ ლაზურ გვარებს. ლაზეთში ასეთი გვარების გამოვლენის ფაქტი მრავლისმეტყველია და აქამდე ღიად ან სადავოდ დარჩენილ ბევრ კითხვას პასუხობს. ეს შესაძლოა, ზოგს არც მოეწონოს, მაგრამ ოსმალურ საარქივო მასალებში 4 თუ 5 საუკუნის წინ აღნუსხული ლაზური გვარები ჯიუტი ფაქტის წინაშე აყენებს ყველას. ეს ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. 374 შეფასება არ არის
|