x
მეტი
  • 25.09.2017
  • სტატია:69576
  • ვიდეო:322128
  • სურათი:423231
1 500 წლის "ანგელოზის მუხა"

image


ამერიკის შეერთებულ შტატებში, სამხრეთ კაროლინას შტატში უკვე 1 500 წელია იზრდება მუხა, რომელსაც ანგელოზის მუხას უწოდებენ. მისი დიამეტრი 2, 7 მეტრია, სიმაღლე დაახლოებით 20 მეტრი, ყველაზე გრძელი ტოტის სიგრძე 27 მეტრს აღწევს. მუხა კუნძულ იოანეს ტყიან რაიონშია.


image


მუხამ სახელწოდება იმ მიწის ბოლო მფლობელის გვარიდან მიიღო, რომელზეც დგას.


1717 წელს მიწას აბრაამ უაიტი დაეპატრონა, 4 თაობის განმავლობაში მიწა უაიტების მფლობელობაში იყო. შემდეგ მართა უაიტი ცოლად გაჰყვა იუსტუს ენჯელს (Angel–ამგელოზი). აქედან მისი სახელწოდებაც.


1991 წლიდან მუხა და პარკი მის გარშემო ქალაქ ჩარლსტონის საკუთრებაა.


image


მუხის ტოტები იმდენად მძიმეა, რომ იძულებულია მიწაზე იყოს გართხმული. სურათებზე ჩანს, თუ როგორ არის შეყენებული საყრდენები მუხის დასახმარებლად:


image


image


image


ანგელოზის მუხამ ბევრი ქარიშხალი, წყალდიდობა და მიწისძვრა გადაიტანა. ურაგანმა ჰუგომ (Hugo) 1989 წელს ძალიან დააზიანა, მაგრამ შემდეგ მუხამ თავის აღდგენა შეძლო.


image


image


ხესთან შემოქმედებითი ღონისძიებები ეწყობა სახელწოდებით "საღამო ანგელოზის მუხის ქვეშ". როცა ჟღერს მუსიკა, ეწყობა სპექტაკლები და სხვადასხვა კულტურული წარმოდგენები.


0
219
3-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0