x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
თავი დაიფასე ანუ ის, რაც გვასწავლეს
image

დაბადებიდან უამრავ რამეს გვასწავლიან გოგონებს და ყველა თუ არა მათი უმრავლესობა ჩვენი შეზღუდვისკენაა მიმართული.
მიუწვდომელი უნდა იყო, უნდა გეტრფოდნენ, გეძიებდნენ, გელოდებოდნენ, სიცოცხლეს გწირავდნენ, მარტივად ვერ გიპოვებდნენ, შენ პასუხს ათწლეულები უნდა ელოდებოდნენ.

ამ ყველაფერზე იწერებოდა ლექსები, პოემები, თხზულებები, მოთხრობები ... და რისთვის?
ყველა სტანდარტული ურთიერთობა ჩემს ირგვლივ გოგოს ‘’თავის დაფასებით’’, მისი გრძნობების შეზღუდვით, გამოუხატავობით დაწყებულა და დღემდე გრძლედება ან უკვე შეწყდა მომეტებული სიყალბის გამო.
რატომ უნდა ვიყოთ შეზღუდულები?! რატომ ვერ უნდა ვთქვათ, როცა მოგვწონს, გვიყვარს, ვგიჟდებით მასზე?! ვთქვათ ეს როცა გვინდა, სადაც გვინდა და ვთქვათ მაშინ - როცა გვინდა! არ ველოდოთ პირველი როდის გადმოდგამენ ნაბიჯს, როდის გავა ხვეწნა-მუდარის რამდენიმე თვე, წელი, საუკუნე...


ამდენ გამოუხატავ ემოციას ვკლავთ ჩვენში და ველოდებით მის პირველ ნაბიჯს და რაში გვჭრდება ეს? რატომ უნდა ვტანჯოთ საკუთარი თავი ამის კეთებით?



ყველანაირ პატრიარქალურ სიმახინჯეში კაცების დადანაშაულების მომხრე არ ვარ ! კი ჩვენი ბრალიცაა! მივაჩვიეთ ისინი, რომ უნდა გვეხვეწონ თორემ ვერაფერს მიიღებენ, უნდა ‘’გვეძიებდნენ და გვპოვედბნენ’’ . სინამდვილეში კი არაფერში გვჭრდება ეს ბარიერები და წინაღობები.


საქმე ბევრად უფრო მარტივადაა - თუ ადამიანს არ მოსწონს შენი მეს რეალური ვერსია, მაშინ შენ არ გჭირდება ეს ადამიანი !


მივაჩვიოთ ბიჭები, ძმები, მეგობრები, ‘’ქრაშები’’, რომ როცა გიყვართ ვამბობთ, როცა მოგვწონს მაგასაც ვამბობთ და თუ არ ვავმბობთ ე.ი ეს ესე არ არის!
სჯობს დავარქვათ კის კი და არას - არა !
ნუ ჩავსვამთ საკუთარ თავს იმ ჩარჩოებში, რომელიც ჩვენი შებოჭვისთვისაა შექმნილი!



3
302
4-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა ჩოგოვაძე
გვანცა ჩოგოვაძე
302
  
2017, 7 სექტემბერი, 14:21
სტატიის ავტორს ვეთანხმები, როცა ხედავ რომ ბიჭს მოსწონხარ, ცოტათი თავი უნდა დაიფასო, მაგრამ არა უსასრულოდ, ერთ დღესაც მობეზრდება ბიჭს ამდენი დევნა და მერე თავს ანებებს გოგოს, მერე გოგო იწყებს უკვე იმ ბიჭის დევნას და ასე გრძელდება უაზროდ. მაგრამ ბიჭს უკვე აღარ აინტერესებს. . .ასეც ხდება.

რაც წერია სტატიაში მომწონს, სიმრთლეა
2017, 6 სექტემბერი, 17:37
ავტორთა ჯგუფში ხართ?
0 1 3