საზოგადოება ბრიტანული ტელევიზიის ექსპერიმენტი: 5 დღე ტელეფონის და ინტერნეტის გარეშე 2017, 5 სექტემბერი, 11:26 ალბათ, ყველა ჩვენგანს უოცნებია ცოტა ხნით მაინც გამორთოს ტელეფონი, არ მიეკაროს კომპიუტერს, არ უპასუხოს ფოსტას, მოკლედ ჩაიკეტოს ოთახში და დაისვენოს ყველასგან და ყველაფრისგან.
ბრიტანულმა ტელეარხმა Channel 5-მა გადაწყვიტა ექსპერიმენტი ჩაეტარებინა:ჩაეკეტა რამდენიმე მოხალისე ერთკაციან საკანში და მოეწყვიტა ცივილიზაციისგან. როგორც გაირკვა, ეს არც ისე იოლი აღმოჩნდა. Channel 5-მა ანტისოციალურ ტელეპროექტისთვის ხუთი მოხალისე შეარჩია:ტელეწამყვან ჯორჯ ლემი და კიდევ ოთხი მოხალისეს ერთკაციან კამერაში 5 დღე-ღამის განმავლობაში უნდა ეცხოვრა ყოველგვარი ელექტრონული მოწყობილობის გარეშე.ექსპერიმენტის მონაწილეს ეძლეოდა საკვები და კიდევ სამი ნივთი ასარჩევად. კამერაში იყო საწოლი და ტუალეტი. ერთმა მონაწილემ პროექტი ოთხი საათის შემდეგ დატოვა, მეორემ მარცხი 24 საათის შემდეგ აღიარა. 28 წლის მედდამ შერმეინმა, რომელსაც სურდა დამეტკიცებინა საკუთარი შეუპოვარობა, მხოლოდ 4 საათი გაძლო, ჯერ მოიწყინა, შემდეგ კი ტირილიც დაიწყო, ქმრის გამოგზავნილი წერილიც გახსნა, რომელიც წესით 2 დღის შემდეგ უნდა გაეხსნა. "პანიკაში ვარ, აღარ შემიძლია, სახლში მინდა დაბრუნება"- და ღილაკს თითი დააჭირა. "მე როგორც ვფიქრობდი ასე არ ყოფილა, თურმე არ შემძლებია მარტო დარჩენა"-აღნიშნა შერმეინმა. ტელეწამყვანმა ჯორჯ ლემმაც მხოლოდ 24 საათი გაძლო და დატოვა პროექტი.როგორც მან განაცხადა, პირველი პრობლემა ის იყო, რომ ვერ არკვევდა დღე იყო თუ ღამე. "ხუთი დღე აქ ჯდომის პერსპექტივა მაგიჟებს"- ყვიროდა ოთახში გამოკეტილი ჯორჯი. ექსპერიმენტის შემდეგი მონაწილე, 36 წლის მარტოხელა დედა სარა იყო.ქალს ძალიან გაუჭირდა 5 დღე საკანში ყოფნა, მას გულისრევა, ნერვიული შეტევები, შიშები და მოლანდებები დაეწყო, ხელმძღვანელობა სერიოზულად ფიქრობდა სარასთვის პროექტი შეეწყვიტათ, თუმცა ახალგაზრდ ქალმა მაინც დასძლია შიშები და ექსპერიმენტის დასრულება შეძლო. 28 წლის ლოიდსაც გაუჭირდა 5 დღე საკანში ყოფნა, მაგრამ მაინც შეძლო. როგორც ლოიდმა აღნიშნა, იგი დამოკიდებულია სოცქსელებზე და სურდა დროებით მაინც გადაედო გვერდზე სმარტფონი. ლოიდი ამ 5 დღის განამავლობაში ვიდეოკამერებს "ელაპარაკებოდა". ამათგან ყველაზე ადვილად ბლოგერმა ლუსიმ გადალახა 5 დღიანი "პატიმრობა". ახალგაზრდა ქალს ამაში ხატვა დაეხმარა. 56 7-ს მოსწონს 1-ს არა
|