x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
როგორ მოვემზადოთ სკოლისთვის 50 ლარიანი ბიუჯეტით?

image

სექტემბერი დადგა, ახლოვდება ახალი სასწავლო წელი და სასკოლო სამზადისი კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის. მშობლები უკვე ინტენსიურად არჩევენ მნიშვნელოვან სასკოლო ნივთებს ბავშვებისთვის, რათა მათი სასწავლო წელი კომფორტული და წარმატებული იყოს.

ყველა მშობელს სურს საუკეთესო ხარისხის პროდუქცია შეურჩიოს ბავშვებს, შეიძინოს ყველა აუცილებელი ნივთი, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათი ბიუჯეტი საკმაოდ შეზღუდულია და შესაბამისად, სხვადასხვა ადგილას მისვლა, ფასებისა და პროდუქციის ხარისხის შედარება უწევთ, რათა წინასწარ გათვალისწინებული ბიუჯეტით მოახერხონ ყველა სასურველი ნივთის შეძენა, რაც საკმაოდ დამღლელი და სტრესული პროცესია.



image

სასკოლო სამზადისს ამარტივებს ერთ სივრცეში თავმოყრილი სასკოლო და საკანცელარიო ნივთების სრული ასორტიმენტი ყველასთვის მისაღები ფასებით. სწორედ სასკოლო პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" თავის მომხმარებელს. "ბიბლუსის" ქსელის ყველა ფილიალში წარმოდგენილია ჩანთების, პენლების, რვეულების, ფანქრებისა და სხვა სასკოლო-საკანცელარიო ნივთების სრული ასორტიმენტი. გარდა ფილიალებისა, პირველი სექტემბრიდან ბიბლუსი საკუთარ პროდუქციით თბილისის 4 ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრის: "სითი მოლის", "გლდანი მოლის", "თბილისი ცენტრალისა" და "ისთ ფოინთის" ტერიტორიაზე გამართულ სპეციალურ სასკოლო ბაზრობებზეც არის წარმოდგენილი. 8 სექტემბრიდან კი "თბილისი მოლის" სასკოლო ბაზრობაზეც შესთავაზებს მომხმარებელს სასკოლო-საკანცელარიო ნივთების სრულ ასორტიმენტს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბიბლუსის ფილიალებსა თუ სასკოლო ბაზრობების სტენდებზე ნებისმიერი ტიპის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ფასებია: მისთვისაც, ვინც უპირატესობას დაბალ ფასებს ანიჭებს და მისთვისაც, ვინც მზადაა მაღალი ხარისხის პროდუქციაში შედარებით მაღალი ფასი გადაიხადოს. ბიბლუსი ექსკლუზიურად გვთავაზობს უმაღლესი ხარისხის ესპანური ბრენდის "მილანის" პროდუქციას და მასთან ერთად ქართული ბრენდის "პონტოს" ნივთებს ხელმისაწვდომ ფასად. ბიბლუსში სასკოლო ჩანთები 29 ლარიდან იწყება, პენალის შეძენა 3.9 ლარიდან შეგიძლიათ, სახატავი ფანქრების მრავალფეროვანი ასორტიმენტი კი 1, 95 ლარიდან იწყება. დიდი არჩევანია სასკოლო რვეულების კუთხითაც, რომელთა ფასიც სულ რაღაც 0, 5 ლარიდან იწყება.


image


ამ ფასების გათვალისწინებით სკოლისთვის მომზადება 50 ლარიანი ბიუჯეტითაც კი შესაძლებელი აღმოჩნდა. სასკოლო ზურგჩანთა, "პონტოს" ბრენდის პენალი, ფლომასტერების ნაკრები, ფერადი ფანქრები, სახაზავი, სახატავი რვეულები, კალმები - ეს იმ პროდუქციის მოკლე ჩამონათვალია, რომლის შეძენასაც 50 ლარიანი ბიუჯეტით შეძლებთ და რაც სრულიად საკმარისია წარმატებული სასწავლო წლის დასაწყებად. მაგალითისთვის კი გთავაზობთ ჩვენ მიერ შერჩეული პროდუქციის ჩამონათვალს ფასებით, რომლის შეძენაც სწორედ ამ ბიუჯეტით შეგიძლიათ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მომხმარებელი არჩევანში შეზღუდული არ არის და საკუთარი ბიუჯეტის გათვალისწინებით შეუძლია თავად შეარჩიოს სასურველი პროდუქცია მისთვის ოპტიმალური რაოდენობით.

0
128
5-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0