x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134372
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
5 ინოვაცია, რომელიც სამყაროს ამოატრიალებს 2020 წლისთვის

image


მეცნიერება ვითარდება, თანაც არარეალური ტემპით. ის, რისი შექმნაც ადრე შეუძლებელი იქნებოდა, ახლა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. რას გვპირდებიან მეცნიერები უახლესი 10 წლის მანძილზე? ეს სტატია ეძზღვნება 5 პროგნოზს, რომლებსაც მეცნიერები მომავალი 10 წლისთვის ვარაუდობენ.

1. არქიტექტურა

დუბაი განთქმულია ორიგინალური არქიტექტურული ქმნილებებით, თუმცა საქმე მხოლოდ შენობის სიმაღლესა და მის აშენებაში ჩადებული თანხის რაოდენობაშია. უნიკალური შენობა, რომელიც მხოლოდ გაერთიანებულ არაბთა საემიროებში შეიძლება ნახოთ, იქნება 59 სართულიანი და იტრიალებს წამში 6 მეტრი სიჩქარით. შიგნით მყოფებისთვის მოძრაობა შეუმჩნეველი იქნება. ისინი მხოლოდ ფანჯარაში ცვალებად პეიზაჟს დაინახავენ, მაგრამ ცათამბრჯენისთვის განმასხვავებელი არის არა მისი სახე, არამედ მექანიზმი, რომელიც შენობას ატრიალებს. ენერგიის წყარო არის სართულებს შორის განთავსებული მბრუნავი მილები, რომელთა ბრუნვის შედეგად გამომუშავებული ენერგია საკმარისი იქნება არამარტო სართულების დასატრიალებლად, არამედ ამ და მეზობელი რამდენიმე შენობისთვის ენერგომომარაგებისთვისაც.

2. მედიცინა

ჯერ კიდევ ძალიან მწვავედ დგას დონორული ორგანოების საკითხი, მაგრამ უახლოეს მომავალში, მცნიერები გეგმავენ ამ პრობლემის 3D-ბეჭდვით გადაჭრას. უკვე ჩატარებულია ცდები ადამიანების ორგანოების ამ ფორმატით ბეჭდვაზე: მაგალითად, კომპანია organovo-მ წარმატებულად შეძლო შეექმნა ორგანო 3D ფორმატის დახმარებით.
შინაგანი ორგანოების შექმნა ერთადერთი არ არის, რაზეც თანამედროვე მეცნიერ-მედიკოსები მუშაობენ. ნანოტექნოლოგიების დახმარებით და გენომის რედაქტირებით, მეცნიერებები მზად არიან რევოლუცია მოახდინონ მედიცინაში. ისინი გვპირდებიან, რომ შესაძლებელი იქნება შიზოფრენიისა და აუტიზმის განკურნება გენეტიკურ დონეზე.

3. რობოტები

ჯერ კიდევ შორსაა ის დრო, როცა რობოტებს ინტელიგენტი ექნებათ და ყველა საქმის შესრულებას შეძლებენ, რასაც ახლა ადამიანი აკეთებს, მაგრამ დღეს უკვე მანქანებს შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი ემოციები და რეაგირება მოახდინონ თანამოსაუბრის ტონზე. ფიზიკურ მუშაობაზე რომ არაფერი ვთქვათ.

4. სამეცნიერო პოტენციალი

ინტერნეტის გაჩენა გახდა ნიშანდობლივი მოვლენა მეცნიერების განვითარებისთვის. უკვე აღარ არის საჭირო მილიონობით თანხა იდეის მასებში გავრცელებისთვის. კრაუდფანდინგური სერვისი მილიონობით დოლარს გამოიმუსავებს ყველაზე ორიგინალური და უჩვეულო იდეებისთვისაც კი. ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იწყებს web-საიტით, სადაც ათავსებს საკუთარ ბიზნეს-იდეას, შეუძლია მიაღწიოს მწვერვალებს ბიზნესისა და სამეცნიერო სფეროში. ინტერნეტმა ყველა თანაბარ პირობებში ჩააყენა, სადაც წარმატება დამოკიდებულია მხოლოდ იდეის აქტუალობასა და მისი სწორად გადმოცემის უნარზე.

5. ენერგია

ნავთობი, რომელიც მიწის წიაღიდან მოიპოვება, მალე ამოიწურება ან გამოყენებული იქნება სხვა მიზნით. ამის ერთ-ერთ მიზეზად მეცნიერები მზის ენერგიის გაიაფებას ასახელებენ. გარდა ამისა, მზის ენერგიის მოცულობა ორმაგდება ყოველწლიურად და ეს გრძელდება უკვე 20 წელია.

ჯერ კიდევ 2010 წელს კომპანია sandia-მ მოახდინა მზის ბატარეების პრეზენტაცია, რომლებიც ასჯერ უფრო ნაკლებ მასალებს საჭიროებდნენ შექმნისთვის, ვიდრე იმ მომენტისთვის არსებული ანალოგები. ამასთან sandia-ს ბატარეები გაცილებით დიდი რაოდენობის ენერგიას ინარჩუნებენ, შესაბამისად გასაოცარიც არ უნდა იყოს, რომ ჩვენი მომავალი დაფუძნებული იქნება სწორედ ასეთ ტექნოლოგიებზე.


0
318
2-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჯიქურაშვილი
ნათია ჯიქურაშვილი
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0