x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ქალის ცრემლი სექსის სურვილს აქრობს

image



ისრაელის შანი გენშტეინის ლაბორატორიის ექსპერტებმა უჩვეულო კვლევა ჩაატარეს. მათ გაარკვიეს თუ როგორ მოქმედებს ქალის ცრემლები მამაკაცის სექსუალურ სურვილებზე.


ექსპერიმენტის მსვლელობისას ქალბატონებს ემოციური ფილმი აყურებინეს და ატირებულ ქალბატონთა ცრემლები სპეციალურ კოლბებში შეაგროვეს. შემდეგ მამაკაცთა ნაწილმა ცრემლიანი, ხოლო ნაწილმა წყლიანი კოლბები დაყნოსეს. აღმოჩნდა, რომ მამაკაცებს, რომლებმაც ცრემლიანი კოლბები დაყნოსეს სექსის სურვილი გაუქრათ. ექსპერტების განმარტებით, ცრემლი ფერომონებს შეიცავს, რომელთა სუნსაც ადამიანი ვერ გრძნობს, თუმცა ეს ნივთიერება ტვინის ცენტრზე ახდენს ზემოქმედებას. რის შედეგადაც მამაკაცის სისხლში ტესტოსტერონის დონე იკლებს და მამაკაცს სექსის სურვილი უქრება.

0
62
1-ს მოსწონს
ავტორი:ზურმუხტისთვალება
ზურმუხტისთვალება
Mediator image
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0