x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
თანამედროვე ეტიკეტის 10 წესი

image


არსებობს გარკვეული ნიუანსები, ეტიკეტები, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის. მოცემული ქცევის წესების ცოდნამ შეიძლება თქვენი ცხოვრება უფრო საინტერესო გახადოს.

1. ჩანთა არ უნდა დაიდოთ მუხლებზე ან სკამზე, რომელზეც ზიხართ. პატარა, კლაჩის ტიპის ჩანთა შეგიძლიათ დადოთ მაგიდაზე, მოცულობითი ჩანთა სკამის საზურგეზე ჩამოკიდოთ ან იატაკზე დადოტ, თუ არ არის სპეციალური ჩანთის საკიდი ან დასადები (მათ ხშირად შეხვდებით რესტორანში).

2. არასოდეს წახვიდეთ სტუმრად წინასწარ დარეკვის გარეშე.

3. ქოლგა არასოდეს არ გააშროთ გახსნილ მდგომარეობაში, არც ოფისში და არც სტუმრად ყოფნისას. ის უნდა დაკეცოთ და ჩამოკიდოთ ან სპეციალურ სადგამზე დადოთ.

4. მამაკაცი არასოდეს არ ატარებს ქალის ჩანთას. ქალის ლაბადასაც იღებს მხოლოდ იმიტომ, რომ გასახდელამდე მიიტანოს.

5. საშინაო ტანსაცმელი- ეს არის შარვალი და სვიტერი, რომელიც უნდა იყოს მოსახერხებელი, ოღონდ ღირსეულად გამოიყურებოდეს.

6. ქალს შეუძლია არ მოიხსნას შენობაში შესვლისას თავსაბურავი და ხელთათმანები, მაგრამ არა ქუდი და ბეწვის ხელთათმანები.

7. იმ მომენტიდან, როცა ბავშვი დაბინავდება ცალკე ოთახში, მიაჩვიეთ მასთან შესვლისას კარზე დაკაკუნებას. ამის შემდეგ ისიც დააკაკუნებს, სანამ თქვენ ოთახში შემოვა.

8. მამაკაცი ყოველთვის პირველი შდის ლიფტში, ხოლო ლიფტიდან პირველი ის გამოდის, ვინც კართან უფრო ახლოს დგას.

9. ცხრა რამ უნდა შეინახოთ საიდუმლოდ: ასაკი, სიმდიდრე, საიდუმლო გასასვლელი სახლში, ლოცვა, წამლის შემადგენლობა, სასიყვარულო კავშირი, საჩუქარი, ჯილდო და უბედურება.

10. ყველა ადამიანს 12 წლის ასაკიდან უნდა მიმართოთ “თქვენ''-ობით.

0
590
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჯიქურაშვილი
ნათია ჯიქურაშვილი
590
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0