x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134388
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
ყველაზე შემზარავი ფსიქიკური აშლილობები

image
ფსიქიკური აშლილობები საკმაოდ იშვიათად თუ ხვდება საზოგადო
განხლვის თემა, თუმცა იმაზე უფრო მეტადაა გავრცელებული ვიდრე გვგონია.მენტალური ჯანმრთელობის
ნაციონალური ინსტიტუტის კვლევების მიხედვით, ამერიკის შეერთებულ შტატებში ოთხი ოჯახიდან
ერთს მაინც ჰყავს წევრი, რომელიც ფსიქიკური დაავადებით იტანჯება.მთელ მსოფლიოში კი დაახლოებით
450 მილიონი ადამიანია დაავადებული.

რა თქმა უნდა, ნებისმიერი მენტალური დაავადება შემზარავია.ზოგიერთი მათგანი შეიძლება
ინსპირაციის წყაროც კი გახდეს რეჟისორთათვის.ქვემოთ შემოგთავაზებთ 10 ყველაზე საშიშ
მენტალურ აშლილობას.



1) ვენდიგოს ფსიქოზი

ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებებიდან ვენდიგო ერთადერთია, როდესაც
პიროვნებას ადამიანის ხორცის ძლიერი მოთხოვნილება უჩნდება.დაავადება ჩრდილო ამერიკული, კერძოდ, ჩიპეუასა
თუ იჯიბუეს ტომების კულტურის ფესვებში ჩაისახა, სადაც არსებობს მრავალი ამბავი კანიბალი
მონსტრის-ვენდიგოს-შესახებ.

დაავადება ძირითადად ზამთრობით იჩენდა თავს მაშინ, როდესაც ოჯახები დიდთოვლობის გამო
იზოლირებულები აღმოჩნდებოდნენ გარე სამყაროსაგან და მცირე საკვების მარაგი ჰქონდათ.ვენდიგოს
სიპტომები შემდეგნაირია:დეპრესია, ჩვეულებრივი საკვების მიმართ მადის დაკარგვა, ღებინება
და ნახევრად-სტუპორი (მოტორული შეკავება).თანდათანობით პიროვნებას უჩნდება შიზოფრენიული
იდეები, რომ ვენდიგო დაეპატრონა მის სულს და ცდილობს თავის მიმდევრად აქციოს.ინდივიდს
ეჩვენება, რომ ადამიანები მაქციების სახეს იღებენ, რაც საბოლოოდ კანიბალური იდეებისაკენ
უბიძგებს.საბოლოოდ მას უჩნდება ადამიანის ხორცის დაუოკებელი მოთხოვნილება, რაც, დღესდღეისობით, ვენდიგოს
ფსიქოზის სახელს ატარებს.

ხშირად ვენდიგოს ფსიქოზი კულტურულ დაავადებად მოიაზრება, რაც იმას გულისხმობს, რომ მხოლოდ
კონკრეტული კულტურის წარმომადგენელი შეიძლება დაავადდეს.



2) სინდრომი - ალისა საოცრებათა ქვეყანაში

ამ სინდრომით დაავადებულ პირებს არასწორი შეხედულება უყალიბდებათ გარე სამყაროზე, რასაც
ხშირად ახლავს თან აუტანელი შაკიკი.ხშირად მათ ხმები გაცილებით ხმამაღლა ან ხმადაბლა
ესმით.ნივთები რეალურ ზომაზე უფრო დიდად ან პატარად ეჩვენებათ.რომ არა აუტანელი თავის
ტკივილები მათი სამყარო შესაძლოა საკმაოდ მომხიბვლელიც კი ყოფილიყო.

მისი სიმპტომები LSD-ს
მოხმარების შედეგად მიღებულ განცდებს მოგვაგონებს, თუმცა ეიფორიის გარეშე.ამის მიზეზი
ალბათ ისაა, რომ ყველაზე ხშირად ეს დაავადება ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებლებს
ემართებათ, თუმცა არსებობს შემთხვევები, როდესაც სიმსივნიდანაც განვითარებულა.ამასთანავე
ამ სინდრომით მხოლოდ 20 წლის ზემოთ პირები ავადდებიან.



3) უცხოპლანეტელი ხელის სინდრომი

წარმოიდგინეთ, რომ თვქენი მტევნები არ გემორჩილებათ.ღამე გეღვიძებათ და აღმოაჩენთ, რომ
საკუთარი ხელი გგუდავთ.ან უეცრად თქვენი მარჯვენა ხელი დანას იღებს და ცდილობს ყელი
გამოგღადროთ.უცხოპლანეტელი ხელის სინდრომით დაავადებულთათვის ეს შესაძლოა რეალობად
იქცეს.ეს არის მდგომარეობა, როდესაც ინდივიდი გრძნობს, თუმცა ვერ აკონტროლებს საკუთარ
მტევანს.ყველაზე ხშირად მარცხენა ხელი „ავადდება“.

რა თქმა უნდა, ესაა ნეუროლოგიური აშლილობა, რომლის კონცეპტუალიზაცია შეგვიძლია, როგორც
აზრისა და ქმედების ფუნქციონალური გახლეჩვა.

საბედნიეროდ ეს დაავადება ხშირად არ გვხვდება.ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებსაც
ტვინზე ოპერაცია აქვთ გაკეთებული.სამწუხაროდ მისი მკურნალობის გზები ჯერ არ აღმოუჩენიათ.ამ
ეტაპზე ერთადერთი გამოსავალი ხელის სხვადასხვა საქმით დაკავებაა.



4) კლუვერ-ბასის სინდრომი

კლუვერ-ბასის სინდრომს ძალზედ დრამატული ცვლილებები ახლავს თან.დაავადებულები ხშირად
კარგავენ მეხსიერებას, ჭამენ არასათანადო ობიექტებს, ახასიათებთ ჰიპერსექსუალობა, რასაც
შესაძლოა მოჰყვეს სექსუალური აქტით დაკავება ადამიანის გარდა სხვა ობიექტებთანაც, ასევე
თან ახლავს ვიზუალური აგნოზია, რაც ნივთების თვისობრივი მახასიათებლების დამახინჯებას
ან ადამიანების, ქუჩებისა თუ ადგილების ცნობის/განსხვავების უუნარობას გულისხმობს.

იმისათვის, რომ ინდივიდს კლუვერ-ბასის სინდრომი დაუდგინდეს საჭიროა სამი სიმპტომი მაინც
ჰქონდეს.ეს სინდრომი საფეთქლის წილის ორმხრივი დაზიანების გამო ვითარდება და სამწუხაროდ, დღესდღეისობით, მისი
განკურნების გზები არ არსებობს.



5) კოტარდის სინდრომი

ამ სინდრომით დაავადებულ ადამიანებს სჯერათ, რომ მკვდრები არიან.ეს ასევე ცნობილია „მოსიარულე
გვამის სინდრომის“ სახელით, როდესაც ინდივიდი დარწმუნებულია, რომ მოკვდა, მაგრამ დედამიწაზე
შემორჩა.

სამედიცინო საზოგადოებამ კოტარდის სინდრომი რეალურ პრობლემად მხოლოდ ახლა ცნო.მიუხედავად
იმისა, რომ სინდრომი პირველად 1880 წელს გამოვლინდა, ფორმალური აღიარება 2007 წლამდე
ვერ მოიპოვა.სწორედ ამით აიხსენა ის ფაქტი თუ რატომ არ არსებობს ჯერჯერობით ამ ილუზიისაგან
განკურნების საშუალება.ამ სინდრომით დაავადებულები განიცდიან ძლიერ დეპრესიას და ხშირად
თავის მოკვლის მცდელობებიც აქვთ, რათა გამოსცადონ ნამდვილად განსვენებულები არიან თუ
არა.



6) ფრეგოლის სინდრომი

ეს არის ჰიპერიდენთიპიკაციის მდგომარეობა, როდესაც ინდივიდს აწუხებს მანიაკალური აზრები, რომ
მას მუდამ უთვალთვალაბენ.იგი მის გარშემო მყოფ ადამიანებში პოულობს აბსურდულ მსგავსებებს
თავის ნაცნობ ადამიანებთან.აიგივებს მათ ერთმანეთთან და დარწმუნებულია, რომ მისი ნაცნობები
გადაცმული სახით განუწყვეტლივ უკან დაჰყვებიან.პირველად ეს დაავადება 1927 წელს დაფიქსირდა.27
წლის ქალი ამტკიცებდა, რომ მას მუდამ უკან დაჰყვებოდა ორი მსახიობი, რომელთა სანახავადაც
იგი თეატრში ხშირად დადიოდა.იგი ირწმუნებოდა, რომ მსახიობები ინიღბებოდნენ იმ პიროვნებებად, რომელსაც
მანდილოსანი იცნობდა.

სინდრომი ატარებს ცნობილი იტალიელი მსახიობის ლეოპოლდო ფრეგოლის სახელს, რომელსაც შეეძლო
სასცენო კოსტუმები ძალზედ სწრაფად შეეცვალა და სხვა ადამიანად გარდასახულიყო.



7) კაპგრას სინდრომი

წარმოიდგინეთ, რომ ახლობლებიდან ვეღარავის ენდობით.ადამიანი, რომელზეც ადრე ზრუნავდით
და ღელავდით აღარაა ის, ვინც ადრე იყო.იგი მისმა ორეულმა ჩაანაცვლა, რომელიც თქვენს ნაცნობად
ასაღებს თავს.საწინააღმდეგოდ ფრეგოლის სინდრომისა კაპგრას დაავადების დროს ინდივიდი
დარწმუნებულია, რომ საკუთარი ნაცნობი რაღაც მონსტრმა, რობოტმა, სხვა გამოგონილმა არსებამ
თუ ბოროტმოქმედმა ადამიანმა შეცვალა.დაავადებულის აღქმაში პიროვნების ფიზიკური მახასიათებლები
კი არა, მისი ფსიქიკური არსი იცვლება.

სინდრომი ხშირად შიზოფრენიიდან ვითარდება, თუმცა თავის დაზიანებების შემდეგაც შეიძლება
გამოვლინდეს.



8) სტოკჰოლმის სინდრომი

ყველა აქ ჩამოთვლილ დაავადებათაგან სტოკჰოლმის სინდრომი, ალბათ, ყველაზე ცნობილია.ეს
არის სიმპათიისა და მიზიდულობის პარადოქსული რეაქცია, რომელიც მსხვერპლს აგრესორის მიმართ
ახასიათებს.სინდრომმა სახელწოდება რეალურ ფაქტზე დაყრდნობით მიიღო.1973 წლის 23 აგვისტოს
შეიარაღებული დამნაშაავები, რომლებიც ციხიდან გამოიქცნენ შეიჭრნენ სტოკჰოლმის ბანკში, აიყვანეს
მძევლები და 6 დღის განმავლობაში გამუდმებით მათთან ერთად იყვნენ ბანკის ერთ-ერთ საცავში.დამნაშავეები
გამოსასყიდს მოითხოვდნენ.ცნობილია, რომ დროთა განმავლობაში მძევლებს დადებითი დამოკიდებულება
ჩამოუყალიბდათ გამტაცებლების მიმართ.



9) დიოგენეს სინდრომი

შესაძლებლობა იმისა, რომ ინდივიდი დიოგენეს სინდრომით დაავადდეს საკმაოდ დიდია.ყველაფერი
პარანოიით ან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარების უუნარობით იწყება.დროთა განმავლობაში
დაავადება ღრმა ფაზაში შედის და ხშირად გარე სამყაროსგან სრული იზოლაციით მთავრდება.

დაავადება ყველაზე ხშირად ხანდაზმულებს ესხმის თავს, მათი შემცირებული ურთიერთობებიდან
გამომდინარე.დაავადებას ხშირად ახასიათებს თვით-უარყოფა, აპათია, კატატონია, სირცხვილის
გრძნობის დაქვეითება, საოჯახო ნივთებისა თუ ნაგვის შეგროვება, შინაური ცხოველების მოშენება
და ანტისანიტარია.



10) პიკა

ესაა კვებითი აშლილობა, რომელსაც ხშირად კლუვერ-ბასის სინდრომს უკავშირებენ დაავადებულის
მოთხოვნილების გამო ჭამოს კვებისათვის გამოუყენებელი ნივთებით.ეს შეიძლება იყოს ბალახი, ჭუჭყი, ქინძისთავი
ან ნებისმიერი სხვა საგანი.პიკათი დაავადებული ინდივიდის მუცელში საკმაოდ მრავალფეროვანი
საგნები შეიძლება აღმოაჩინოთ.

არსებობს მოსაზრება, რომ პიკა გამოწვეულია ორგანიზმში გარკვეული ნივთიერებების დეფიციტის
გამო.ასევე პიკა შეიძლება დაკავშირებული იყოს გონებრივ შეზღუდვებთან, მაგალითად, აუტიზმთან
ან შიზოფრენიასთან.

პიკათი ძირითადად 1-დან 6 წლამდე ბავშვები ავადდებიან.გავრცელებულია ასევე ორსულებშიც.

0
448
2-ს მოსწონს
ავტორი:სალომე დარბაიძე
სალომე დარბაიძე
448