x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508587
თურქ მსახიობს ძმიშვილთან სასიყვარულო ურთიერთობის გამო ციხე ემუქრება

ცნობილ თურქ მსახიობსა და ტელეწამყვანს მურატ ბაშოგლუს "უზნეო ქცევის" გამო შესაძლოა პატიმრობა მიუსაჯონ. ამის შესახებ ინფორმაციას AZE.az–ი ავრცელებს. ამის მიზეზი თურქულ მედია სივრცეში ერთი კვირის გავრცელებული ფოტოებია, რომელზეც ბაშოგლუ საკუთარ ძმიშვილთან ერთად იახტაზე ინტიმურ სიტუაციაშია აღბეჭდილი.

49 წლის ცნობილი თურქი მსახიობი და ტელეწამყვანი მურატ ბაშოგლუ 14 წელია დაქორწინებულია, ხოლო მისმა 35 წლის ძმიშვილმა 2015 წელს შექმნა ოჯახი. მედიის ცნობით, ორივე მათგანთან მეუღლეებმა განქორწინება მოითხოვეს.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბოდრუმის პროკურატურამ მურატ ბაშოგლუს ქვეყნის დატოვება აუკრძალა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თურქულ მედიაში ბაშოგლუს თურქეთიდან საბერძნეთში გაქცევის შესახებ დაიბეჭდა სტატია.image

0
303
1-ს მოსწონს
ავტორი:ბოჩოლა
ბოჩოლა
303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0