x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
გახსოვთ ის? იცით რატომ შეარქვეს მას "გაზაფხულის მარად ახალგაზრდა სამურაი"?
image

65 წლის წინ, 1952 წლის 21 მარტს საფრანგეთში შედგა პრემიერა ფილმისა "ფანფან-ტიტა", რომელმაც სულ მალე მსოფლიოს 85 ქვეყნის ეკრანები დაიპყრო და წარმოუდგენელი პოპულარობა მოუტანა მთავარი როლის შემსრულებელს - ჟერარ ფილიპს. სამწუხაროდ, მისი კარიერა მწვერვალში ყოფნისას დასრულდა: მსახიობმა 37 წელსაც კი ვერ მიაღწია. ამ ხნის მანძილზე მან კინოში 30-ზე მეტი როლის შესრულება მოასწრო, თუმცა მისი სახელი დღემდე ყველა ქვეყანაში ფანფან-ტიტასთან ასოცირდება.


image


მამამისი ოცნებობდა, რომ ვაჟს ოჯახური ტრადიცია გაეგრძელებინა და ადვოკატი გამხდარიყო, მაგრამ ჟერარმა მსახიობის პროფესია აირჩია. მან მოღვაწეობა დაიწყო თეატრალურ სარდაფებში და კრიტიკოსები და მაყურებლდები აღაფრთოვანა კალიგულას სახის თავისებური ინტერპრეტაციით. სწორედ ამ როლში იხილა იგი მარლენ დიტრიხმა და ახალგაზრდა მსახიობს ურჩია ძალები კინოში მოესინჯა: "რომატიზმი თეატრში წარსულს ჩაბარდა, კინოში კი - მომავლისაა. თქვენი მონაცემებით, ჟერარ, ეკრანზე სასწაულის მოხდენა შეგიძლიათ".


image


ჟერარ ფილიპი თავადი მიშკინის როლში, ფილმიდან "იდიოტი", 1946 წ.


23 წლის ასაკში ჟერარ ფილიპმა მიშკინის როლი მიიღო ფ. დოსტოევსკის "იდიოტის" იკრანიზაციაში. ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ ახალგაზრდა მსახიობი თავს ვერ გაართმევდა ასეთ სერიოზულ როლს მაგრამ პრემიერის შემდეგ კინოკრიტიკოსებმა იგი თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობად აღიარეს. 24 წლის ასაკში წარმატება კიდევ უფრო გაიზარდა - ფილიპმა სესანიშნავად გაართვა თავი 16 წლის ჭაბუკის როლს ფილმში "ეშმაკი სხეულში".


imageჟერარ ფილიპი ფილმში "ასეთი ლამაზი პატარა პლაჟი", 1949 წ.

imageimage

image
ჟერარ ფილიპი, ომის შემდგომი პერიოდის ყველაზე რომატიკული მსახიობი.



ჟერარ ფილიპს ყველაზე მეტად მაინც რომანტიკული საყვარლის როლები გამოსდიოდა. "ის ძალიან ლამაზი ადამიანი იყო, - იხსენებდა მსახიობი ჟანა მორო ფილიპის შესახებ - მაღალი. სუფთა ტანის. მქრქალი სახის ფერით, რომელიც მხოლოდ იმ მამაკაცებს აქვთ ხოლმე, კარგ ფიზიკურ ფორმაში რომ არიან. იგი ძლიერებისა და რწმენის განსახიერება იყო."


imageimage

1951 წელს ფილიპი "ფანფან ტიტაში" გადაიღეს, რამაც მას მსოფილო აღიარება მოუტანა. შეხსნილი ქურთუკითა და დაშნით ხელში იმდენად დამაჯერებელი იყო როგორც სასიყვარულო, ისე საბრძოლი სცენებში, რომ ნიუ-იორკში მას "რეაქტიული ფრანგი" შეარქვეს, ტოკიოში კი - "გაზაფხულის სამურაი". სახიფათო სცენებში, როგორც წესი, დუბლიორის გამოყენებაზე უარს ამბობდა. ამის გამო, გადაღებების დროს დაშნით შუბლი და ხელი გაეჭრა. მსახიობი იმდენად შეეთვისა როლს, რომ მთელ მსოფილოში მას ფანფან-ტიტას ეძახდნენ.


imageimage

image

image

ჟერარ ფილიპი ფილმში "ფანფან ტიტა", 1952 წ.


ფრანგ კინოხელოვნების ისტორიკოსი, ჟ. სადული წერდა: "ის მთელი დედამიწის მეგობარი იყო. მისით აღფრთოვანებული იყვნენ როგორც მოსკოვში, ასევე ტოკიოში, ვარშავაში, მიუნხენში, მადრიდში, როგორც პეკინში და კალკუტაში, ასევე ლეიპციგში..."


imageჟერარ ფილიპი და მისი მეუღლე, ანი.


imageimage


როცა მსახიობს ეკითხებოდნენ ჰგავდა თუ არა სინამდვილეში ფანფან ტიტას, პასუხობდა: "ხშირად მეკითხებიან, ვგრძობ თუ არა სრულ შერწყმას პერსონაჟთან. სიმართლე რომ ვთქვა, თითქმის არასოდეს. ვფიქრობ, მსგავსი შერწყმა მსახიობს საერთოდ არ შეუძლია. ყოველთვის ადგილი აქვს კონტროლს. ჯერ პერსონაჟის სახე წარმოსახვაში უნდა შექმნა, შემდეგ, როგორც გითხრათ, ხორცი უნდა შეასხა, მაგრამ აუცილებლად საკუთარი თავის კონტროლთან ერთად. აქ არც რეკვიზიტი გეხმარება, არც დეკორაცია. ისინი მაყურებლისთვის არის განსაზღვრული. ჩემი აზრით, პერსონაჟის სახე ერთგვარად შენი შინაგანი სამყაროს ასლია, რომელიც რაღაც მომენტში უნდა დაიჭირო".


image


ერთხელ მექსიკაში გადაღებების დროს მსახიობმა თავი ცუდად იგრძნო. ჩათვალეს, რომ ეს უცნობ ინფექციას უკავშირდებოდა. თუმცა გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა საშინელი დიაგნოზი დასვეს: ღვიძლის კიბო. სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. იმავე 1959 წლის ნოემბერში ჟერარ ფილიპი უდროოდ გარდაიცვალა. იგი 37 წლისაც კი არ იყო. მილიონობით თაყვანისმცემლისთვის ჟერარ ფილიპი, ფრანგი პოეტის, პოლ ელუარის სიტყვებით რომ ვთქვათ, "მარად ახალგაზრდა, მოზარდისსახიან ყმაწვილად დარჩა".


image


ფანფან ტიტას ისტორია კი დღემდე პოპულარული რჩება. როგორც იცით, 2003 წელს ფილმის ახალი ვერსია გამოვიდა ვინსენ პერესისა და პენელოპა კრუსის მონაწილეობით. თუმცა, ორიგინალის მსგავსი წარმატების გამეორება ნამდვილად ვერ მოახერხა.


ასევე გადაინტერესებთ:


1. ჰოლივუდში მიწვეული პირველი ქართველი ქალი, რომელიც თამარ მეფის პორტრეტის მოდელად გამოიყენეს

image


2. გახსოვთ ის? აი, როგორია "ეშმაკი ხუანის" ოჯახი დღეს...

image


3. რატომ მოიკლა თავი კატნერმა? - ის, რაც "ჰაუსის" მაყურებლებმა არ იციან

image


4. 10 ყველაზე ხშირად აკრძალული დოკუმენტური ფილმი - ის, რასაც ხალხს უმალავენ...

image


5. 10 ყველაზე შოკისმომგვრელი სცენა საბჭოთა კინოში

image


6. ეს უცნაური ინდური სერიალები ანუ დავიწყებული რომანტიკა

image


7. ცნობილ ფილმებში დაშვებული შეცდომები, რომლებიც ღიმილს მოგგვრით

image



1
459
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
459
  
2017, 12 ოქტომბერი, 7:47
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1