x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ის,რაც მამაკაცებს სექსზე მეტად უყვართ,მაგრამ არ აღიარებენ
image

ბევრი ქალისგან მოისმენთ: “კაცებს მარტო სექსი უნდათ!", “ქალი მარტო სექსისთვის სჭირდებათ" და ა.შ. მაგრამ იქნებ მშვენიერი სქესის წარმომადგენლები სხვა რამეს ვერ ამჩნევენ?

image

გაგიკვირდებათ, მაგრამ არის რაღაც, რაც მამაკაცებს სექსზე მეტად სურთ. სექსი ხომ ბედნიერი ურთიერთობის მხოლოდ 50%-ია. ქალებს სურთ, რომ მათი ესმოდეთ, თავად კი კაცებზე შექმნილი სტერეოტიპებით ცხოვრობენ და მეტის დანახვა არ სურთ.


image

ის, რაც კაცს სექსზე მეტად სჭირდება-სინაზე და სიმშვიდის შეგრძნებაა. მას სურს, რომ პარტნიორთან პირადი, სულ სხვანაირი სამყარო შეიქმნას.მაგრამ მამაკაცებს უბრალოდ ეშინიათ ამის აღიარების, რადგან შიშობენ, რომ ქალის თვალში ეს მათ სუსტად წარმოაჩენს. არადა, საყვარელი ქალის მსუბუქ შეხებასაც კი ძალუძს მათი ხასიათზე მოყვანა და გამხნევება, ხოლო გამამხნევებელ, ალერსიან სიტყვებს კი შეუძლიათ თავდაჯერებულობა შეჰმატონ და მზად არიან მსოფლიოც კი შეცვალონ. კაცებსაც სურთ, რომ მათით დაინტერესდეთ, კითხეთ როგორ ჩაიარა დღემ, რა მოხდა საინტერესო და ა.შ. მაგრამ ნუ გადაამლაშებთ და დაკითხვას ნუ მოუწყობთ, აგრძნობინეთ, რომ გაინტერესებთ.

image

და კიდევ - დააფასეთ მათი მონდომება და შეაქეთ. ნუ დაიშურებთ საქებარ სიტყვებს, ხშირად უთხარით, რომ კარგი მეუღლე და მამაა, რომ აფასებთ მის შრომას და ა.შ. გვერწმუნეთ, ეს ყველაზე დიდი სიამოვნებაა მამაკაცისთვის.

0
268
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
268
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0