x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ამერიკელები სწრაფი ტემპით ყიდულობენ კერძო "ბუნკერებს", ამით ცდილობენ თავიდან აირიდონ პრობლემები ჩრდილოეთ კორეასთან ომის შემთხვევაში

image კარგა ხანია უკვე რაც ჩრდილოეთ კორეა ანგარიშს არ უწევს არცერთ საერთაშორისო შეთანხმებას, კონვენციას თუ შეზღუდვას ბალისტიკური რაკეტების გამოცდის თაობაზე.
მართალია, გაშვებული რაკეტების დიდი ნაწილი გაშვებიდან მალევე ჩამოვარდა, მაგრამ გაშვებული რაკეტების გარკვეულმა ნაწილმა შეასრულა დასახული ამოცანა.
შესაბამისად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ძალზე დაიძაბა ვითარება, რამაც აშშ–ს მოქალაქეებს დააწყებინა ფიქრი აეშენებინათ კერძო თავშესაფრები ბომბებისა და რაკეტებისაგან თავის დასაცავად.
მე, სიმართლე გითხრათ, მეცინება ამაზე, რადგან ჩრდილოეთ კორეას ჯერ-ჯერობით არ გააჩნია ისეთი ბალისტიკური რაკეტა აშშ-ს უშუალოდ მის ტერიტორიაზე შეუქმნას საფრთხე, არ ვსაუბრობ ამერიკულ უმძლავრეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებზე, რომლებსაც შეუძლიათ ჰაერშივე გაანადგურონ ჩრდილოეთ კორეის რაკეტები, არაფერს ვამბობ ამერიკულ ფრთოსან რაკეტებზე, რომლებსაც საჭიროებისას შეუძლიათ ჩამოგდების საფრთხის გარეშე (ავტომატურ რეჟიმში მიუყვებიან რელიეფს, რაც აძნელებს მათ აღმოჩენას და მით უფრო განადგურებას) სტარტამდე გაანადგურონ ჩრდილოეთ კორეის რაკეტების თუნდაც ნაწილი.
ვიღაცის მიერ შექმნილ აჟიოტაჟმა იმის თაობაზე, რომ ჩრდილოეთ კორეას გააჩნია შორი რადიუსის ბალისტიკურ რაკეტები, რომლებსაც ბირთვული ქობინის ტარებაც შეუძლიათ, დააწყებინა ბევრს ფიქრი უსაფრთხოებაზე და დაიწყო თავშესაფრების აშენების "ბუმი", რითაც სარგებლობენ რიგი კომპანიები, რომლებიც ათასგვარ სერვისს სთავაზობენ ასეთ ადამიანებს.
კომპანია "Rising S Shelters"-ი ტეხასიდან ყიდის და არემონტებს მიწისქვეშა ბუნკერებს, ასევე აწარმოებს მათ თავიდან აშენებას მიწის ქვეშ.
როგორც სტატისტიკა მეტყველებს, ასეთი "ბუნკერების" და თავშესაფრების გაყიდვამ მოიმატა 200%-ით. კომპანიის მფლობელი კლაიდ სკოტი (Clyde Scott)-ის თქმით, თუ მანამდე ამერიკელები კვირაში ორ თავშესაფარს ყიდულობდნენ, ახლა კვირაში უკვე ყიდულობენ რვა თავშესაფარს.
ასეთი აჟიოტაჟის მიზეზი კი როგორც მოგახსენეთ, ჩრდილოეთ კორეიდან მომავალი საფრთხეა.
რას ვიზამთ, რიგით მოქალაქეებს ვერ მოვთხოვთ სამხედრო-სარაკეტო სისტემებში გარკვევას და შესაბამისად მათი ქმედებაც ნორმალურია.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage





















1
197
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
197
  
ყოჩაღ! ძალინ მაგარი სტატიაა
0 1 1