x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
ალმასის «ციებ-ცხელება»

ალმასის ისტორია თავის დასაწყისს ინდოეთში იღებს. ეს ძვირფასი ქვა პირველად, სწორედ იქ აღმოაჩინეს. ყოველ შემთხვევაში, უძველესი წყარო რომელშის მისი სახელია დაფიქსირებული, სანსკრიპტზეა და ძვ. წ. აღრ. IV ს–ით არის დათარიღებული. ისევ წერილობით წყაროებს თუ მივმართავთ, მარკო პოლო XIII საუკუნეში, სპარსეთის ქ. ორმუნის შესახებ წერდა, რომელშიც ბრილიანის ყველაზე დიდი ბაზრობა იყო. იმავე პერიოდში, ევროპაში, ბრილიანტით ვაჭრობის ყველაზე დიდი ცენტრი ვენეცია იყო. სწორედ იქიდან გაჰქონდათ ძვირფასი ქვები ევროპის სხვა ქალაქებში.


image


XVIII საუკუნეში ძვირფას ქვებს ბრაზილიაშიც მოიპოვებდნენ, მაგრამ ალმასის ნამდვილი «ციებ-ცხელება», XIX საუკუნეში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დაიწყო:

1866 სამხრეთ აფრიკაში ძვირფასი ქვების უდიდესი მარაგი აღმოაჩინეს. ყოველდღიურად, კიმბერლის რაიონში, დღისით და ღამით, 30 ათასამდე მაღაროელი მშაობდა. 1871-1914 წლებში, მათ დაახლოებით 2 722 ტ. ალმასი მოიპოვეს! იმ პერიოდში, ბაზარი გაჯერებული იყო ალმასით და ამის გამო, ფასი ბრილიანტზე ელვისსისწრაფით ეცემოდა. უცნობია, რამდენად გაუფასურდებოდა ქვები, ამ საქმეს სათავეში სესილ ჯონ როდსი რომ არ ჩასდგომოდა. მან კომპანია De Beers-ი დაარსა და სულ მალე, მონოპოლისტი გახდა.

როდსი სამხრეთ აფრიკაში 1870 წელს ჩავიდა და ალმასის ციებ-ცხელების ყველა სიკეთე სრულად განიცადა. ქვების ძებნის საქმეში, დიდი წარმატება არ ჰქონია, სამაგიეროდ, კომპანიის დაარსების შემდეგ, სხვა მაღაროელებს ემსახურებოდა – ხელსაწყოებს და პროდუქტებს აწვდიდა. მათთვის შრომის პირობების გასაუმჯობესებლად, მაღაროდან წყლის ამოსატუმბად, სპეციალური ორთქლის მანქანაც კი შეიძინა...

ქვების მაძიებლები, როდსის კომპანიის ყველანაირი მომსახურების საფასურს, ალმასებით იხდიდნენ. ეს ერთადერთი ვალუტა იყო, რომელიც იმ რეგიონში ფუნქციონირებდა.

ეს საქმე იმდენად მომგებიანი აღმოჩნდა, რომ უკვე 1883 წლისთვის, ჯონ როდსი კიმბერლის ყველა საბადოს აკონტროლებდა. ხოლო 5 წლის შემდეგ, მსოფლიო ალმასის მოპოვების და გადამუშავების 90 % მის ხელში იყო!


image


მას შემდეგ, რაც კომპანია De Beers, ალმასების ბაზარზე, მონოპოლისტი გახდა, ქვებზე ფასს უკვე ის არეგულირებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად, ფასი ადეკვატური იყო – ძვირფას ქვებზე ფასების ზრდა მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ დაიწყო.

საკვირველია, მაგრამ ფასის ზრდის მიზეზი, კომპანიაში შექმნილი ფინანსური კრიზისი გახდა. საქმე იმაში იყო, რომ XX საუკუნის 50-იანი წლებში ბრილიანტზე მოთხოვნილება დაეცა, რადგან ფერადი ქვები შემოვიდა მოდაში. პოტენციური მყიდველები, ძვირფასეულობის შეძენისას, უპირატესობას ზურმუხტს და ლალის თვლებიან სამკაულებს ანიჭებდნენ. ამის საპასუხოდ, კომპანია De Beers-მა არნახული სარეკლამო კამპანია წამოიწყო, დევიზით – «ალმასი სამუდამოდ»... როდესაც ბრილიანტმა პოზიციები გაიმაგრა და ბაზარზე სიყვარულის, ფუფუნების და კეთილდღეობის სიმბოლოდ დაბრუნდა, მისი ფასი მკვეთრად გაიზარდა. სარეკლამო სააგენტოში თავიდან აღიარებდნენ, რომ წარმატების მიღწევა ადვილი არ იქნებოდა, რადგან De Beers წარმომადგენლები, ადამიანებს, პრაქტიკულად აიძულებდნენ, რომ შეყვარებულისთვის ხელის სათხოვნელად, აბსურდულად ძვირიანი ბრილიანტის ბეჭედი შეეძინათ!
თუმცა, კომპანია უკან არ იხევდა და რეკლამაზე არანაირ სახსრებს არ იშურებდა. წლიდან – წლამდე, მყიდველებს ბრილიანტის უნიკალურობაში არწმუნებდნენ, რომ მისი მეტისმეტად გაბერილი ფასები გაემართლებინათ. ფასის ფორმირების პრინციპი კი ასეთი იყო: «შეძენის დროს, სასურველი ქვა არ უნდა ყოფილიყო იმაზე იაფი, ვიდრე მყიდველის სამი თვის ხელფასი იყო». ეს ფორმულა დღემდე მოქმედებს და კარგი ბრილიანტის საშუალო ფასი, დაახლოებით, 7 000 დოლარია.

თავის დროზე, კომპანია De Beers-ის სახეები მერლინ მონრო და შონ კონერი იყვნენ. სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, შონ კონერმა, გარკვეული პაუზის შემდეგ, ისევ შეასრულა აგენტი 007-ის როლი, ფილმში «ალმასები სამუდამოდ» (1971)!
შედეგად, თაობებმა, ფაქტიურად, დედის რძესთან ერთად შეითვისეს, რომ ალმასი — ყველაზე ძვირფასი ქვა არის მსოფლიოში.

რეკლამის გარეშე, რა თქმა უნდა, ფასი ამ ქვაზე, მეტისმეტად დაბალი არ იქნებოდა, მაგრამ დღევანდელი ღირებულების ლომის წილი, სწორედ მის სტატუსზე მოდის და არა მის რეალურ ღირებულებაზე.

imageimageimageimageimageimageimage






0
100
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0