x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
პირველად არსებობის ისტორიაში– ბრმები დაინახავენ ამ მოწყობილობის მეშვეობით
თვალი მხედველობის სისტემის პერიფერიული ორგანოა და ერთ–ერთი მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა და მოვლა ჩვენი კეთილდღეობისათვის, რადგანაც მხედველობაზეა დამოკიდებული მთელი ჩვენი აწმყო თუ მომავალი. თუმცაღა დღეს, 21-ე საუკუნეში, როდესაც ფართოა ტექნიკა განვითარების თვალსაზრისით, ხელი საგრძნობლად ეწყობა ავნოს მის ჯანმრთელობას. გადაღლას, ქავილს და სითხის დაშრობას შემდგომი გართულებები მოყვება, რაც შეიძლება სავალალოდ, თვალის ჩინის დაკარგვითაც დასრულდეს.


გარდა გარემო ფაქტორებისა (ტრავმა, კომპიუტერი და სტრესი), სიბრმავეს იწვევს შაქრიანი დიაბეტი და გლაუკომა, რომელიც ასევე კატეგორიებად და დაავადების სიმძიმის მიხედვით კლასიფიცირდება. ასევე გასათვალისწინებელია გენეტიკური ფაქტორი, თუმცა ამ ვერაგ შემთხვევას სამწუხაროდ განუკურნებლად მიიჩნევენ, რადგან ბრმებისთვის ჩინის დაბრუნება მხოლოდ სასწაულს თუ შეუძლია.


სწორედ დღევანდელ სტატიაში მინდა გამცნოდ არაჩვეულებრივი სიახლე, რომელიც პირველია ჩვენი არსებობის ისტორიაში– გამოგონილი "ტექნიკის" მეშვეობით ბრმები დაინახავენ.


image




ვინაიდან წლების მანძილზე დატესტილმა შედეგებმა ვერ გაამრთლა და თვალის ჩინის აღდგენა თვალის დაზიანებული ნერვიდან ვერანაირი ხერხით ვერ მოხერხდა, მეცნიერებმა გაგვიმხილეს სულ სხვა მიგნება– ისინი სპეციალურ ბიონიკურ ჩიპს პაციენტს პირდაპირ ტვინში უდგამენ, რომელიც სტიმულირების პროცესში იძლევა მხედველობის საშუალებას და მას ბიონიკური სათვალის სახელით შევხვდებით.


image



პირველი ოპერაცია ამ მიგნების შემდეგ 30 წლის ბრმა ქალბატონზე ჩაატარეს, რომელსაც თვალის ჩინი დაუბრუნდა. ექიმი, რომელმაც ეს ოპერაცია გააკეთა Nader Puratyan–ია და ფაქტებზე ინტერვიუს დროს საუბრობს: "პაციენტი, რომლის ვინაობა ჯერ–ჯერობით არ საჯაროვდება, 8 წლის წინ თვალის ერთ–ერთი სინდრომის გამო პიგმენტის განადგურებით დაბრმავდა. გასული წლის აგვისტოში 4 საათიანი ოპერაციის დროს ჩვენ მის ტვინში ჩავდგით სტიმულატორიანი ჩიპი, რომელსაც აქვს პატარა მიმღები ანტენა. ტექნოლოგია Orion I–ს სახელითაა ცნობილი და ამერიკულმა კომპანია Second Sight–მა შეიმუშავა. ეს ტექნოლოგია გამოადგება ძირითადად იმ პაციენტებს, რომელთაც თვალი ავარიის შედეგად, ომში ან ტრავმის გავლენით დაკარგეს".



image



კომპანია Second Sight–ის ხელმძღვანელი და მთავარი ექიმი Robert Greenberg–ი ამბობს: "გამოგონების ეს მიგნება ხსნის შესაძლებლობების საინტერესო ჰორიზონტს. თვალის ნერვის გვერდით ავლა და პირდაპირ დაჯდომა ვიზუალიზაციის ქერქზე (ტვინში), აღადგენს თვალის ჩინს პაციენტებში, რომელთაც მხედველობა დაკარგეს გლაუკომის, კიბოს, დიაბეტური რეტინოპათიის და დაზიანებების შედეგად".




P.S. ძალზედ სასიხარულო სიახლეა თუ გაამართლა. გაუზიარეთ სტატია თქვენს ახლობლებს, რომ შეძლონ ზეიმი და უკან მოიტოვონ სტრესითა და დეპრესიით მოცული ბნელი დღეები. ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.




იხილეთ აგრეთვე:


● როგორ დავეხმაროთ კომპიუტერთან ჯდომით დაღლილ თვალებს?

ის, რაც აქამდე არ ვიცოდით ყავისფერი თვალების შესახებ. საოცარი ფაქტები თვალზე

იცოდით რას განსაზღვრავს თქვენი თვალის ფერი?

სიახლე მედიცინაში- ახალი თერაპიის წყალობით უსინათლოები თვალის ჩინს აღიდგენენ

2
195
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
195
  
2017, 1 სექტემბერი, 13:11
ასეა გუჯა...
2017, 1 სექტემბერი, 12:41
საინტერესო და სასიამოვნო სტატიაა, სხვისი გასაჭირი გულთან თუ არ მიიტანე გროშია ადამიანის ფასი...
0 1 2