x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ორსული ტირის – რას გრძნობს ამ დროს ბავშვი
image

უმრავლესობამ ვიცით რომ ის, რასაც ჩვენ ვჭამთ და ვსვავთ ფეხმძიმობისას, გავლენას ახდენს ბავშვის მომავალზე. მაგრამ, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე ჩვენს შეგრძნებებს ეხება?


ფსიქოლოგების კვლევებმა აჩვენა, რომ მეექვსე თვეში ემბრიონი უკვე გრძნობს დედის ემოციებს. და მათი ეფექტი დროებითი სულაც არ არის. ორსულის ემოციონალური ჯანმრთელობა ნაყოფის ცხოვრებასთან ურთიერთობის ფორმირებას იწყებს.


მაშ, როგორ მოქმედებს თქვენი ტირილი ბავშვზე? დავყოთ კატეგორიებად.

სტრესი თუ სევდა


ამას ყველა მომავალი დედა განიცდის, მაგრამ ბავშვზე ეს არ მოქმედებს მაშინ, თუ თქვენი განცდები არ გადადის მუდმივ შფოთვაში და დეპრესიაშიც კი.

მუდამ განერვიულებულ დედიკოებს ასევე მშფოთვარე შვილები ეყოლებათ.

საქმე იმაშია, რომ როდესაც ჩვენ ვნერვიულობთ, ორგანიზმი გამოიმუშავებს სტრესის ჰორმონს და სწორედ ის ხვდება პლაცენტაში და აღწევს ბავშვამდე.


დეპრესია

ისევე როგორც მშობიარობის შემდგომი დეპრესია, ორსულობის დროსაც დეპრესია ძალიან გავრცელებულია - ის ქალების 10%-ში გვხდება.

კვლევების თანახმად ასეთი დედების შვილები გარდატეხის ასაკში 1, 5 -ჯერ მეტად მიდრეკილნი არიან იყვნენ დეპრესიულები და აგრესიულები.

გარდა ამისა, ორსულის დეპრესიამ ბავშვის განვითარებაზეც შეიძლება იმოქმედოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს მისი მუდმივი მდგომარეობა კი არა, არამედ, ჰორმონალური მერყეობაა.


დედები, რომლებსაც შვილი არ სურთ

კვლევებმა აჩვენა, რომ იმ დედებს, რომლებიც არ გრძნობენ ბავშვის მიმართ მიჯაჭვულობას, შვილები ემოციურ პრობლემებს აწყდებიან.





დედა თუ კარგად არის - ბავშვიც კარგადაა.


წყვილის სიახლოვისას ქალი სიხარულის ჰორმონების კოქტეილს ღებულობს.
ასე რომ, ორსულობის დროს სექსის შეზღუდვა (გამონაკლისის გარდა ) საჭირო არ არის.

ალკოჰოლი, მოწევა და ყავა
ნეგატიურად მოქმედებს ნაყოფზე. მავნე ნივთიერებები პირდაპირ ნაყოფში ხვდებიან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ როდესაც დედა ეწევა სიგარეტს, ბავშვს ნაკლები ჟანგბადი მიეწოდება და კრუნჩხვები ეწყება. უფრო მეტიც, ბავშვი იმ ეტაპზეც კი აპროტესტებს, როდესაც დედა ფიქრს იწყებს სიგარეტის მოწევაზე.

შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო, სადაც ჩანს თუ როგორ რეაგირებს ნაყოფი მოწევაზე (სუსტი ნერვების პატრონებმა არ უყუროთ)




10 რამ, რაც არ შეიძლება ორსულობისას




რა გავაკეთოთ

უბრალოდ იფიქრეთ ბავშვზე, გამოძებნეთ მეთოდები იყოთ ბედნიერები, უკიდურეს შემთხვევაში მიმართეთ ექიმს უსაფრთხო ანიდეპრესანტებისთვის.
მიიღეთ თბილი აბაზანა, ღრმად ისუნთქეთ, სცადეთ იოგა. ბოლოსდა ბოლოს, თქვენში ხომ ახალი ადამიანი იზრდება!


იხილეთ ასევე:

1. 15 უცნაური და საშინელი ამბავი–რა უთხრეს ბავშვებმა მშობლებს. ეს ნამდვილად შეგაშინებთ...


2. ეს სიყვარულია, თუ უბრალოდ კარგი სექსი? 5 მეთოდი განსხვავების საპოვნელად


3. მამაკაცებმა ქალის მკერდს რა უნდა გაუკეთონ და რა არ უნდა გაუკეთონ!

0
2273
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
2273
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0