x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
ყურადღება! 1 სექტემბრიდან მასშტაბური სასკოლო სამზადისი იწყება

image




სექტემბერი, ახალი სასწავლო წელი, სამზადისი, მხიარულება, თანმდევი სტრესი, ნერვიულობა - სწორედ ეს სიტყვები აღწერს იმ განცდას, რომელიც ზაფხულის მიწურულს ოჯახების უმეტესობაში იგრძნობა. ყველაზე მეტად კი ამ ემოციას სკოლის მოსწავლეები განიცდიან. მათთვის ყოველი ახალი სასწავლო წელი უამრავი სიახლის მომტანია. შესაბამისად, განსაკუთრებლია მისთვის მზადებაც.


ამ დროს ბავშვებს მშობლებთან ერთად ხალხმრავალ და ხმაურიან ბაზრობებზე სიარული უწევთ, რომ სასურველი პროდუქცია სასურველი პირობებით შეიძინონ. ხშირად რამდენიმე ლოკაციაზე რამდენჯერმე მისვლაც კი ხდება საჭირო, რაც განსაკუთრებულ დისკომფორტს უქმნის ბავშვებსა და მშობლებს.


ამჯერად ყველა სასკოლო ნივთი რაც მოსწავლეებს სჭიდებათ ერთ სივრცეში, ბიბლუსის მაღაზიებში ელოდებათ. წელს ასევე სასკოლო ბაზრობები ბიბლუსის მონაწილეობით თბილისის ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრების ტერიტორიაზეც მოეწყობა. ბაზრობები წარმოდგენილი იქნება სულ 5 ლოკაციაზე, ესენია: ”ისთ ფოინთი”, ”თბილისი მოლი”, ”თბილისი ცენტრალი”, ”სითი მოლი” და ”გლდანი მოლი”. ყველა ამ ლოკაციაზე დიდი სასკოლო სამზადისი 1 სექტემბერს დაიწყება და 17 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება, გარდა
“თბილისი მოლისა”, რომელიც სასკოლო ინვენტარის ფართო არჩევანს 8 სექტემბრიდან შემოგთავაზებთ. აღნიშნულ ბაზრობებზე წარმოდგენილი იქნება ყველაფერი, რაც ბავშვებს სკოლისთვის სჭირდებათ: სასკოლო ზურგჩანთები, პენლები, რვეულები, სხვადასხვანაირი ფანქრები, კალმები და ა.შ. რაც მთავარია, ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე მომხმარებელს შეეძლება სასურველი ნივთების შერჩევა და შეძენა, რადგან აქ წარმოდგენილია
მრავალფეროვანი პროდუქცია, როგორც ხარისხით, ასევე ფასებით.


image


სასკოლო ბაზრობებისთვის განსაკუთრებულად ემზადება წიგნის მაღაზიათა ქსელი ”ბიბლუსიც”, რომელიც ყველაზე მასშტაბური სასკოლო და საკანცელარიო სტენდით იქნება წარმოდგენილი. ”ბიბლუსის” სტენდზე შეხვდებით “პონტოს” ბრენდის ქართულ საკანცელარიო ნივთებსა და უმაღლესი ხარისხის “მილანის” ბრენდის სასკოლო და საკანცელარიო ინვენტარს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ბიბლუსის სტენდზე არსებული პროდუქცია ხელმისაწვდომი
იქნება ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე მომხმარებლისთვის, რადგან სასკოლო აქციის ფარგლებში არსებული ფასები მისაღებია მათთვისაც, ვისთვისაც, პრიორიტეტული შეღავათიანი ფასებია და მათთვისაც,
ვისაც შედარებით მაღალ ფასად მაღალი ხარისხის პროდუქციის შეძენა სურს.


აღსანიშნავია ისიც, რომ ხუთივე ლოკაციაზე მოსულ მშობლებსა და ბავშვებს, გარდა სასკოლო-საკანცელარიო ნივთების გამოფენა-გაყიდვისა, დახვდებათ გასართობი პროგრამა, ფოტო ზონები, სხვადასხვა კონკურსები მრავალფეროვანი პრიზებით, ფასდაკლებები და უამრავი სხვა სიურპრიზი. ამგვარი აქტივობების წყალობით კი სასკოლო სამზადისი არა სტრესული, არამედ სასიამოვნო პროცესი
ხდება.


0
21
8-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0