x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ადამიანი, რომელმაც 2 მილიონზე მეტი ბავშვი გადაარჩინა

ოთხმოცი წლის ჯეიმს ჰარისონი, მეტსახელად "ოქროსსისხლიანი კაცი" მსოფლიოში იმით გახდა ცნობილი, რომ 2 000 000 – ზე მეტი ბავშვი გადაარჩინა. მისი სისხლი მართლაც ოქროდ ფასობს, რადგან განსაკუთრებულ ანტისხეულებს შეიცავს.

image

ჯეიმსი თოთხმეტი წლის იყო, როცა მძიმე დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა. მკერდის არეში ოპერაცია ჩაუტარდა, ასამდე ნაკერი დაადეს, მთლიანობაში 13 ლიტრი სისხლი გადაუსხეს. სწორედ დონორების სისხლმა გადაარჩინა მაშინ. საავადმყოფოში სამი თვე გაატარა. როცა გამოწერეს ბიჭმა გადაწყვიტა – როგორც კი ჯანმრთელობა ამის საშუალებას მისცემდა – თვითონ გამხდარიყო დონორი და სხვისი სიცოცხლე გადაერჩინა. ისევე როგორც ის გადაარჩინეს მისთვის სრულიად უცნობმა პირებმა.

image


18 წლის რომ გახდა მან რეგულარულად დაიწყო სისხლის ჩაბარება. მალე ექიმებმა საავადმყოფოში სასაუბროდ მიიწვიეს. აღმოჩნდა, რომ მისი სისხლი განსაკუთრებულ ანტისხეულებს შეიცავდა. ეს ანტისხეულები ძალიან დიდ როლს თამაშობს იმ ბავშვების გადარჩენაში, რომლებსაც დედისგან განსხვავებული რეზუს–ფაქტორები აქვთ. თუ დედას უარყოფითი რეზუს ფაქტორი აქვს, ხოლო შვილს დადებითი, ამ შემთხვევაში დედის სისხლი ბრძოლას უცხადებს ჯერ კიდევ მუცლადმყოფი ჩვილის სისხლს.

ამას კი შედეგად ან ჰემოლიზური სიყვითლის განვითარება ან ნაყოფის დაკარგვა მოსდევს.

image

ჯეიმსის სისხლში არმოჩენილი ანტისხეულებისგან დამზადებული შრატი, დედის სისხლში გადასხმის შემდეგ ხელს უშლიდა ჩვილის სისხლში ანტისხეულების წარმოქმნას, რითაც ბევრი პრობლემა იხსნებოდა.

ექიმები თვლიან, რომ ანტისხეულები ჯეიმსის სისხლში მას შემდეგ გაჩნდა როცა ჭაბუკობაში მას თავად გადაუსხეს სისხლი. ასეა თუ ისე იგი

გახდა პლაზმის პირველი დონორი, რის საფუძველზეც შეიქმნა ვაქცინა Rho (D) იმუნოგლობულინი. მისი სისხლი სხვების გადამრჩენელი გახდა, ამიტომ ავსტრალიის მთავრობამ თვითონ ჯეიმსის სიცოცხლე 1 000 000 დოლარად დააზღვია.

image

«მე მზად ვიყავი და ძალიან მინდოდა, რომ სიკეთე სიკეთით გადამეხადა, უკვე 60 წელზე მეტია დონორი ვარ.» ჰარისონი სისხლს საშუალოდ სამ კვირაში ერთხელ აბარებდა და 2011 წლის მაისში მეათასეჯერ ჩააბარა. ასეთი რამ აქამდე არავის გაუკეთებია, იგი გინესების რეკორდების წიგნში შეიყვანეს.

ჯეიმსის სისხლისგან დამზადებულმა შრატმა ორ მილიონზე მეტი ბავშვი გადაარჩინა, მათ შორის საკუთარი ქალიშვილიც.

ჯეიმსის შვილიშვილი სკოტიც დონორი გახდა ბაბუის შემხედვარე. მან გადაწყვიტა 16 წლიდან ამის გაკეთება და ამას რეგულარულად აკეთებს. ჯეიმსი ამბობს, რომ გახარებული იქნება თუ მის მაგალითს სხვებიც მიბაძავენ და უცხო ადამიანებს უანგაროდ დაეხმარებიან

image

2017 წლის 27 დეკემბერს ჯეიმს ჰარისონს 81 წელი უსრულდება და ავსტრალიური კანონების თანახმად დონორი ვეღარ იქნება.საბედნიეროდ ექიმები ამისთვის წინასწარ მოემზადნენ: 2015 წლამდე ავსტრალიაში ანტირეზუსული პრეპარატები ჰარისონის პლაზმისგან მზადდებოდა, ახლა კი ალტერნატივა მოძებნილია.

«ზოგიერთი მეუბნება — შენ ნამდვილი გმირი ხარ! — იცინის ჯეიმს ხარისონი. — არავითარი გმირი არა ვარ, მე მხოლოდ ვზივარ კომფორტულად და სისხლს ვაბარებ, ჩემთვის მოაქვთ ცხელი ყავა და რაღაც სასუსნავი. ეს არის და ეს. სულაც არ არის რთული. »

image

1
210
3-ს მოსწონს
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
210
  
2017, 29 აგვისტო, 13:01
დიდხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენნი შენნი. ღმერთმა მომადლა და სწორადაც გამოიყენა, უფალმა გაახაროს.
0 1 1