x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ყველაზე საშინელი ავტოავარიები მსოფლიო ისტორიაში
image

როცა სატრანსპორტო კატასტორფების მიმოხილვაზე მიდგება ხოლმე საქმე, რატომღაც გამუდმებით ავია, საზღაო თუ სარკინიგზო კატასტროფებებზეა გამახვილებული ყურადღება და ყურადღების მიღმა რჩება ავტოკატასტროფები, არადა სწორედ ავტოავარიებით იღუპება ყველაზე მეტი ადამიანი მსოფლიოში.(დაახლოებით 1, 25 მილიონი ადამიანი ყოველწლიურად)


გადავწყვიტეთ ეს შეცდომა გამოვასწოროთ და შემოგთავაზოთ ყველაზე მასშტაბი ავტოავარიების შემთხვევები მთელი მსოფლიოდან.


imageფოტოზე:პირველი ავარიის მსხვერპლი კაცობრიობის ისტორიაში.ბრიჯიტ დრისკოლი.ლონდონში 1896 წლის 17 აგვისტოს 45 წლის ორი შვილის დედას დაეჯახა მანქანა, რომელსაც ახალგაზრდა ფრანტი არტურ ედსელი მართავდა. ავტომობილის სიჩქარე 13 კმ/სთ.-ში იყო.





1948 წლის19 დეკემბერი-არგენტინაში მატარებელი დაეჯახა სატვირთოს, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა ბუენოს-აირესში, დაიღუპა 44 მგზავრი.


1950 წლის 7 ნოემბერი-იაპონიაში სარეისო ავტობუსი 240 ფუტი სიმაღლიდან გადავარდა მდინარე მონონობეში(სიკოკუს პრეფექტურა) დაიღუპა 33 ადამიანი.


1954 წლის 12 ნოემბერი-კუნძულ რიუნიონზე(საფრანგეთი) ციცაბო დაღმართზე ავტობუსს მუხრუჭებმა უმტყუნა და პლატო-კაილუსთან ხევში გადაიჩეხა, დაიღუპა 54 ადამიანი.


1959 წლის 20 ივლისი-გერმანიაში ლაუფენ -ან- ნაკარეში გზაჯვარედინზე ავტობუსს შეასკდა მატარებელი, დაიღუპა 45 მგზავრი, ეს გახლავთ ყველაზე დიდი ავტოკატასტროფა გერმანიის ისტორიაში


1963 წლის 7 აპრილი-კენიაში ეკლესიიდან მომავალი ავტობუსი გადავარდა მდინარე ტივაში(მაკაკოსი) დაიღუპა 72 ადამიანი.


1963 წლის 17 სექტემბერი, კალიფორნიაში(აშშ) ჩუალარეს გადასასვლელზე მატარებელი შეასკდა ავტობუსს, დაიღუპა 32 ადამიანი.


1968 წლის 18 აგვისტო-იაპონიაში ძლიერი წვიმის გამო ორი ჩარტერული ავტობუსი ერთმანეთს შეასკდა 41-ე ტრასაზე(პრეფექტურა გიფუ)დაიღუპა 104 ადამიანი.



1970 წლის 22 ნოემბერი-არგენტინაში პროვინცია სენ-ტაფეში, ავტობუსისი ღელეში ჩავარდნის შემდეგ დაიღუპა 56 მგზავრი.


1971 წლის 10 მაისი-სამხრეთ კორეაში ავტობუსი 9 მეტრის სიმაღლის კლდიდან გადავარდა და კალიონის წყალსაცავში ჩავარდა.დაიღუპა 75 მგზავრი


1973 წლის 1 იანვარი-ჩილეში ავტობუსი მდინარე ჩიმბაროგოში გადაიჩეხა, რომელსაც საფეხბურთო კლუბ "კონდორის" ფეხბურთელები და გულშემატკივრები გადაჰყავდა.დაიღუპა 35 ადამიანი.


1975 წლის 20 აპრილი-იტალია, ჩქაროსნულ ავტოსტრადაზე ნეაპოლის მახლობლად 15 წუთის განმავლობაში 27 ავტომობილმა დაკარგა მართვა, შეჯახებების შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, დაზიანდა 53.


1980 წელი განსაკუთრებით ტრაგიკული გამოდგა. მხოლოდ ორ ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას:


29 ივნისი პაკისტანი, ავტობუსი, რომელსაც 100 ქალი და ბავშვი გადაჰყავდა ზედა ჯეხლემის არხში გადავარდა მირპურას მახლობლად, დაიღუპა 90 მგზავრი.


29 ივლისი რუმინეთი, ავტობუსი 83 მგზავრით ხიდიდან ჭაობში გადავარდა ხუცანის სიახლოვეს.დაიღუპა 48 მგზავრი.



1982 წლის 26 დეკებერი-ბანგლადეში, ავტობუსი მდინარე ბრაჰმანბარიში გადავარდა, დაიღუპა 45 ადამიანი.


1987 წლის 20 ოქტომბერი-სუდანში ნარ-ალ-ნოლში ორი ავტობუსი ერთმანეთს შეასკდა, რის შემდეგაც გაჩნდა ხანძარი.დაიღუპა 64 ადამიანი.


1988 წლის 14 მაისს შტატ კენტუკიში აშშ.სასკოლო ავტობუსს შეასკდა სატვირთო, რის შედეგადაც ავტობუსში აფეთქდა გაზის ბალონი, დაიღუპა 27 ბავშვი, აქედან 34-მა მიიღო მძიმე დაზიანებები.


1990 წლის 11 დეკემბერს შტატ ტენესიში(აშშ) I-75 გზატკეცილზე ძლიერმა ნისლმა გამოიწვია 70 ავტომობილის ერთმანეთზე შეჯახება, დაიღუპა 13 ადამიანი.


2008 წელს ეგვიპტეში ავტობუსი 70 მგზავრით შეეცადა ვიწრო გზაზე გვერდი აექცია სატვირთოსათვის, რის შემდეგაც ხევში გადაიჩეხა, დაიღუპა 57 ადამიანი.


2010 წლის 12 ოქტომბერს უკრაინაში რკინიგზის გადასასვლელზე ავტობუსს შეეჯახა მატარებელი და ათრია 300 მეტრი, დაიღუპა 45 მგზავრი.


2012 წელს შვეიცარიაში ბავშვების სავსე ავტობუსი, რომელიც ბელგიის ერთ-ერთ კურორტიდან ბრუნდებოდა გაურკვეველი მიზეზით შეასკდა კედელს, დაიღუპა 22 ბავშვი.


2016 წლის 14 ივლისი ყველაზე სისხლიანი ტერაქტი გამოდგა ნიცაში."შეშლილი სატვირთოს" გადავლის შედეგად დაიღუპა 86 ადამიანი.



0
292
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0