x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თუ ყველანაირი იმედი დაკარგეთ, გადადეთ ყველა საქმე და გააკეთეთ ეს!

ყველას აქვს ისეთი დღეები, როდესაც მხოლოდ დეპრესიული და დესტრუქციული აზრები იბადება და ცხოვრება უაზრო ჩანს. ასეთ მომენტებში, მწერლები ესთერ და ჯერი ჰიქსები გვირჩევენ ფურცლისა და კალმის აღებასა და ფოკუს-ბორბლის მეთოდის გამოყენებას. მენდეთ - ეს ნამდვილად დაგეხმარებათ რაიმეს გაკეთებაში.image* პირველ რიგში, დახაზეთ დიდი წრე ფურცელზე. შემდეგ მცირე წრე დავხატოთ, (დაახ. 5 სმ) დიამეტრის, დიდი წრის ცენტრში. ჩამოჯექით და კარგად დაფიქრდით უყურეთ პატარა წრეს და ფოკუსირდით მასზე.
* ახლა, ერთი წუთით დახუჭეთ თვალები და მიაქციეთ ყურადღება იმ მოვლენებს, რომლითაც გამოწვეულია თქვენი უარყოფითი ემოციები. განსაზღვრეთ ის, რაც არ გინდათ, რომ კვლავ გააკეთოთ ან განიცადოთ.
* შემდეგ კი დროა, რომ უთხრათ საკუთარ თავს: “ მე უკვე ზუსტად ვიცი, რა არ მინდა! მაგრამ რა მინდა მე?''

* სცადეთ იდენტიფიცირება, იმისა რაც გინდა. ჩამოაყალიბეთ თქვენი სურვილი ერთი მოკლე ფრაზით და დაწერეთ პატარა წრეში. ეს იქნება თქვენი ფოკუს-ბორბლის ცენტრი.
* პატარა წრის პერიმეტრის გარეთ, დაწერეთ თქვენი აზრები თქვენი მიზნის, შედეგების მიღწევის და თქვენი განწყობის შესახებ. დაწერეთ ისინი დიდი წრის პერიმეტრზე. გააკეთეთ 12 სექტორი და ჩაწერეთ მათში. ახლა უკვე გაქვთ სია, რომელიც პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ.
მაგალითად, ვთქვათ, რომ უიმედოდ ვცდილობთ და გვინდა წონაში დაკლება. დაწერეთ ეს მიზანი პატარა წრის ცენტრში. შემდეგ დაწერეთ ყველა თქვენი მოტივაცია სექტორებში ისე, რომ როდესაც ბოლო სექტორში მიაღწევთ, თქვენ უკვე იგრძნობთ, რომ ნამდვილად გაქვთ თქვენი მიზნის მიღწევის უნარი. imageეს მეთოდი საკმაოდ ეფექტურია. ფოკუსირდით იმაზე, რაც პატარა წრეში ჩაწერეთ. მალე ნახავთ, რომ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია, თუკი პირველ ნაბიჯს გადადგამთ.

0
174
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
174
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0