x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
Volkswagen–მა ლეგენდარული მიკროვენი ელექტროკარად აქცია

image

Volkswagen – ის ხელმძღვანელმა ჰერბერტ დიესმა დაადასტურა ლეგენდარული VW Microbus–ის ელექტრული ვერსიის წარმოების დაწყება. რეტრო სტილის ორიგინალური ავტომობილის სერიული წარმოება 2022 წელს დაიწყება და 2025 წლისათვის მილიონს გადააჭარბებს.


სალონში მრავალი სხვადასხვა ცვლილებაა. მაგალითად, შეიძლება წინა ორი სავარძელი 180 გრადუსით შემობრუნდეს უკანა მხარეს (როცა მანქანა ავტოპილოტით მოძრაობს), 10 ლაზერის სკანერი (4 მათგანი სახურავზეა) და სხვა სენსორები წრიულ ხედვას უზრუნველყოფს.


image


ელემენტები და ძრავები იატაკის ქვეშაა, ამით ავტომობილის წინა და უკანა მხარეს ადგილი განთავისუფლდა ტვირთისათვის. მანქანა სრულამძრავიანი იქნება, ორივე ღერძზე ელექტროძრავით, ჯამური სიმძლავრით 369 ცხენისძალა. ეს ავტომობილს საშუალებას აძლევს 100 კმ/სთ სიჩქარე 5 წამში აკრიფოს. მაქსიმალური სიჩქარე 150 კმ/სთ–ია. ერთი დატენვით 600 კილომეტრს გაივლის.



დასაწყისისთვის მხოლოდ უკანაამძრავიანი მოდელები გამოვა, 268 ცხენისძალის სიმძლავრის. 83 კვტ. – იანი ელემენტი საკმარისი იქნება 350 კილომეტრის გასავლელად. მიკროავტობუსი აღიჭურვება ინდუქტიური დამუხტვის ტექნოლოგიით, რომელიც სულ რაღაც 30 წუთში ელემენტს 80-პროცენტით დამუხტავს.


ადაპტირებული ამორტიზატორები მაღალ კომფორტს უზრუნველყოფს, უკანა ბორბლების მოტრიალების შესაძლებლობა კი 10 მეტრიან მოხვევის რადიუსს გვაძლევს.


image


image


image
image
image


image


image


image
image
image


image










0
47
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0