x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
4 შოკისმომგვრელი დეტალი, რომელიც ფოტოებს მიღმა იმალება!

ყველა ფოტო არ წარმოადგენს უბრალოებას! ჩვენ ვიღებთ ფოტოებს, რათა გავიხსენოთ ის მომენტები, რომელიც უკვე წარსულს მივაბარეთ ან კიდევ სოციალურ ქსელებზე ვტვირთავთ.


ისტორიას აქვს შემონახული ისეთი ფოტოებიც, რომელზედაც ძალიან ემოციური და დამბურძგლავი ისტორიები იმალება. ერთად გადავავლოთ თვალი ამ ფოტოებს...




1. სეილორ გილიამსი


image


სეილორ გილიამსმა და მისმა მეგობარმა ბრენდონმა გადაწყვიტეს ველურ სამყაროში ლაშქრობა. ლაშქრობის მსვლელობა რთული გამოდგა, მათ რჩეულ ადგილას არც საგზაო ნიშანი და არც რაიმე გზამკვლევი არ არსებობდა, აქედან გამომდინარე რამოდენიმე საათიან მგზავრობის შემდეგ მაღლობიდან გადმოვარდნენ. 3-4 საათიანი "help me" უშედეგო აღმოჩნდა და სეილორმა გადაწყვიტა ბრენდონის გადასარჩენად თავად მოეძია დახმარება. მეორე დღეს სხვა მოლაშქრეების კადრებში მოჰყვა სეილორ გილიამსი, რომელიც დახმარების ძიებისას უარესად დაიჭრა.


image


ფოტოზე სეილორი მოლაშქრეებმა მოგვიანებით შენიშნეს, მათი აზრით სეილორმა შეამჩნია ისინი, თუმცა სხეულზე მრავალი მოტეხილობების გამო ვერ მოახერხა დახმარების ძახილი. სამწუხაროდ მეგობრები სხვადასხვა ადგილზე გარდაცვლილი იპოვეს.





2. მოჩვენება ფოტოზე



image


იაპონიაში, კანავაგას რეგიონში გადაღებულ ამ ფოტომ სოციალური სივრცე შეიპყრო. ფოტოზე ჩანს გოგონა, რომლის უკანაც სამურაის ფეხსაცმელებიანი მოჩვენება დგას. ფოტოს შესახებ ძალიან ბევრი კომენტარი გაკეთდა და საბოლოოდ გადაწყდა ფოტოს ანალიზი, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ კადრზე არანაირი მონტაჟი ან მსგვასი რამ არ ყოფილა. რა იყო ამ ფოტოზე გოგონას უკან მიმალული დღემდე საიდუმლოდ რჩება.


image





3. მოჩვენება ეკლესიაში


image


ფოტო გადაღებულია 1975 წელს, ინგლისი ქალაქ ნორფოლკში მდებარე ეკლესიაში. ფოტოს ავტორი პიტერ პორტულაა, რომელსაც სურდა მეუღლის ლოცვა ფოტოს სახით გადაეღო. მეუღლეს სანამ კადრში შეიყვანდა, არავინ ჩანდა, თუმცა გადაღების შემდეგ გამოჩნდა მოჩვენება, რომელსაც მოგვიანებით ეკლესიის მოჩვენება ეწოდა. ანალიზის შედეგად ფოტოს სიყალბე არ დადასტურებულა.





4. ბნელი ფიგურა


image


ეს უცნაური და საშინელი ფოტო, საავადმყოფოს კამერამ გადაიღო. ფოტოში ჩანს უცნაური ფიგურა, რომელიც ავადმყოფის სხეულზეა ასული. საავადმყოფოს დაცვამ ეს უცნაური ფიგურა შეამჩნია და მისი თქმით ის ავადმყოფის სხეულზე ქვემოდან ზემოთ მოძრაობდა. საშინელი ბნელი ფიგურის გამოჩენიდან რამოდენიმე წუთში ავადმყოფი გარდაიცვალა. რა იყო ან რას ნიშნავდა ეს დღემდე უცნობია.




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


{თქვენთვის საინტერესო}


1. უიშვიათესი ფოტოები წარსულიდან, რომლებიც მეხსიერებიდან არ იშლება!

2. მეგალოდონი - ზვიგენთა ყველაზე საშინელი სახეობა!

3. როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია? - 7 რჩევა, რომელიც უფრო მეტ პოზიტივს მოგიტანთ!

4. 2017/2018 წლის საუკეთესო ტრანსფერები!

5. ონლაინ გამოწერების კოშმარი - იხალისებთ!

6. რა არის და როგორ წარმოიქმენბა ცუნამი?!

7. რა უნდა მივირთვათ აგვისტოში?


0
1680
6-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
1680
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0